"თამაშის სცენარი არ მიანიშნებდა, რომ ასე დიდი ანგარიშით მოვიგებდით, თუმცა ეს ჩვენს სიძლიერეზე მიუთითებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა  ჩრდ. მაკედონიასთან (3:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

"პირველ რიგში, ძალიან სასიხარულოა და მნიშვნელოვანია ასეთ რთულ თამაშში გამარჯვების მოპოვება, მით უმეტეს, გასვლით მატჩში. მთელი გუნდი გახარებულები ვართ და მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. რა თქმა უნდა, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ საქმე აუცილებლად დასასრულებელია და უკვე შემდგომი შეხვედრისთვის ვემზადებით. რაც შეეხება ჩემს გოლს, ნაკრებში პირველად გავიტანე და ძალიან განსხვავებული ემოციაა. მიხარია, რომ ჩემი გოლით შევძელი გუნდის დახმარება და მეც შევიტანე წვლილი ამ დიდ გამარჯვებაში", -
ოთარ კიტეიშვილი.

"ველოდებოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. პირველ ტაიმში ასეც მოხდა, რადგან ვერ შევძელით, რომ საკუთარი თამაში გვეპოვა და ვერ ვიპოვეთ ძალა საკუთარ თავში, თუმცა შესვენების შემდეგ ყველაფერი დავალაგეთ, შევძელით საკუთარი თამაშის პოვნა, რაც ანგარიშზეც აისახა. ორმაგად სასიხარულოა, რომ გამარჯვების მოპოვება უშუალო კონკურენტთან შევძელით, მით უმეტეს, ასეთი სხვაობით, თუმცა მატჩის სცენარი არ მიანიშნებდა, რომ ასე დიდი ანგარიშით მოვიგებდით, რაც ჩვენს სიძლიერეზე მიუთითებს", - ბუდუ ზივზივაძე.

შეგახსენებთ, "ერთა ლიგის" მეოთხე ტურის მატჩი 12 ივნისს, "დინამო არენაზე", ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 20:00 საათზე გაიმართება.

 

alt"საქართველოს გაუმარჯოს!!!!"- რა ხდებოდა ჩვენი ნაკრების გასახდელში ჩრდილოეთ მაკედონიის განადგურების შემდეგ [VIDEO]

altგოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 5 /
ბუდი დღეს არის უპირობოდ უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფორვარდი, მალე უეჭველი კარგ გუნდში გადავა. ამას ჰქვია პროფესიონალიზმი, ნაკრებში რომ არ იძახებდნენ, ცხვირი კი არ ჩამოუშვია, საკუთარ თავზე იმუშავა და დღეს გვყავს უდავოდ შესანიშნავი 9 ნომერი. ყოჩაღ ბუდუ, მაგარი კაცი ხარ, შემოგევლე.
0
Ყველაფერში ნუ პროფესორობ.ადრე იყო ბუდუ ნაკრებში მაგრამ არ იყო ასეთ ფორმაში ეს ერთი და ბუდუ გოლა არა კვახი.საიდან მოგაქ მსგავსი შედარებები? Ხო ვან ბასტენს შეადარე ან ფენომენ რონალდოს კიდევ
G.LA-ს
19:48 10-06-2022
9

სიახლეები პოპულარული