„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.
სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)
ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)
რამდენი ვინერვიულე, სანამ არ დამთავრდა კიდე არ მჯეროდა. მეგონა დაგვიქამბექებდნენ. რა ბედნიერებაა ასე მოგება, უშანსოდ, მშრალად.
ხვიჩას გოლი იყო სასწაული.
ვინც ამ ბიჭზე ამბობდა ნაკრებში ჩამოსვლა არ უნდაო, ან ომის დაწყებისას სრულიად უაზრობებს უწერდა და გულს ტკენდა, იმ ხალხის მაგივრად მცხვენია.
არასოდეს ვინანებ სულ მარტო რომ ვიცავდი და მეც მიმაყოლეს ბევრჯერ.
ამისთანა ადამიანებს ხელისგულზე უნდა ატარებდეს მთელი ერი.
წარმოიდგინეთ იმ თამაშზე რომ გვყოლოდა, 100% ით გასული ვიყავით. მაშინ 19 წლის იყო და მაინც უდიდესი ძალა იყო გუნდისთვის.
ხალხო სიზმარი მგონია, მართლა ზედიზედ მოვიგეთ, თან გასვლები.
ის ხალხი სადაა, გიბრალტართან მოგების მერე რომ ღლიცინებდნენ.
რამდენი ელოდებოდა და ელოება როდის დაუცდებათ ფეხი.
არ მინდა ახლა ასეთ ხალხზე ვიფიქრო.
ამ გვერდზე სულ კაი ხალხი აკომენტარებს.
ხოდა გილოცავთ ყველას!!