ვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
ჩრდ. მაკედონია - საქართველოს (0:3) შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი მამარდაშვილი (7.0) - "ვალენსიას" მეკარისთვის მეტოქეებს განსაკუთრებული სირთულეები არ შეუქმნია. ოფიციალურ მატჩში დებიუტის მიუხედავად, მამარდაშვილი აუღელვებლად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

Sportall.Ge

საბა კვირკველია (7.5) - ბულგარეთთან ცოტა არასტაბილური მატჩის შემდეგ, კვირკველიამ ნაკრების მაისურით ბოლო წლებში ალბათ, საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ძალიან თავდაჯერებული იყო და თავისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა.

გურამ კაშია (7.0) - კაპიტანი, რომელიც ჩვენი დაცვის ხაზს ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი იყო და მოწინააღნდეგეებს გოლის გატანის მინიმალური შანსი
მიეცა.

დავით ხოჭოლავა (8.0) - "კოპენჰაგენის" მცველი მშვენიერ სანაკრებო მატჩებს ატარებს, თანაც ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დასვენების საშუალება არ მისცემია. უშუალო მოვალეობის კარგად შესრულების გარდა, ხოჭოლავამ მშვენიერი პასი შემოგვთავაზა და მონაწილეობა საგოლე კომბინაციაში მიიღო.

ოთარ კაკაბაძე (7.5) - ზედიზედ მეორე მატჩში მარჯვენა ფლანგზე დაბრუნებულ კაკაბაძეს, ისევე როგორც მთლიანად ნაკრებს, პირველი ტაიმი ნაკლებად დამაჯერებელი ჰქონდა. მცველმა უწყინარ სიტუაციაში გაფრთხილებაც მიიღო, მეორე ნახევარში კი (83-ე წუთამდე ითამაშა) ბევრი სამუშაო გასწია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი (7.5) - კვეკვესკირის თამაშიც ორ ნაწილად უნდა გაიყოს - საწყის 45 წუთში ნაკლებად დამაჯერებელი იყო, მეორეში კი შეტევებს ამწვავებდა, ტემპსაც მოუმატა და მშვენიერი ჩაწოდების შემდეგ, კიტეიშვილს გაატანინა.

გიორგი აბურჯანია (7.0) - "აბუ" კვლავ მონდომებული იყო,  გამწვავებას ცდილობდა და თავი ართმევაშიც დაგვამახსოვრა, მაგრამ ბოლო მატჩებში ყველაზე სუსტი შეხვედრა გამოუვიდა, პრესინგის თამაში გაუჭირდა, ნაკლებად მწვავე იყო და დაღლილობაც დაეტყო -  ის სამივე შეხვედრაში სასტარტოში იყო.

გიორგი წიტაიშვილი (8.0) - გიორგი ახალ პოზიციას კარგად მოერგო, ენერგიულია და საჯარიმოში კარგი ჩაწოდებებით გამოირჩევა. წიტაიშვილმა მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა და ამ გოლმა სერიოზული საბოლოო შედეგში სერიოზული გარდატეხა შეიტანა.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (8.5) - ზურიკო ისევ კარგად გამოიყურებოდა, ბურთს ინარჩუნებდა, უტევდა, ამავდროულად კი მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, ბოლომდე დაიხარჯა.

ხვიჩა კვარაცხელია (9.0) - ხვიჩა საქართველოს ნაკრებში ისევ საუკეთესო იყო - მისმა მეორე გოლმა თამაშის ბედი მნიშვნელოვნად გადაწყვიტა, შორიდან ბრწყინვალედ დაარტყა და გაიტანა. კვარაცხელია ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მასზე გაზრდილი ყურადღების მიუხედავად, მოწინააღმდეგეებს მაინც იოლად უმკლავდებოდა.

ბუდუ ზივზივაძე (8.5) - ბუდუ ისევ მშვენიერ ფორმაშია და საკუთარ საქმეს ასევე ასრულებს - მომენტი გოლად აქცია. ამის გარდა ბევრუ სამუშაო გასწია.

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილი (8.0) - ოთოს შემოსვლა ნაკრებზე ისევ დადებითად აისახა. კიტეიშვილმა კვლავ რამდენიმე კარგი პასი შემოგვთავაზა, მეტოქის ნახევარდაცვას არაფრის გაკეთების საშუალებას აღარ აძლევდა და ნაკრებში სადებიუტო გოლის ავტორიც გახდა.

გიორგი მიქაუტაძე (6.5) - წინა შეხვედრებოსგამ განსხვავებით, "ჟორჟი" ნაკლებად აქტიური იყო, თუმცა მატჩის სცენარიდან გამომდინარე, მთავარი მწვრთნელის დავალება უფრო მეტად ბურთის შენარჩუნება იყო, ვიდრე გამწვავება.

ლადო მამაუჩაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, საბა ლობჟანიძე - სანიოლმა ისინი კონკრეტული დავალებებითა და გეგმებით შემოიყვანა, საქართველოს ნაკრებმა კი გამარჯვება ბოლომდე მშვიდად მიიყვანა. თავის გამოსაჩენად და შესაფასებლად ცოტა დრო მიეცათ.

ვილი სანიოლი (9.5) - საქართველოს ნაკრებს პირველი ტაიმი კარგი არ ჰქონდა, თუმცა შესვენებაზე საქმეში მთავარი მწვრთნელი ჩაერთო, ტაქტიკა სწორად დაგეგმა და საბოლოოდ, მშვენიერი გასვლითი გამარჯვება გაიფორმა.

საქართველოს ნაკრებში საკუთარი საქმე ყველამ ზედმიწევნით იცის, რაც სწორედ სანიოლის დამსახურებაა, გუნდში დისციპლინა იგრძნობა. ცოტა ხნის წინ, გოლების გატანის პრობლემაზე ვსაუბრობდით, ახლა კი 3 მატჩში "ჯვაროსნებმა" 12 გოლი გაიტანა, თანაც აღსანიშნავია, რომ შვიდმა სხვადასხვა მოთამაშემ შეძლო, ირაკლი აზაროვის გოლი კი ავტოგოლად ჩაითვალა.

altფეხბურთი გვაერთიანებს - 30 წელია, მეტს არაფერს ვითხოვდით...

მკითხველის კომენტარები / 20 /
საუკეთესო გუნდია რაც კი ოდესმე გვყოლია!!! გაცილებით უკეთესი ფეხბურთელებით ვერასოდეს ვერაფერს ვიგებდით(2წელწადში ერთხელ კი გამწარებით ვიღაცას) მწვრთნელი ჩემი აზრით არის ყველა და ყველაფერი აღარაა ძმაბიწობიტ და ნათესაობით სასტავის დაყენება და შედეგიც სახეზეა უბრალოდ უნდა უსიამოვნო ამათი თამაშით და დატკბე 18ქულით ვამთავრებთ ამ ჯგუფს
Soso
11:18 11-06-2022
1
ეს მოგებების სერია უკვე შემთხვევითობა არ არის, უფაოდ ერთ ერთი საუკეთესო გუნდია შედეგიბრივად. ისიც კარგი ფაქტია, რომ ბოლო დროს ყველა ჯამრთელადაა, მუდამ ვიღაც გვაკლდებოდა და ოპტიმური შემადგენლობიდან შორს ვიყავით.

დრესაც იმ აზრზე ვარ რომ ისტორიული ფინალი ვაისმა წაგვაგებინა, ამ კაცს ჩვენი ფეხბურთელების არ ჯეროსა და ამას არც მალავდა, სანიოლმა დაგვანახა რომ ჩვენებსას შეუძლიათ გამართული ფეხბურთის ჩვენება, მუდმივი როტაცია და დროული შეცვლები მისი დადებითი სახეა.
მენტალისტი
12:03 11-06-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული