საუკეთესო სანიოლი - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
ბულგარეთი-საქართველოს (2:5) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

Sportall.Ge

გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, რითაც გოლისგან გვიხსნა და ხიფათს კარიდან გამოსვლითა და მეტოქისთვის ფეხებში ჩავარდნითაც აგვარიდა. გაშვებულ გოლებში გიორგის ბრალეულობა არ ყოფილა.

მთავარი პრობლემა, რაც "ანორთოსისის" კიპერს ჰქონდა, თამაშში ბურთი ხშირად არაზუსტად შეჰყავდა.

საბა კვირკველია (6.5) - გამოცდილმა მცველმა თამაში ენერგიულად დაიწყო - მასპინძლებს შორის ყველაზე სახიფათოდ მიჩნეულ დესპოდოვს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, მაღალი კლასის დემონსტრირებას ავლენდა და მოწინააღმდეგეს ფლანგი შეაცვლევინა.

ამის
შემდეგ საბამ ორი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, ერთგან გოლი გავუშვით, მეორედ კი  ლორიამ გადაგვარჩინა.

გურამ კაშია (6.5) - კაპიტანს, რომლის გარეშეც საქართველოს ნაკრების დაცვის წარმოდგენა რთულია, კარგი მატჩი არ გამოუვიდა. ცენტრალური მცველები შეცდომებს უშვებდნენ, განსაკუთრებით, საჰაერო ორთაბრძოლებისას და ორივე გოლი ასე გავუშვით.

დავით ხოჭოლავა (7.0) - ცენტრალურ მცველებს შორის "კოპენჰაგენის" ფეხბურთელს ყველაზე ნაკლები შეცდომა ჰქონდა. ერთხელ საკუთარ კართან ბურთი დაკარგა და  ხიფათი შეიქმნა. მეორე გოლის დროს, ასხლეტილი ბურთისას, გუნდის გადარჩენა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ოთარ კაკაბაძე (7.0) - ოთარი მისთვის უფრო ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა. ვილი სანიოლის გუნდი, ძირითადად, კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა. კაკაბაძე თანაგუნდელებთან შეტევაში კარგად კომბინირებდა, მისი ფლანგიდან კი დაცვაში ნაკლები პრობლემა შეიქმნა.

ნიკა კვეკვესკირი (7.0) - ნიკა ბევრს მუშაობდა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ოპერაციებში. როცა მეტოქე პრესინგს აძლიერებდა, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას უჭირდა. კვეკვესკირს "ჯვაროსნებში" სადებიუტო გოლის გატანა შეეძლო, თუმცა პენალტი ძელს მოარტყა.

Sportall.Ge

გიორგი აბურჯანია (8.0) - "აბუს" კარგი სანაკრებო მატჩები აქვს. ბულგარეთში მან ნახევარდაცვაში ბევრი საქმე გასწია, ამავდროულად კი, ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს იდეალურად იყენებდა. გიორგი დასარტყმელ პოზიციაზე რამდენჯერმე აღმოჩნდა, თუმცა ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ბუდუ ზივზივაძე მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა.

ირაკლი აზაროვი (8.5) - ბათუმის "დინამოს" ფლანგელმა მონაწილეობა თითქმის ყველა საგოლე კომბინაციაში მიიღო, მისი გოლი კი, საბოლოოდ, ავტოგოლად გაფორმდა.

შეტევაში თამაში მართლაც ბრწყინვალე იყო, თუმცა ირაკლის დაცვით ფუნქციებში შეცდომები ჰქონდა - ბურთიც დაკარგა და მეტოქეს პირველი გოლისას ჩაწოდების საშუალება მისცა.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (8.5) - დავითაშვილის თამაში აღფრთოვანებას იწვევს. ჯერ კვარაცხელიას ბრწყინვალე პასი ოსტატურად გამოიყენა, შემდეგ კი, მთელი თამაშის განმავლობაში, უამრავი სამუშაო შეასრულა როგორც შეტევის გამწვავების, ასევე მეტოქისთვის ხელის შეშლის კუთხით. ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელს ახლა რამდენიმე გუნდი აკვირდება და მისი ასეთი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ.

ხვიჩა კვარაცხელია (9.0) - "კვარამ" კიდევ ერთი თამაშის ბედი გადაწყვიტა - პირველი ორი გოლი მისი დიდი ძალისხმევით გავიდა, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თავადვე გაიტანა და ბულგარელთა იმედები დაასამარა. ერთ ეპიზოდში საკუთარ საჯარიმოსთან მეტოქეს ბურთი მშვენივრად აართვა და შეტევა თავად წამოიწყო.

ბუდუ ზივზივაძე (8.5) - საქართველოს ნაკრებს ასეთი ცივსისხლიანი ფორვარდი საკმაოდ დიდი ხანია, რაც არ ჰყოლია. როცა მეტოქემ ანგარიში შეგვიმცირა, ბუდუს მესამე გოლი უმნიშვნელოვანესი იყო. იმ ეპიზოდშიც, როცა თამაშგარე დაფიქსირდა, ზივზივაძემ მეტოქის კარი მშვენიერ სტილში აიღო.

გიორგი მიქაუტაძე (7.5) - თუკი წინა მატჩში, გარკვეულ ეპიზოდებში, გიორგის ზედმეტი ინდივიდუალიზმი დავუწუნეთ, ახლა მან ბრწყინვალედ იმოქმედა და ყაზაიშვილს გაატანინა. "ჟორჟი" ძალიან აქტიური და მონდომებული იყო.

ვაკო ყაზაიშვილი (7.5) - უკვე მეორე შეხვედრაა, ყაზაიშვილი მოედანზე შემოდის, აქტიურობს, საჭირო ადგილას ჩნდება და ერთი მოძრაობით მეტოქის კარს იღებს. როგორც ჩანს, ის სანიოლს კვარაცხელიას მშვენიერ შემცვლელად წარმოუდგენია - ხვიჩას, დაახლოებით, ერთი საათი ეძლევა, დანარჩენი ნახევარი კი - ვაკოს, რასაც ის მშვენივრად იყენებს.

ლადო მამუჩაშვილი (6.5) - ბათუმის "დინამოელი" შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოედნიდან გასული ოთარ კაკაბაძის პოზიცია დაიკავა. სწორედ მამუჩაშვილის ჩაწოდებას მოჰყვა მეორე პენალტი ბულგარელთა კარში.

ვაკო გვილია (6.5) - სანიოლს ყველა შეცვლა გამოუვიდა, თამაშიდან არცერთი ახალი ფეხბურთელი არ ამოვარდნილა. გვილიამ მინდვრის ცენტრში ახალი ენერგია შეიტანა.

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილი - შეფასებისთვის ცოტა დრო მიეცა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, ბურთთან ურთიერთობა რა კარგად გამოსდის. ჩრდ. მაკედონიაში სასტარტოში ველით.

ვილი სანიოლი (10) - პირველად ჩვენი შეფასებების ისტორიაში, ვილი სანიოლმა მაქსიმალური ქულა დაიმსახურა.

მწვრთნელის შეფასება ჯერ შემადგენლობის შერჩევით იწყება. ვილიმ გარისკა და წინა შეხვედრის გმირი საბა ლობჟანიძე სასტარტოში არ გაამწესა. როტაციამ გაამართლა - საქართველოს ნაკრებს პრობლემა არ ჰქონია.

მეტოქე მაქსიმალურად შესწავლილი იყო და ფრანგმა დამრიგებელმა ბულგარელი ვიზავი პირწმინდად დაჯაბნა. სანიოლმა სექტემბრის ცუდი თამაშებიდან (მათ შორის, ბულგარეთში) ბევრი ისწავლა და ჩვენი გუნდის თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებსა თუ ხასიათს კარგად იცნობს.

ცვლილებები - კიდევ ერთი ინდიკატორი, სადაც სანიოლის ყველა გადაწყვეტილებამ გააამართლა. განსაკუთრებით ეს მიქაუტაძე-ყაზაიშვილის შემოსვლას ეხება.

ძალიან მოგვწონს ის ურთიერთობებიც, რასაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ვხედავთ. იმედია, ჩრდ. მაკედონიაშიც ასევე გაგრძელდება.

altკომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს...

alt"ასეთი რამე ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მომხდარა..." - მერაბ მეტრეველი ნაკრებს "ფეისბუქპოსტს" უძღვნის

მკითხველის კომენტარები / 23 /
სანიოლი უდავოდ შესანიშნავი მწრთვნელია, მაგრამ გული მიგრძნობს რომ ჩვენი გუნდი მასაც ისე მწარედ გააოცებს როგორც ჩვენებს ჩვევიათ ხოლმე. ღმერთმა ქნას და არ ვიყო მართალი, მაგრამ არასტაბილურობა არის ის ავადმყოფობა რაც ჩვენს ნაკრებს ახასიათებს უკვე მრავალი წერლის , თორე ამაზე მაგარ გუნდებთან საამაყო მატჩების შემდეგ ბევრჯერ გვინახავს ის რაც გვინახავს. ასე რომ ……. ვნახოთ.
zaza
08 ივნისი 2022 00:16
5
რა წაიᲦეᲗ ტვინი ქება დიდებიᲗ...ბულგარეᲗი Ჩვენზე სუსტი აᲦმოᲩნდა და მოვიგეᲗ..კიდო ორჯერ პრესინგის დროს ბურᲗი ვერ გამოვიტანეᲗ და ორი გოლი მივიᲦეᲗ....
ნაᲗქვამია.... ᲫაᲦლი ქებაᲨი წახდაო....
ზომიერად ყველაფერი ᲨეიᲫლება....დაკვირვებული ვარ როცა კარგად იᲗამაᲨებენ და საქებარი ტექსტები იწერება ჯადოსავიᲗ ედებაᲗ Შემდეგ ᲗამაᲨზე და Ძაან მეᲨინია ამის...გამოცდილება დიდია...
მოქალაქე
07 ივნისი 2022 21:26
11
ეს კვირკველია ვინ ჩაუკვეხა?
ავთო
07 ივნისი 2022 21:14
1
ნაკრებს ეღირსა კარგი მწვრთნელი
შოკირებული გულშემატკივარი
07 ივნისი 2022 19:42
0
მგონი აბუ შედის ფორმაში და ეს ძალიან კარგია,მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია,თავის დროზე სევილიამ მასში 1.8 მილიონი ლიმონი გადაიხადა! მან თუ ბოლომდე აკრიფა ფორმა ნახევადაცვის ცენტრში პრობლემა არ გვექნება! ისე ფაქტი ჯიუტია, რაც კანკავა წავიდა ნაკრებიდან გუნდი არ დამარცხებულა! არადა რას იმრძოდა ჯაბა?
კახა
07 ივნისი 2022 15:54
4
ლიმონი არა ფორთოხალი :))
xxx
07 ივნისი 2022 18:14
5
ის, რომ ნაკრებს არ ქონდა კარგი შედეგები კანკავას ბრალი ნამდვილად არ ყოფილა, ზოგადად კი ჯაბა რა თქმა უნდა ვერ თამაშობდა შემოქმედებით ფეხბურთს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მაგრამ მოედანზე მისი ყოფნა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
გუგა
07 ივნისი 2022 17:47
0
საქართველოს ნაკრების მწვრთნელების ისტორიაში უკვე შეიძლება ითქვას,რომ სანიოლი საუკეთესოა! ბიჭებს ეს ხასიათზეც კი ეტყობათ! ვილი ალლე! ალლე! ალლე!
ზურა
07 ივნისი 2022 15:28
2
უდავოდ შესანიშნავი მწვრთნელია! მაგრამ შეგახსენებთ: კახა ცხადაძის საქართველოს ნაკრებმა ორი შესანიშნავი თამაში ჩაატარა მიყოლებით (რამდენადაც მახსოვს) - შოტლანდიასთან აქ და გერმანიასთან იქ. სამწუხაროდ გუნდიდან გაუშვეს და ვაისით ჩაანაცვლეს, რომელზეც მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი - ძალიან საშუალო კლასის მწვრთნელი იყო. გავიმეორებ: ძალიან მომწონს სანიოლი, როგორც პროფესიონალი, როგორც სელექციონერი და როგორც ადამიანიც. სულით და გულით ვუსურვებ თქვენს მიერ გაცემული ავანსი (სანიოლი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში) ბოლომდე გაემართლებინოს!
დავით
07 ივნისი 2022 16:22
1
დღევანდელ ნაკრებში განსაკუთრებული სიტუაცია არის, ჯერ ერთი ფეხების გაფრთხილება და ძალით რომ ჩამოდიოდნენ ნაკრებში ეგეთი სიტუაცია აღარ არის, მეორეც ვარსკვლავური სენით რომ იჭიმებოდნენ ეგეთი ფეხბურთელების არავინ არის, ყველა ვინც გადის მოედანზე იბრძვის და თამაშობს, რეალურად დაცვის ხაზია შედარებით სუსტი რგოლი, ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. კაშია მაგრად არიგებს ფეხბურთელებს და როგორც გაბელია იტყოდა ბიჭები ტონუსში ჰყავს. რაც მთავარია ნაკრებს ჰყავს მწვრთნელი რომელმაც შეკრა გუნდი და სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ამ კვარაზე რა ვთქვა აღარ ვიცი რა მაგრად თამაშობს და ესე შთამბეჭდავად საქართველოს ნაკრებში არცერთი ფეხბურთელი არ მახსენება რომ ეთამაშა და თან ესე სტაბლურად.
zaza
07 ივნისი 2022 14:11
1
სანიოლის 10 და ხოზანას 9 ფრანგულ ენაში.. ამან კიდევ, რაღა ეხლა მიიღო ტრამვა, ეგ რომ არა, ერთ ერთი გამორჩეული იქნებოდა,
ჯერ ვერ დავადგინე, მარა შინაურები ამბობენ ფეხისგულზე ბოჭკა დაეცაო, არადა ქვილითაიას დაკარგვა იქნებოდა ეხლაა?
კ ო მ ბ ლ ე
07 ივნისი 2022 14:10
15
ისეთი აზრი მიჩდება, ჩვენ კი არა სანიოლმაც არ იცოდა ასეთი მწვრთნელი რომ იყო. მას ხომ გამოცდილებაც კი არა აქვს სათანადო. რაც დრო გადის ისიც იზრდება და უმატებს. ყველაზე ძალიან მის უშიშრობა მომწონს, კურდღლის(ვაისი) შემდეგ მართლა დიდი გარადატეხა შემოიტანა ნაკრების მენტალობაში. ბრავო ვილი. ბიჭები კიდევ მოუმატებენ, პოტენციალი საკმაოა. უბრალოდ დავფიქრდეთ 5-6 ფეხბურთელი 21 წლამდელეშიც შეიძლება ვიხილოთ ახლა ევროპაზე. უკვე ისეთი პატარა სკამიც აღარ გვაქვს და ეს ვილის დამსახურებაა. ისევ ისე თუ ჩააცივდები დვალიშვილს აღარ გეყოლება ზივზივაძე ან მიქაუტაძე, ვოლკოვი.
G.LA
07 ივნისი 2022 14:03
0
ეხლა სხვა დროა არ გვყავს გაპეტიშებული ფეხბურთელები... მილანი შალკე აიაქსები და ამბები.. ყველა ახალგაზრდაა და დატანჯულები არიან წინა თაობის ნაცოდვილარი ფეხბურთის ყურებით. მჯერა ეს თაობა იტყვის თავის სათქმელს... დვალი არვიცი რა ფორმაშია მაგრამ კვერკველიამ ბევრი შეცდომა დაუშვა ან კაკაბაძემ ან დვალმა უნდა შეცვალოს მაკედონიასთან. ვნახოთ აბა მაკედონიას როგორ შეებმებიან წესით თავი უნდა შეაკლან და იმ მარცხისთვის მცირე რევანში უნდა აიღონ!!!!
რონი
07 ივნისი 2022 12:43
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული