გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ბრავო და ბრავო!! დღეს გავიხაროთ და ვიზეიმოთ. ხვალიდან დავივიწყოთ ეს თამაში და ცივ გონებაზე მოვემზადოთ ბულგარეთთან თამაშისთვის. 12 ში ყველა დინამოზე უნდა გადავჭედოთ სტადიონი. ცოტა ადრე მოდით და ჰიმნი იმღერეთ ჰიმნიი, ნუ გერიდებათ
ქართველი
10 ივნისი 2022 00:59
0
ყოჩაღ ბიჭენს ბრავო სანიოლს ! იტალიის და გერმანიის მომგები მაკედონია გავანადგურეთ სტუმრაად და იმ წაგებაზეც ვიძიეთ შური ! სანიოლი რომ დაბიშნეს მეც ვამბობდი რა სანიოლი საერთოდ ვინაა მეთქი ! ძალიან მაგარი მწვრთნელი გამოდგა და სამწუხაროდ ალბათ მალე წაგვართმევენ ბობოლები((( დამავიწყდა რა ხნით აქვს ჩვენ ფედერაციას მაგასთან კონტაქტი ? კი ბატონო გვყავს ხვიჩა ზურიკო კაშია კიტე ლობჟანიძე და სხვა ძალიან მაგჰრები მაგრამ მწვრთნელი თუ არ ყავს გუნდს სუპერვარსკვლავებიც ვერ ითამაშებენ ! თავის დროზე დინამოშიც იყბნენ ყიფიანი გუცაევი მააიძე ჩივაძე... მაგრამ ვერ თამაშობდნენ მაგრამ მპოვიდა ახალკაცი დააა !! (ალბათ მაშინაც ამბობდნენ--ვინაა ეს ახალკაცი რა უნდა გააკეთოსო D) ასე თუ გავაგრძელეთ 2-3 წელში უკვე ტოპ ნაკრები გვეყოლება და ევროპაზეც გავალთ და მსოფლიოზეც და იქაც არ ვიქნებით უბრალო მაყურებლის როლში !
zura222
10 ივნისი 2022 00:59
0
გილოცავთ ხლხო, გილოცავთ! ამას რას მოვესწარით. ყოჩაღ ვილი, რამდენი იმუშავა ამ კაცმა და იმდენი კარგი ფეხბურთელები შეკრიბა, ორი გუნდის დაყენება შეუძლია, თითქმის თანაბარის. არადა რა ამბავი ატყდა, ჯერ ჩამოსულიც კი არ იყო, რომ შეურაცყმფობელი კომენტარები იდებოდა. არა და ცოდნია კაცს საქმე. მადლობა დიდი ვილი!!!
ლევანი
10 ივნისი 2022 00:59
0
ძველი კვირკველია დაგვიბრუნდა განახლებული ვერსიით. აი რამდენს ნიშნავს ფეხბურთელისთვის ნდობის გამოცხადება
David
10 ივნისი 2022 00:59
0
ყველაფერი იდეალურად ზღაპარივით მოხდა.
რაბუ
10 ივნისი 2022 00:57
0
მადლობა მწვრთნელთა შტაბს!!! მადლობა ბიჭებს!!! მწვრთნელები პირველი იმიტომ დავწერე რომ პირველად აქ შემთხვევა შეკრებაზე არავინ რო არ დაგვემტვრა!!! მეორე ისაა რომ გუნდი ძალიან მეგობრულია ეტყობა დამლაგებლიდან დაწყებული ყველაფერი გამართული აქვთ. მადლობა ყველაფრისთვის.
ბოკინიო
10 ივნისი 2022 00:57
0
ყოჩაღ და დიდება ბიჭებს, ყოჩაღ სანიოლს, ამას ჰქვია გუნდური თამაში, ასე თუ გააგრძელეს, აუცილებლად გავალთ ევროპაზე
Nukri
10 ივნისი 2022 00:57
0
გილოცავთ ყველას!!!! მთავარია ტემპი არ დავაგდოთ და პალასაზე ვიჯდეთ!!! მე უფრო მომავალზე და თაობების ცვლაზე ვფიქრობ
ჰაი ჟივე
10 ივნისი 2022 00:56
0
ტოჩნი დიმიტრიევსკი.დდდდდ
ტტტ
10 ივნისი 2022 00:55
0
წინ საქართველო
ისიდორე
10 ივნისი 2022 00:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული