"ამდენი კარგი თამაშის შემდეგ დროა, პრემიერს პირობა ჩამოვართვათ, რომ..." - შოთა არველაძე

AutoSharing Option
"ჰალის" ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ამდენი კარგი თამაშის, გოლების და სიხარულის შემდეგ ყველაზე კარგი დროა, პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ახალი სტადიონის აშენების პირობა ჩამოვართვათ", - წერს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში გიბრალტარი 4:0 გაანადგურა, რაზგრადში კი არანაკლებ დღეში ბულგარეთის ნაკლები ჩააგდო, რომელსაც 5:2 მოუგო.

ჩვენი ეროვნული გუნდი 9 ივნისს გასვლაზე მაკედონიას ეთამაშება, 12-ში კი ბულგარეთს დაუხვდება.
მკითხველის კომენტარები / 49 /
ნამდვილად იმსახურებს ქუთაისი ბათუმის და თბილისის დინამოს როგორი კარგი სტადიონებიც აქვთ იმ დონის სტადიონი ქონდეთ . ჯიგარი ხარ შოთი
ტოტტი
07 ივნისი 2022 10:22
0
მადლობა დიდო პრემიერო სტადიონებისთვის, ქარხანა-ფაბრიკებისა და მართლმადიდებლობისთვის!!!!
ფოფოდია
07 ივნისი 2022 17:56
11
პრემიერის პირობა))) მაგის სიტყვას იმხელა ფასი აქვს რომ..
გიორგი
07 ივნისი 2022 14:59
12
კარგ სტადიონს რა სჯობს, აგერ ბათუმი ხომ მაგალითია, თან იქ ქვებს არ ისვრიან ტრიბუნაზე სხვა ქალაქიდან ჩასულ ქომქგებს, იმიტომ რომ სათანადო კულტურა აქვთ.
ქომაგი
07 ივნისი 2022 12:07
5
თან რა ძალიან ჭირდება ქუთაისს ერთი კარგი სტადიონი, მაგრად ტეხავს რაა
დათო
07 ივნისი 2022 11:51
0
ზუგდიდის სტადიონი აშენებამდე ჩამოლპა არავინაა მომკითხავი
Mose
07 ივნისი 2022 19:54
1
და რა გამოდის, ეს თამაშები რომ ვერ მოგვეგო, ქუთაისს ისე არ ეკუთვნოდა ახალი სტადიონი? მაშინ აღარ სთხოვდი აშენებას?
ბონდო
07 ივნისი 2022 16:16
5
შენ ვისგან რა პირობა უნდა აიღო? შენ,შენმა ძმამ და ნაკრებში ვისთანაც იყავი შეკრული ყიდეთ თამაშები თავის დროზე! არ გეგონოს გულშემატკივრებში რამე ავტორიტეტს წარმოადგენ! ნაკრებში ბოლო თამაში არ დაგავიწყდეს,ბოთლების სროლით დამთავრდა ის თამაში! ჰიმნის არ მღეროდით გიტყდებოდათ! ვერც ერთი ვერ შეედრებით დღევანდელ გულიან ბიჭებს! ერთადერთი ქეცბაია იყო ვინც ჯიგარს დებდა თამაშში და აგერ დღესაც არ დაუკარგავს ჯიგარი!
ვენდი
07 ივნისი 2022 17:54
19
ყოჩაღ შოთი, მაგრა ევროპულად აზროვნებ რააა! მუხლის ჩოქებზე დავუდგეთ და ისე ვთხოვოთ თუ.......
ლუი საზანგეთიდან
07 ივნისი 2022 15:42
10
შენღა აკლდი პიარის გაკეთებაში შოთიკო. თან თემაც როგორი ტონკი შეგირჩევიათ, ვერავინ მოგედავება. აბა ომი გინდათ ვეღარ ჭრის?))))
ფირუზა
07 ივნისი 2022 15:55
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული