სანიოლი: მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია - ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება

AutoSharing Option
სტუმრად ალბანეთთან ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ ალბანეთის ნაკრები საკმაოდ ხარისხიანი გუნდია. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მათ შეინარჩუნეს ძლიერი დისციპლინა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ დადებითი დინამიკით გვამოძრავებს. ოთხი გამარჯვების შემდეგ, დღეს ფრედ ვითამაშეთ. მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, თუმცა ეს იყო უკანასკნელი თამაში ერთა ლიგის დაწყებამდე. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები ჯანმრთელები და კარგ ფორმაში იქნებიან ამ ტურნირის დაწყებამდე.

როდესაც გარკვეული მოთამაშეების გარეშე კარგ შედეგს აღწევ,
ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელებს აქვთ რწმენა, რომ რამდენიმე ლიდერის არყოფნის შემთხვევაშიც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩვენთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის, მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ასეთ ვითარებაზე.

ერთა ლიგაზე 10 დღეში ოთხ მატჩს გავმართავთ, რაც სიახლეა. ასე რომ, ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაცვასა და თავდასხმას შორის დიდი უფსკრულია!! ცენტრში არავინ გვყავს ვინც ბურც დაიჭერს და უკან კი არა წინ გააკეთებს პასს უბრალოდ დამღლელია კაშიასა და კვეკვესკირის პასები ერთმანეთთან
აბრეზა
30 მარტი 2022 19:43
0
გუნდის რეალური შესაძლებლობები ივნისში გამოჩნდება. დაცვაში სერიოზული პრობლემებია, ბურთის ამოტანა გვიჭირს, მომენტებს იშვიათად ვქმნით, კარში არ ვურტყამთ და რაც მთავარია გუნდი დგას და ბევრს არ მოძრაობს. სამწუხაროდ, ივნისში ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევს და თუ მიაღწევს ბოდიშს მოვიხდი....
თემო გი.
30 მარტი 2022 15:27
2
უეჭველი მოგიწევს ბოდიშის მოხდა,,რაც შეეხება გუნდს შეიძლება დაგეთანხმო იმაში რო თავდასხმა და ნახევარდაცვა უკეთესის სურვილს ტოვებს მარა რო წერ დაცვაში ყველაზე მეტად გვიჭირსო და სერიოზული პრობლემები გვაქ დაცვაშიო რა ლოგიკით??კოსოვომ რო გაგვიტანა იმის მერე ნაკრები გოლს აგარ უშვებს ზედიზედ 4-თამაში და კიდევ ერთი ტაიმი მშრალი ანგარიშით ვამთავრებთ და შენ კიდე ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში დაინახე საგოლ,,
გელა
31 მარტი 2022 15:17
0
სამი მცველით ითამაშა ორი თამაში, გოლი არ გაუშვია, მაგრამ დაცვა "დირკაა". სამი ყველაზე მაგარი მომენტი შეიქმნა მას შემდეგ რაც იმათმა საჯარიმოში დაბალი ბურთი "შეასრიალეს". ამას მოყვებოდა ჩვენების სწრაფი რეაქცია და ისინი ადვილად ატყუებდნენ დაბნეულ დამცველებს. ასეთივე პანიკები იყო ბოსნიასთანაც, ოღონდ ისინი მაღალ პასებით შემოდიოდნენ საჯარიმოში, გოლიც გაგვიტანეს და მომენტებიც შექმნეს. ასე რომ დაცვაში უამრავი სამუშაოა. შეტევაში პრობლემებს ვისაც არ ეზარება ყველა ხედავს. მე ივნისის თამაშებს ძაან პესიმისტურად ვუყურებ.ერთადერთი წინ კვარა და ჩაკვე უნდა იყოს ფორმაში, რაც დაცვასაც სამუშაოს გაუადვილებს, პლიუს გუნდურობა. მე სხვას ვერ ვხედავ. თუ თქვენ შეამჩნიეთ დაწერეთ, გამიხარდება.
ერიჰაა
30 მარტი 2022 11:25
1
+ კიტეიშვილი და მიქაუტაძე
Miriani
30 მარტი 2022 12:39
1
გელა ნუგზარაშვილს ნაკრებში აბრუნებს სანიოლი!
მიდი გელა!
გენა
30 მარტი 2022 07:59
8
დროა გრანდებზე გადავიდეთ, გვეყო ეს „ჭ“ კლასის გუნდები, აწი გერმანია ჰოლანდია და ესპანეთი, ესენი გავაფარჩაკოთ დამერე ბრაზილიასაც თუ გაუდეთ, არგენტინელები უარს გვეტყვიან თამაშზე, უეჭველიეგრე იქნება, მიდი სანიოლ! მიაწექი სანამ ბიჭებმა არ იციან რა ქნან, თვარა ეგენი თუ აზრზე მოვიდნენ ხაზს არარ გაცდებიან, ცენტრის ხაზს თუ გინდა პეპეშათი დაცხო, მერე უკვე ვერ არბეინებ ვერააა...
კ ო მ ბ ლ ე
30 მარტი 2022 01:42
55
საერთოდ თანამედროვე ფეხბურთი სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ დღეს გუნდები ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ მეგონა, ბურთის ფლობაში ეჯიბრებოდენ ერთმანეთს და არა გატანაში.
ჟორა გაბრიჭიძე
30 მარტი 2022 01:41
3
სამწუხაროდ, დღევანდელი ფეხბურთი ასეთია, თუ ბურთის ფლობაში დიდ უპირატესობას არ მიაღწიე გოლს ვერ გაიტან, ამიტომ იძულებული ხარ ჯერ ბურთის ფლობის უპირატესობაზე ითამაშო, რომ გოლი გაიტანო. აღარ არის 2-3-5 და თუნდაც 4-2-4 სქემები, უფრო მეტიც ბევრი თამაში თავდამსხმელების გარეშეა. ესპანეთმა ასეთი თამაშიტ ევროპა და მსოფლიო მოიგო. დაიკარგა სანახაობა, რისთვისაც გვიყვარდა ფეხბურთი.
გიზოგ
30 მარტი 2022 11:45
2
თუ ყველანი ჯანმრთელები და კარგ ფორმაში მყოფები იქნენ გავსულვართ და ეგ არი ოღონდ ეს ჯანმრთელობა და ფორმაში ყოფნა 10 დღეში 4 თამაშის დროს არ ეხერხებათ და თუ ასწავლი ძეგლს დაგიდგავთ
შოკირებული გულშემატკივარი
30 მარტი 2022 01:41
0
როგორც ვამბობდი ისე აგვიხდა არ წავაგეთ დიდად მოგებას არ ველოდი დღევანდელ თამაშში,რა შემადგენლობაც გვყავდა დღეს მაკსიმუმი იყო ფრე 0-0..
კარგია მხოლოდ დაცვაზე და თამაშის ჩაშლა ქონდათ დავალებული ფეხბურთელებს და თავი კარგად გაართვეს თუ
ერთ-ორ ეპიზოდს ამოვიღებთ (თამაშში გრანდებსაც ააქვს ჩავარდნები 90 წუთში ეს გარდაუვალია) მთავარი ის არის რომ ქაოსი არ შეიქმნა და გუნდურობა არ დაიშალა.. დროული ცვლილებები იყო როცა გუნდს გაუჭორდა დროულად ამოასუნთქინა სანიოლმა ცვლილებით და ფეხბურთელებმაც იგრძნო ეს მომენტი.. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ ფაქტიურად 3-4 ფეხბურთელი გვყავდა ძირითადი გუნდის.. აბურჯანიას მეტი მოეთხოვება თუ ძირითადში მოხვედრის პრეტენზია აქვს,კობახიძე გამორიცხულია ძალუან ბევრ შეცდომას უშვებს, ყაზაიშვილი მხოლოდ ზამენაზე თუ განვიხილავთ.. აი ვოლკოვისგან უფრე მეტს ველოდი თუმცა გამთამაშებელი არ გვყავდა და ამ თამაშით შეგვიძლია ვიმსჯელოდ რომ მეორე სართულზე ძალიან სუსტია..სანიოლს 8.7 ქულა
შავი კაცი
30 მარტი 2022 01:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული