ბოსნიელთა ვარსკვლავური ნაკრები ქართველებისთვის ემზადება - შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში 2 გასვლით ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. უახლოესი მეტოქეები მომავალი "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეების დონის შესაბამისადაა შერჩეული - ბოსნია-ჰერცეგოვინა და ალბანეთი. მოგეხსენებათ, ტურნირზე, რომელიც ივნისში დაიწყება და საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია, ჯგუფში ბულგარეთის, ჩრდ. მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ვიასპარეზებთ.

პირველი მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაა. ბულგარელი პეტევის გუნდმა ამის შემდეგ ლუქსემბურგთან სპარინგი დაგეგმა. ისინი "ერთა ლიგის" B დივიზიონში ჯგუფში საუკეთესოს ფინეთთან, მონტენეგროსა და რუმინეთთან გაარკვევენ. 

ბოსნიელთა შემადგენლობა საკმაოდ ვარსკვლავურია. მათ ახლა ვეტერანი მირალემ პიანიჩი დააკლდებათ, რომელსაც "რომადან", "იუვენტუსსა" და "ბარსელონადან" კარგად ვიცნობთ. თუმცა
მათი მთავარი დამრტყმელი ძალა "ინტერის" 36 წლის ფორვარდი ედინ ჯეკოა, რომელსაც მიმდინარე სეზონში მილანური გრანდის მაისურით 12 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. აქვეა "მილანის" 28 წლის ნახევარმცველი რადე კრუნიჩი. გამოცდილია ამჟამად "მარსელში" მოთამაშე სეად კოლაშინაციც. ბოსნიის ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ლეგიონერია და საკმაოდ მაღალი დონის გუნდებში ასპარეზობენ.

Sportall.Ge

ბოსნიის ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის:

მეკარეები: იბრაჰიმ შეჰიჩი ("ქონიასპორი", თურქეთი), ნიკოლაე ვასილი ("სანკტ პაული", გერმანია), ვლადან კოვაჩევიჩი ("რაკოვი", პოლონეთი), კენან პირიჩი ("გიოზთეფე", თურქეთი);

მცველები: სინიშა სანიჩანინი ("პარტიზანი", სერბეთი), ანელ აჰმედჰოჯიჩი ("ბორდო", საფრანგეთი), დენის ჰაჯიკადუნიჩი ("მალმიო", შვედეთი), ადნან კოვაჩევიჩი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ჰრვოიე მილიჩევიჩი (აეკ, კვიპროსი), სეად კოლაშინაცი ("მარსელი", საფრანგეთი), ელდარ ჩივიჩი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), იუსუფ გაზიბეგოვიჩი ("შტურმი", ავსტრია), ამარ დედიჩი ("ვოლფსბერგერი", ავსტრია);

ნახევარმცველები:
ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი ("ქონიასპორი", თურქეთი), სანინ პრჩიჩი ("სტრასბური", საფრანგეთი), რადე კრუნიჩი ("მილანი", იტალია), ამერ გოიაკი ("დინამო", ხორვატია), გოიკო ციმიროტი ("სტანდარდი", ბელგია), ადი ნალიჩი ("მალმიო", შვედეთი), ვლადან დანილოვიჩი ("ნასიონალი", პორტუგალია), ამარ რაჰმანოვიჩი ("ქონიასპორი", თურქეთი), მიროსლავ სტევანოვიჩი ("სერვეტი", შვეიცარია);

თავდამსხმელები: ედინ ჯეკო ("ინტერი", იტალია), ერმედინ დემიროვიჩი ("ფრაიბურგი", გერმანია), სმაილ პრევლიაკი "(ეუპენი", ბელგია), ლუკა მენალო ("დინამო", ხორვატია)

მატჩი ქალაქ ზენიცაში 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altსანიოლის არჩევანი - მიქაუტაძე სხვა სტატუსით წარმოგვედგინა...

altსაქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის

altრას მოგვცემს ამხანაგური მატჩები? - რაზეც სანიოლი იფიქრებს


მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგ და მაგარ გუნდებში თამაშობენ,ასეთ გუნდებში რო იყვნენ ქართველი ფეხბურთელები შრომა და დისციპლინის დაცვა უნდა ისწავლონ,პრობლემების დიდი ნაწილი თვითონ ფეხბურთელების ხასიათშია და უნდა იზრუნონ თვითონვე ამის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ გუნდებში მოხვედრა როგორებშიც ბოსნიელები თამაშობენ გამორიცხულია,კარგი გუნდების ხელმძღვანელები არაპროფესიონალ და დისციპლინის არ დამცველ ფეხბურთელებს არასდროს აიყვანენ, რაც არ უნდა ნიჭიერები იყვნენ ისინი.
qomagi
18 მარტი 2022 16:58
0
მიქაუტაძე სამოყვარულო გუნდშია და მეტი რა ქნას? რეგრესიც მაგის ბრალია. როგორი გარემოცვაა ისეთი შედეგი. მეცს და სერენს უნდა ჩამოშორდეს, სხვა გზა არაა. რომელიმე კარგი ევროპული გუნდი აუცილებლად მიიღებს
Haaland
17 მარტი 2022 12:38
5
ისე რომელი გუნდია კარგი ევროპული? მეცი ჩვენ არ მოგვწონს, გენტი არ მოგვწონს, რუბინი არ მოგვწონს(არც უნდა მოგვწონდეს) და ჩვენი ფეხბურთელების ბრალი ხომ არაა? გადავიდეს კაია უნდა ვინმეს? ხვიჩაზე რომ გეკითხა აგენტისათვის მილანი იუვე და ბორუსია ჩხუბობდნენ და ახლა უფასოდ აღარ უნდათ.პროფესიონალები როცა იყვნენ ჩვენები კი თამაშობდნენ მილანში, აიაქსში, შალკეში და ნიუკასლში მაგრამ ახლა შევეგუოთ იმას რომ არ გვყავს თუნდაც ბოსნიის დონის ფეხბურთელები.
irakli
17 მარტი 2022 14:12
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული