"საქართველოს ნაკრები ბრწყინავდა და ბულგარეთი საზარბაზნე ხორცად აქცია" - ჩრდილომაკედონიელები გვიფრთხიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში რაზგრადში ბულგარეთი 5:2 დაამარცხა და 9 ივნისს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ჩრდილომაკედონიური პრესა "ჯვაროსნების" გამარჯვებას გამოეხმაურა.

"სპორტმედია": "საქართველომ ძალის დემონსტრირება მოახდინა: ბულგარეთი ნანგრევებად იქცა. რისი გაკეთებაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვერ შევძელით, საქართველომ გააკეთა.

მატჩის დასაწყისიდან დასასრულამდე ბულგარელები საზარბაზნე ხორცს წარმოადგენდნენ, სტუმრებმა კი აჩვენეს, რომ წელს ჯგუფში პირველი ადგილისთვის გააფთრებით იბრძოლებენ. საქართველო რამდენიმე დღეში დიდი დერბის ჩასატარებლად ჩვენთან ჩამოვა".

"გოლი": "საქართველომ ბულგარეთში "პეტარდიდან" გაისროლა. ამ ნაკრებმა ბულგარეთთან გასვლაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა და შესანიშნავ
ხასიათზე და მომზადებული გვეწვევა.

აღმოსავლელი მეზობელი თავის დონეზე დაბლა აღმოჩნდა და საკუთარი აუდიტორიის წინაშე ფიასკო განიცადა. მწვრთნელ პეტროვის მთელი სისტემა მეორე ტაიმში ჩამოინგრა, როდესაც მეტოქე ბრწყინავდა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვააა ნაკრებსაც რამდენი მტერი ყავს კაცოო.
ტტტ
11:10 06-06-2022
3
რა საზიზღარი შედარება მოიტანე სტატიის ავტორო, "ბულგარეთი საზარბაზნე ხორცად აქცია", მეტი ვერაფერი მოიგონე? ამით შენი "ბაგაჟი" გამოჩნდა!!!
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული