გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ფეხბურთი აიკრძალოსო საქართველოში რომ იძახდით, სად ხართ ეხლა?! ბრავო ბიჭები, ბრავო სანიოლ, კვარა მეფე ხარ სკანი ჭირიმა!
ირაკლი
10 ივნისი 2022 00:52
2
გილოცავთ მაგრები ხართ
თენგო
10 ივნისი 2022 00:51
0
ბიჭო ბიძინას ფული როა ფეხბურთში და ეგ რო ქვშველის ეგეც ახსენეთ. რატო არ ამბობთ როგორ ეხმარება ქართულ რეგბს
Vaxo
10 ივნისი 2022 00:51
112
ბიძინას მადლი გფარავდეს ხომ არ დაისიცხე? :)
vaxos
10 ივნისი 2022 07:33
0
რა შუაშია ახლა ეგ, გინდა კარგი გაგებით გინდა ცუდით?
ეეე
10 ივნისი 2022 01:10
1
ყველა გამოხმაურება
ვიფიქრე თამაშს 15/20 წუთი ვუყურებთქო და ბიჭემბა ისეთი მოტივაციით და ჯიგრიანად დაიწყეს თამაში, რომ 93 წუთი მაყურებინეს. ყველას გილოცავთ, ასე გააგრძელეთ.
123
10 ივნისი 2022 00:51
32
ბულგარული შეიჭამა, დასაჩრდილი დაიჩრდილა...
იიფ
10 ივნისი 2022 00:50
1
ზდაროვა ბიჭებს ტუფლები გვიჭერს
Zoro
10 ივნისი 2022 00:49
6
ბრავოოოოოოოოოო!!!! გენაცვალეთ! მაკედონიის მეკარეს მოკითხვა}}}}
ჯონი
10 ივნისი 2022 00:48
0
ხო ვიძახდი გადაგივლით მეთქი. Მადლობა ვილის და ბიჭებს Ღმერთო რამხელა სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭეთ ასმაგად ათასმაგად მილიონმაგად დაგიბრუნდეთ უკან ამ სიხარულისთვის.
ლაშა
10 ივნისი 2022 00:48
0
გენაცვალეთ ბიჭებო
oldg
10 ივნისი 2022 00:48
0
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო ამ სიხარულისთვიის
საქმე
10 ივნისი 2022 00:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული