არველაძე ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მიმართავს

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ჰალმა" ჩემპიონშიპში ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ ფრეს (სტუმრად "შეფილდთან" 0:0) მიაღწია და ახლა მომდევნო გამოცდისთვის ემზადება. 33-ე ტურში ქართველი სპეციალისტის გუნდი, რომელიც ცხრილში მეოცეა და გასავარდნ ზონას 12 ქულით აღემატება, მე-4 ადგილზე მყოფ ქპრ-ს ესტუმრება.

არველაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გააკეთა, სადაც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მიმართა:

Sportall.Ge

"რთული მეტოქის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. ახლა დროა, ძალები სრულყოფილად აღვიდგინოთ და მთელი ყურადღება შემდეგ მატჩზე გადავიტანოთ.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც სტუმრად გვქომაგობდნენ. ვაფასებ თქვენ მხარდაჭერას!"

შეხვედრა 19 თებერვალს, თბილისის დროით 19:00
საათზე დაიწყება. 

alt"ოქროს ქულა" მოვიპოვეთ - არველაძის მატჩისშემდგომი კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა ვარიანტში ასეთ რამეს კაცი არ უნდა წერდეს, კაცებზეა ლაპარაკი, კაცუნებმა რაც უნდა ის წერონ.
ზ-ს
15:28 19-02-2022
0
ქართველი კაცი ინგლისის ჩემპიონჩიპშია, ამხელა მიღწევა აქვს, მერე რა რომ სამი თამაში წაგო, კაცი უნდა გავამხნეოთ და წარმატებები ვუსურვოთ, რა ბოღმა გახრჩობთ ხალხო. ვინმე დამისახელეთ ამხელა რამისთვის მიეღწიოს. წარმატებები შოთის...
გია შუკაკიძე
22:03 18-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული