სანიოლი: ფეხბურთელებს უყვართ საკუთარი ქვეყანა - დინამიკა არ უნდა დავკარგოთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ბულგარეთის 5:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გუშინ ვისაუბრეთ სწრაფი ფეხურთის თამაშის შესახებ, თუმცა მატჩის წინ ეს მხოლოდ თეორიული საუბარია. ფეხბურთელებმა 100 პროცენტით გაამართლეს ჩემი იმედები და ამაყი ვარ. თავს პრივილეგირებულ ადამიანად ვთვლი, რადგან ასეთი მოთამაშეები მყავს. მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ფასეულობები. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, თუმცა მოთამაშეებმა იციან, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს დინამიკა არ დავკარგოთ. ანალოგიური პროფესიონალიზმით უნდა მივუდგეთ ჩვენს საქმეს სკოპიეში.

შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები გვქონდა, რაც
ბუნებრივია. 10 დღეში 4 თამაში გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ დინამიკის შესანარჩუნებლად სიახლეები შევიტანოთ გუნდში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ლობჟანიძის ნაცვლად კაკაბაძეს ეთამაშა ფლანგზე, ტაქტიკური ხასიათის იყო. ის უფრო დაცვითი ფეხბურთელია და ვიფიქრე, რომ დღევანდელი მატჩისთვის ეს უკეთესი არჩევანი იქნებოდა. გარდა ამისა, საბამ 90 წუთი ითამაშა გიბრალტართან, საკმაოდ ბევრი სპრინტი ჰქონდა და მისი დასვენება აუცილებელი იყო. რა თქმა უნდა, ის დაგვეხმარება შემდეგ თამაშებში. 29 ფეხბურთელი გვყავს და ჩვენ ვაგებთ და ვიგებთ ერთად. მოთამაშეები ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, ისინი ბედნიერები არიან ერთად ყოფნით, ბრძოლით და ეს გაცილებით იოლს ხდის ჩემს მუშაობას.

ჩემი მიზანი ყოველთვის იყო სწრაფი ფეხბურთის თამაში, ისე, რომ დაცვაში სტაბილურობა არ დაგვეკარგა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამას მივაღწიეთ. თავდაჯერებულები ვართ, დაცვაში კარგად ვთამაშობთ, გვყავს მოთამაშეები, რომლებიც სწრაფად თამაშობენ კონტრშეტევაზე და ამისთვის მათ სივრცე სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ საკუთარ ნახევარზე ვიცავთ თავს და შემტევი ფეხბურთელები ამას სიამოვნებით აკეთებენ, რათა შეიქმნან სივრცე შეტევისთვის.

ჩვენი გულშემატკივრების ხმა მთელი თამაშის განმავლობაში უფრო მეტად ისმოდა. ზოგმა თვითმფრინავით, ზოგმა ავტობუსით, ზოგმაც პირადი ავტომობილით იმგზავრა. ამაყები ვართ ასეთი გულშემატკივრებით და ბედნიერები ვართ, რომ მათი გახარება შევძელით. ვეცდებით, რომ ოთხ დღეშიც ლამაზი საღამო ვაჩუქოთ მათ".

nakrebi.ge

altდიდებულია - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთი გააბითურა - 5:2! [VIDEO]

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ბულგარეთთან თამაშის შემდეგ [PHOTO]

altსაქართველოს ნაკრებმა ბულგარელთა მწვრთნელი შეიწირა - პეტროვი გადადგა

alt"საქართველოს ნაკრები ბრწყინავდა და ბულგარეთი საზარბაზნე ხორცად აქცია" - ჩრდილომაკედონიელები გვიფრთხიან

მკითხველის კომენტარები / 26 /
მთავარი ბედნიერება ის არის რომ ჟურნალისტები და გულშემატკივრები არ არჩევენ შემადგენლობას, მწვრთნელმა უკეთ იცის ლორია ათამაშოს თუ მამარდა და კიდე საბა და კვარაცხელია როდის დაასვენოს
semi
06 ივნისი 2022 15:25
0
ყველაზე მაგარი რაც ვილიმ გააკეთა, უჯანსაღესი კონკურენციაა და მადლობა მას ამისთვის. მგონი კარგზე კარგი გუნდი უნდა გვყავდეს თუ არა გვყავს უკვე
სტალინი
06 ივნისი 2022 14:24
0
მადლობა ვილის ასეთი კონკურენტული სიტუაციის შექმნისთვის და ფეხბურთის თამაშისთვის და ყველაზე მთავარი გუნდი ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად არი მომზადებული ესეც ვილის დამსახურებით ის ხომ ბაიერნის ფეხბურთელი იყო
Soso
06 ივნისი 2022 13:38
0
წინა ფეხბურტელებს არ უყვარდატ საქარტველო სე სირმასო
aron
06 ივნისი 2022 13:24
37
ბულგარეთს ბრაზილიასთან რომ წაეგო, მწვრთნელი ხომ არ გადადგებოდა. მიეჩვიეთ, ბულგარელებო და მაკედონიელებო, რომ საქართველოსთან თქვენი დიდი ანგარიშით დამარცხება არის ნორმალური და მოსალოდნელი შედეგი.
ქ. გ.
06 ივნისი 2022 13:02
0
29 ფეხბურთელი გვყავს,და კიდევ რამდენიმე,რომლებიც ამ სიაში არ არიან,თუმცა თამაშის გაძლიერება,მათაც შეუძლიათ.ეს არის დღევანდელ და ორი წლის წინანდელ საქართველოს ნაკრებს შორის.მაშინ ფეხბურთელები მხოლოდ სიაში იყვნენ და ვიცოდით,რომ ბევრი მათგანის თამაშში შეშვება,არ მოხდებოდა.დღეს კი ამ სიიდან ყოველ მათგანს შეუძლია მოედანზე გასვლა და ამოცანის შესრულება.ნაკრებს სიღრმე მიეცა,რაც თამაშში სტაბილურობის გარანტიას გვაძლევს.ერთი,ან ორი კაცის გამოკლება,გუნდის პარალიზებას ვეღარ მოახდენს.გუშინ ვიღაცა სწერდა,სანიოლი,გვარდიოლა არ არისო....რა თქმა უნდა არ არის.ფაქტობრივად ახალბედა მწვრთნელია,რომლისთვისაც საქართველოს ნაკრები,პირველი გუნდია,მთავარი მწვრთნელის რანგში.გუნდი ისეთი სისწრაფით იზრდება,კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ,ალბათ რიგი დაუდგება დიდი კლუბებისაგან.ღმერთმა ქნას,ზრდა გაგრძელდეს და ვინ ოხერს ეწყინება,მისი წარმატებები.ან იქნებ ჩვენც შევძლოთ მისი დატოვება.დრო გვიჩვენებს ყველაფერს.დღეს კი,უბრალოდ მადლობას ვეუბნები,გუნდის გუნდად ქცევის გამო.
სოსო
06 ივნისი 2022 12:26
0
სანიოლ დიდი სტრატეგი ყოფილხარ ბრძოლას ყოველთვის ტაქტიკა იგებს. ჯგუფიდან გავალთ მჯერა და იმის იქეთაც იმიტო რომ აზროვნებენ შტაბში და რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ნაკრებია ძველთან შედარებით. პს. აზაროვს ამდენი ხანი როგორ აჩერებენ ბათუმში მიივირს თვალები გაახილეთ გრანდებო
რაბუ
06 ივნისი 2022 12:18
1
გილოცავ საქართველო!
მართლა აღარ მახსოვს ასეთი ემოციები ბოლოს როდის მქონდა, არაადამიანურად ვღრიალებდი სიხარულისგან. მადლობა ვილი!!!
ქომაგი
06 ივნისი 2022 11:54
0
დიდი ვილი
თენგო
06 ივნისი 2022 11:35
0
,,29 ფეხბურთელი გვყავს და ჩვენ ვაგებთ და ვიგებთ ერთად,,.
თქვენს უკან ბევრნი ვდგევართ და ჩვენც იგივეს ვამბობთ!
მადლობა ვილი.
100%
06 ივნისი 2022 11:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული