Geo Team: მაკედონიასთან კარს მამარდაშვილი დაიცავს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

მოგეხსენებათ, მეკარის პოზიციაზე ჩვენი ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია არის. ცვლილება პრინციპულ მეტოქესთან მცირედ დაზიანებას თუ უბრალოდ შანსს გულისხმობს, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

შეგახსენებთ, მაკედონიისა და საქართველოს მატჩი დღეს, 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
წარმატებები ყველა პოზიციაზე კონკურენცია რთული თამაში იქნება თუ მოვიგეთ გასულები ვართ
beqa
09 ივნისი 2022 15:49
0
ჰე, ეცით ახლა, რა ჯეო თიმი რის ჯეო თიმი, რამე ნორმალური წყარო მოიშველიეთო. წინა მატჩის წინ წიტაიშვილზე ინფორმაციისასაც მოიშველიეს ჯეო თიმი და ზოგიერთი "პროფესორი" უკმაყოფილო დარჩა. საქართველოს ნაკრებს გამარჯვება !!!
დინამოელი
09 ივნისი 2022 16:02
2
aba ra midi mamarda ubere, sakartvelos nakrebis momavali xar da vin icis kidev romel grandshi amokop tavs, carmatebebiiii.
BARSA
09 ივნისი 2022 16:16
0
შეცდომას უშვებს სანიოლი. იმედია ვცდები.
123
09 ივნისი 2022 16:35
35
შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს ეს წინასწარ არავინ იცის, რა ლორიას შეცდომები არ მოსვლია? ერთი მახსოვს ლატვიელებმა ლამის ცენტრიდან გაუტანეს ჯარიმა.
ტტტ
09 ივნისი 2022 19:37
2
დღეს თუ მამარდა კარში დადგება მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენი ქვეყნის ნაკრების მომავალი ხარ და დღეს უნდა დაამტკიცო რომ ესპანეთში ტყუილად არ თამაშობ ძირითადში. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
09 ივნისი 2022 17:07
0
ნეტა მართალი იყოს.მამარდა პირველი პასით შეტევის დაწყებაში ბევრად ჯობს ლორიას.ავარჯიშეს ესპანელებმა.დააკვირდით,შეადარეთ ლორიას ბულგარეთთან და თვითონ დარწმუნდებით.წარმატებები ბიჭებს!!!
ნუკრი
09 ივნისი 2022 17:27
1
ეს სანიოლმა რომ გაიგოს, გაბრაზდება და "GeoTeam"-ი აკრედიტაციას დაკარგავს სამუდამოდ.
ქ. გ.
09 ივნისი 2022 16:34
3
არა არა და არა. ვაფასებ და პატივს ვცემ ამ ბიჭს მაგრამ ლორია ძალიან სტაბილურია და უმაღლეს დონეზე თამაშობს ნაკრებში. შეცდომას უშვებს სანიოლი და დღეს ეს გამოჩნდება.
ქართველი
09 ივნისი 2022 16:29
26
ფეხით თამაშში 0-ია ლორია და მომენტებში ისეთ შეცდომებს უშვებს თვითონაც შტერდება
Rezz
09 ივნისი 2022 19:29
1
რა შეცდომას უშვებს.3 ჯერ დაურტყეს და 2 კი გაუშვა ..რთული ბურთები იყო მაგრამ მამარდა ერთს მაინც გამოაძრობდა
გელა
09 ივნისი 2022 19:18
1
მიუხედავად იმისა, რომ ლორია გამოცდილების გარდა ჯერჯერობით კლასითაც სჯობს მამარდაშვილის, ამ უკანასკნელს ისეთი უპირატესობა აქვს ვეტერანთან შედარებით, რომელზეც, რატომღაც არ საუბრობენ და რომელსაც ლორია სამწუხაროდ ვეღარ ისწავლის და ვეღარც დახვეწს, - ფეხით თამაშს ვგულისხმობ, ლორიას პრესინგის დროს მოგერიებული ან გნებავთ, უბრალოდ კარიდან დარტყმული, ფაქტიურად მეტოქის ნადავლი ხდება, მაშინ, როცა მამარდა ყოველთვის უკეთეს ვარიანტს ეძებს და უმრავლეს შემთხვევაში ახერხებს კიდეც, როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში... როდის და რომელ მეტოქესთან რა სჯობს, ერთის კლასი და გამოცდილება თუ მეორის დაცვიდან ბურთის სწრაფად და აზრიანად ამიტანა, ამას დრო და დარჩენილი თამაშები გამოაჩენს...
ვოოტ
09 ივნისი 2022 17:00
1
თუ ლორიას ტრავმა არ აქვს, არ მგონია რომ შეცვალოს და არც მიმაჩნია ამ დროს საჭიროდ მეკარის შეცვლა. თუმცა ყველამ ვიცით მამარდა რა მაგარია და არავის ცუდი არ გვინდა, უბრალოდ დღეს ლორიას კარში დგომა მიმაჩნია უფრო სასარგებლოდ.
ზურა
09 ივნისი 2022 20:02
2
მამარდაშვილს ლორიაზე უკეთესი რეაქცია აქვს და ბულგარეთთან მისი რეაქციით ერთი ბურთის აღება მაინც შეიძლებოდა, იმ ორიდან გოლი რომ გაგვიტანეს!
ქომაგი
09 ივნისი 2022 20:26
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული