ქართველი ლეგიონერების საინტერესო ტური - ვინ როდის ითამაშებს...

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერები ბოლო დროს მშვენივრად ათამაშდნენ - გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" კარს დაუბრუნდა, გიორგი ჩაკვეტაძე უკეთეს კლუბსა და ფორმაშია, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა, რაც იმედს იძლევა, რომ სეზონის განახლებას ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.

ამავდროულად, თემურ ქეცბაიას გარდა, შოთა არველაძეს, როგორც მწვრთნელს, ვგულშემატკივრობთ... ამასობაში, შესვენების შემდეგ, ჩვენებურების რაოდენობა მოიმატებს, წინ კი საქართველოს ნაკრების მარტის ამხანაგური შეხვედრებია...

მიქაუტაძე "გენტის" პირისპირ და მივიწყებული გიორბელიძე

საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 1 შედეგიანი მოქმედება აქვს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში გატანა უჭირს
- 27 იანვარს "ბეერსხოტის" კარი აიღო, იმის შემდეგ კი 3 მატჩია "მშრალი" სერია აქვს.

ბელგიის ჩემპიონატის 28-ე ტურში "სერენი" "გენტს" ესტუმრება, რომელსაც გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ეკუთვნის. მიქაუტაძის გუნდი გასავარდნ ზონაშია და ქულების მოპოვება ძალიან სჭირდება, მისი მეტოქე კი მე-5 ადგილზეა და სამეულს საკმაოდ ჩამორჩება.

Sportall.Ge

შეხვედრა პარასკევს, 18 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მეორე ბუნდესლიგაში, "ჰამბურგის" გარდა, ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთ კლუბში რომ გამოდის, ცოტათი გადაგვავიწყდა, რადგან გურამ გიორბელიძე სხვადასხვა მიზეზით დრეზდენის "დინამოს" რიგებში იშვიათად გამოდის.

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 შეხვედრა გამართა, 2022 წელს კი სულ რაღაც 5 წუთი იასპარეზა.

ქართველი ლეგიონერის კლუბი 25 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, თუმცა პლეი-აუტის პოზიციაზე მყოფ "დიუსელდორფს" მხოლოდ 2 ქულით აღემატება.

დრეზდენელები "ჰაიდენჰაიმს" დღეს, 18 თებერვალს, 21:30 საათზე (თბილისის დრო) უმასპინძლებენ.

ჩაკვეტაძე და არველაძე იმავე დღესა და დროს

ისე მოხდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძისა და შოთა არველაძის გუნდების მატჩები ზედიზედ მეორე კვირაა იმავე დღესა და დროს იმართება.

შაბათს, 19 თებერვალს, მესამეადგილოსანი "ჰამბურგი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ზანდჰაუზენს" სტუმრობს. ჩაკვეტაძის ახალი კლუბი ლიდერებს, "სტ. პაულსა" და "ვერდერს", მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

თუკი დინამიკას გავითვალისწინებთ, გიორგის საკმაოდ დიდი დრო უნდა დაეთმოს, რადგან გასულ მატჩებში მან 13 და 25 წუთი ითამაშა.

"ჰარდთვალდსტადიონზე" გასამართი მატჩის დაწყების დრო 16:30 საათია.

Sportall.Ge

ცოტა მოგვიანებით, 19:00 საათზე, "ჰალ სიტი" ქპრ-ს სტუმრობს. შოთა არველაძის გუნდის მეტოქე მე-4 ადგილს იკავებს. ასე რომ, ჰალელებს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელით. შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტის გუნდი გასავარდნ ზონას 12 ქულით აღემატება.

ვაკოს დაბრუნება და "მამარდა" "ბარსელონას" წინააღმდეგ

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 2022 წლის სეზონი იწყება და გუნდის "ათიანი" ვაკო ყაზაიშვილი კიდევ ერთი წარმატებული წლის ჩატარებას ეცდება. შეგახსენებთ, ის გასული გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველი გახდა - ვაკოს ჩემპიონატში 9 გოლი და 3 შედეგიანი პასი ჰქონდა და აზიის ჩემპიონათა ლიგაზეც წარმატებას აღწევდა.

პირველ ტურში "ულსანი" ახლად აღზევებულ "გიმჩეონს" დაუხვდება. ეს დაპირისპირება კვირას, 20 თებერვალს, ჩვენი დროით 11:30 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

კვირა საღამოს კი გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" "ბარსელონასთან" დაპირისპირება დაასრულებს. ქართველ კიპერს ისევ სასტარტოში ველით - იასპერ სილესენს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

"ღამურები" იდეალური გუნდისგან შორსაა, 38 გაშვებული გოლი დაცვის ხაზის კარგ თამაშზე ნამდვილად არ მიუთითებს. რაც შეეხებათ კონფერენს ლიგაზე "ნაპოლისთან" (1:1) მატჩში დაღლილ კატალონიელებს, "ლა ლიგაში" მეოთხე ადგილზე არიან, თუმცა "რეალსა" და "სევილიას" საკმაოდ ჩამორჩებიან.

შეხვედრა 19:15 საათზე აიღებს სტარტს.

alt"ოქროს ქულა" მოვიპოვეთ - არველაძის მატჩისშემდგომი კომენტარი

altმამარდაშვილი უშეცდომო იყო, "ვალენსია" დამარცხდა და "ბარსელონასთან" მატჩი ელის

altჩაკვეტაძეს ენთუზიაზმს უწონებენ, გიორგი მწვრთნელს და თანაგუნდელებს აქებს

altმიქაუტაძე: გოლის გატანის გრძნობა დამავიწყდა კიდეც, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული