რიჩარდ კოკერილის "შავმა ლომმა" მის ყოფილ გუნდ "ლესტერ თაიგერსს" "მატიოლი ვუდს უელფორდ როუდზე" ორი ლელო გაუტანა, მაგრამ თავად სამი გაუშვა და ამხანაგური შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 21:13.

ინგლისურ ტურნეზე ეს ჩვენი გუნდის მეორე და ბოლო ამხანაგური თამაში იყო. შეხვედრა წვიმის ფონზე წარიმართა, რამაც მის მსვლელობას თავისი დაღი დაასვა. პირველ ტაიმში ბურთს უმეტესად მასპინძლები აკონტროლებდნენ. შესვენების შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ანგარიში მე-7 წუთზე "შავი ლომის" საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძემ ლელოთი გახსნა. რთული პოზიციიდან გარდასახვა ძელმა აისხლიტა. ამის შემდეგ ბურთს მასპინძლები დაეუფლნენ, საპასუხო ლელო გაიტანეს და გარდასახვით დაწინაურდნენ. ლუკა მატკავას სტუმრების წინ გაყვანა 40 მეტრიდან ჯარიმით შეეძლო, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, "თაიგერსმა" კი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გარდასახული ლელო გაიტანა – 14:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში მატკავამ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა. "შავი ლომი" ინიციატივას დაეუფლა და მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარა, ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, მაგრამ მოლში მეტოქის დაცვა კარგად გაისარჯა. დასკვნით მეოთხედში მოლი უკვე მასპინძლებმა ააგორეს, რომლის შეჩერება პირველ ეტაპზე მოხერხდა, თუმცა მან ღერძი იცვალა და ინგლისელებმა უპირატესობა გაზარდეს. მახვილი კუთხიდან გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო.

დარჩენილმა დრომ სტუმრების იერიშში ჩაიარა. "ლესტერმა" სახიფათო შეტევის მოგერიება შეძლო, თუმცა "შავმა ლომმა" შერკინებაში ბურთი დაიბრუნა და თენგიზ პერანიძემ ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 21:13 ინგლისელთა სასარგებლოდ.

ამხანაგური მატჩი. ლესტერი. "მატიოლი ვუდს უელფორდ როუდი"

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) – შავი ლომი (საქართველო) 21:13 (14:5)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი;

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

2 ლელო: ტაბუცაძე, პერანიძე

1 ჯარიმა: მატკავა

Rugby.ge

ჟორა
მაგრები ხართ. მალე მაგათი დასაგლეჯი კბილებიც ამოგივათ და მერე ვნახავ მაგათ გაწეწვას
რეზო
სამწუხაროდ ახალგაზრდული გუნდი იყო თითქმის მთლიანად. ვფიქრობ, მაინც არა უშავს, თუმცა უცხოურ პრესაში, ჩემდა გასავირად ამ სედეგს ჩვენთვის "საშინელი" უწოდეს. ალბათ იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უფრო სერიოზულად აღგვიქვამდნენ და მეტს ელოდებიან ჩვენგან. შარშან თელავივმა სარაცენსის აალოგიური შემადგენლობა დაამარცხა. კარგი იქნებოდა ეჩვენებინათ თუნდაც ჩანაწერი. ძალინა მაინტერესებს მატჩის ნიუანსები და თითოეული მოთამაშის შესრულება
გიორგი 50
ყოჩაღ ბიჭებო, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, მათსავე მინდორზე, ბოლომდე თამაშში იყვნენ და ბრძოლაში... ყველას, გფარავდეთ უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის მადლი...
555-ს
სად გავიცინოთ?
პასუხად
ეეეეეეეეჰეეეეეეეე ფრეეეე მიჰაააა
ბრაზი
არ გასკდე ბოღმით!
555
წაგება კოკერილის ბრალია.ტყემალაძე,რომ შეეშვა მოედანზე ბიძინას თეზისებით გამარჯვება ჯიბეში გვქონდა.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | კოკერილის დებიუტი მშობლიურ "ლესტერ თაიგერსთან" შედგება
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"