კარში მამარდაშვილით და ხვიჩას გარეშე - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებები ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფს თბილისში (2 ივნისი, 20:00 სთ) გახსნიან. მათი მეტოქეები ჩრდ. მაკედონია და ბულგარეთიც არიან. თუკი ქართველები გასულ გათამაშებაშიც ამავე ლიგაში გამოდიოდნენ, გიბრალტარელებმა ლიხტენშტაინსა და სან-მარინოს აჯობეს და დაწინაურდნენ.

"ჯვაროსნები" ბოლო 5 მატჩში შესანიშნავად გამოიყურება და 4 გამარჯვება აქვს. ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მაჟორულ ნოტზე დაასრულა - შვედეთი (2:0) და კოსოვო (2:1) დაამარცხა.

გიბრალტარი ფიფას რეიტინგში 203-ე ადგილზეა და ბოლოს სწორედ "ერთა ლიგაზე", ლიხტენშტაინთან (1:0) გაიმარჯვა. მომდევნო 17 შეხვედრიდან ისინი
12-ში დამარცხდნენ, მათ შორის, მუნდიალის შესარჩევ ათივე დაპირისპირებაში.

Sportall.Ge

სანიოლმა ივნისის თამაშებისთვის 29 ფეხბურთელს უხმო, თუმცა მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე ოქრიაშვილი დააკლდა და მისი ჩანაცვლება დასჭირდა.

მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, ხვიჩა კვარაცხელიას კი დასვენების საშუალება მიეცემა.

სავარაუდო შემადგენლობა (3-4-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია, დვალი; წიტაიშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, ჩაკვეტაძე; დავითაშვილი, ზივზივაძე, ყაზაიშვილი.

სავარაუდო ანგარიში - 2:0

მომზადებულია Sportskeeda-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
აქ ტაქტიკური სვლაა ხვიჩას ბულგარეთს და მაკედონიას უმალავენ რომ უფრო მეტად არ შეისწავლონ სად ვიდეოჩანაწერებიდან და სად ლაივში დაკვირვება არ გამიკვირდება თუ თავისი დამკვირვებლები ეყოლებათ ასე რო. არ უნდა ეს გოიმური გულშემატკივრების ინტერესები აქ ქვეყნის ინტერესები დგას პირველ რიგში.
კახა
00:33 02-06-2022
3
ხვალ გიბრალტარს ვბალელშიკობ. საქართველოს ფედერაციის, სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულები ს გამო ამ მატჩისადმი! ხვიჩას მალე საქართველოში ფეხბურთის თამაშს აუკრძალავენ, ისევ ქართველები. მითუმეტეს ნაპოლის წამყვანი ფეხბურთელი თუ გახდა.
დავით 67
21:22 01-06-2022
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული