ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
ნიონში გამართულ წილისყრაზე ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - ჩვენი გუნდი C ლიგის მე-4 ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან მოხვდა.

გუნდები ლიგებსა და ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

A ლიგა

I ჯგუფი:
საფრანგეთი, დანია, ხორვატია, ავსტრია

II ჯგუფი: ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ჩეხეთი

III ჯგუფი: იტალია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი

IV ჯგუფი: ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, უელსი

B ლიგა


I ჯგუფი: უკრაინა, შოტლანდია, ირლანდია, სომხეთი

II ჯგუფი: ისლანდია, რუსეთი, ისრაელი, ალბანეთი

III ჯგუფი: ბოსნია, ფინეთი, რუმინეთი, მონტენეგრო

IV ჯგუფი: შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, სლოვენია

C ლიგა


I ჯგუფი: თურქეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ფარერები

II ჯგუფი: ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, კოსოვო, კვიპროსი/ესტონეთი

III ჯგუფი: სლოვაკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი/მოლდოვა

IV ჯგუფი: ბულგარეთი, ჩრდ. მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი

D ლიგა


I ჯგუფი: ლიხტენშტაინი, ყაზახეთი/მოლდოვა, ანდორა, ლატვია

II ჯგუფი: მალტა, კვიპროსი/ესტონეთი, სან-მარინო

ტურნირზე ჯგუფური ეტაპის 4 ტური მომავალი წლის ივნისში ჩატარდება, ხოლო 2 - სექტემბერში. ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის გამსვლელ ნახევარფინალს 2023 წლის 14 ან 15 ივნისს, მასში წარმატების შემთხვევაში კი ფინალს 18 ივნისს ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯგუფში გამარჯვების შანსი 1/3-თან. ბულგარეთი უფრო ძლიერია, ჩრდ. მაკედონია დაახლოებით თანაბარია.
გიო
13:35 17-12-2021
0
ასეთი მჭიდრო კალენდარი და სათადარიგოთა მოკლე სკამი მთავარ მწვრთნელს ალბათ იძულებულს გახდის თამაშისშემდგომი ენერგიის აღდგენის თანამედროვე მეთოდოლოგია მოიძიოს და დანერგოს... ან უბრალოდ გამოიყენოს თამაშის დროსვე აღდგენის ქართული მეთოდიკა... სხვა შენსს ვერ ვხედავ და თუ ვინმე ხედავს იმედია გაგვაცნობს!
Guja Kakhadze
11:50 17-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული