საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო

AutoSharing Option
24 მაისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდში 29 ფეხბურთელია გამოძახებული.

საწვრთნელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს.

საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეუერთდებიან, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები კი საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ, ნაკრების საწვრთნელ პროცესში 26 მაისს ჩაერთვებიან.

დღეს საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი)

დაცვა: გურამ
კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია)

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
არველაძის Hull City საბა ლობჟანიძეს შეიძენს.
According to Hatayspor's vice Chairman Mustafa Özat
ქ. გ.
25 მაისი 2022 13:43
1
ME KI ICIT RA MIKVIRS??? GIORGI MIQELTADZE XOM ICIT - AVTRALIASHI ROM TAMASHOBS?! TIPI TAVISI GUNDIS SAUKETESO IGROKI GAXDA DA AVSTRALIIS ALL STARS-SHI GAMOIDZAXES DGES SIDNEISHI BARCELONASTAN SATAMASHOD DA AM DROS TIPI GIBRALTARTAN 2 IVNISS SATAMASHOD QVILITAIAS NACVLAD SERIOZULI SAXIT NAKREBSHI IXMES, SADAC JER MXOLOD 11 KACIA MOGROVEBULI DA TIPI SK ZESTAFONIS TBILISIS ZGVIS BAZAZE VARJISHOBS - BARSASTAN TAMASHIS NACVLAD...
SHMAGI
25 მაისი 2022 11:43
5
ეგ ოლ სტარი თუ დღეს არის სიდნეიში, მართლაც გასაკვირია ამბავია - რა ეჩქარებოდათ მაინცდამაინც დღეს მიქელთაძის ზესტაფონში ჩამოყვანა, როცა ყველა ლეგიონერი ჯერ არ არის შეკრებილი!.. ყაზაიშვილი სულ აგვიანებს ნაკრებში ჩამოსვლას და მიქელთაძე რომ ნაკრებს 28 მაისს შეერთებოდა, რა დაშავდებოდა ამით?!
კირკიტა
25 მაისი 2022 14:28
0
მიქელთაძე ავსტრალიიდან ჩამოვიდა უკვე და ფეხბურთელები ევროპის ქვეყნებიდან არ ჩამოსულან შეკრებაზე ჯერ :დ ბევრი რამე ჩანს ამ მცირე დეტალში :)
TOM
25 მაისი 2022 11:04
0
ხვიჩა არ უნდა ათამაშონ დღეს სამგურალთან
.
25 მაისი 2022 09:53
3
რატო? აღდგენას ვერ მოასწრეებს? პროფესიონალები ეგრე არ იქცევიან თან გიბრალტართან არამგონია ტაიმზე მეტი ითამაშოს
beqa
25 მაისი 2022 12:31
1
მიდით ბიჭებოოო!!! ეს ოთხი თამაში, ყველამ ერთად ერთი ამოსუნთქვით უნდა ჩავატაროთ და მინიმუმ 10 ქულა უნდა ავიღოთ...
ჩელე
25 მაისი 2022 09:33
2
ყოჩაღ, ბექა მიქელთაძე! ნაკრებთან ერთად ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უაზრო ამხანაგური თამაში ბარსელონას წინააღმდეგ.
ქ. გ.
25 მაისი 2022 06:35
0
ბარსელონასთან თამაში არა მგონია, უაზრო იყოს. ეთამაშა და მერე ჩამოსულიყო. რა დაშავდებოდა ამით?
კირკიტა
25 მაისი 2022 15:57
0
გიბრალტარს არ გაუმართლა
შოკირებული გულშემატკივარი
25 მაისი 2022 01:24
4
ცდები, ქვეყანა რომ დაარქვეს, უკვე მანდ გაუმართლა...
დდდ
25 მაისი 2022 08:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული