მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი მატჩებისთვის ერთი "დინამოელი" გამოიძახა, ეროვნულ გუნდს ანზორ მექვაბიშვილი შეუერთდება. თბილისური კლუბის ვიცე-კაპიტნისთვის ეს სადებიუტო გამოძახებაა, ახალგაზრდა ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად მოხვდა.
20 წლის მექვაბიშვილი "დინამო აკადემიის" აღზრდილია და პროფესიული საფეხბურთო კარიერაც "დინამოში" დაიწყო. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2020 წლის სეზონში შედგა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ანზორ მექვაბიშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, ეროვნულ გუნდში
ანზორ მექვაბიშვილმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:
"ძალიან ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და პირველი ემოციების აღწერა ურთულესია. მიხარია, რომ ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი მაქვს ჩატარებული და ეს გამოცდილება, ვფიქრობ, დამეხმარება.
რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს, უპირველესად იმისთვის, რომ ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებს შანსს აძლევს. მე პირველი არ ვარ ამ სიაში და მჯერა, რომ შემდგომში სხვებსაც მიეცემათ შანსი.
ეროვნულ გუნდში თამაში სულ სხვა გამოწვევაა. ჩემი მიზანია ვითამაშო უმაღლეს დონეზე და დავარწმუნო ქომაგი, რომ ეს მიწვევა შემთხვევითი არაა."
წყარო: FC Dinamo Tbilisi