კობიაშვილი ინციდენტსა და ბულგარელი ფეხბურთელის დაშავებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დელეგაციის სხვა წევრები არ დაშავებულან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წუხს მომხდარი ფაქტის გამო და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო. სამწუხაროა, რომ ჩვენ კოლეგებს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი ფაქტი შეემთხვათ მგზავრობისას. ბულგარელი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი, რომელსაც გუშინ ღამე
სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დელეგაციის წევრები თავს კარგად გრძნობენ და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს. მინდა, ბულგარეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და დელეგაციის წევრს კარგად ყოფნა ვუსურვო".

GFF

altბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

alt"მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, საავადმყოფოსთან გავათიეთ და შოკირებულნი ვიყავით" - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-დირექტორი

მკითხველის კომენტარები / 15 /
კობიაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი სფფ-ას ჯერ არ ჰყოლია.
მიშა
11 ივნისი 2022 17:07
20
ფედერაციის ტროლობა ტეხავს მაგრად
მიშა-ს
12 ივნისი 2022 11:16
1
ნოდარ ახალკაცზე(უფროსზე) არაფერი გსმენია ?
კახაბერი
12 ივნისი 2022 11:09
1
ლევან ბერძენიშვილს გავს იგივე ოღონდ გრძელი სიფათი.
| .
11 ივნისი 2022 16:23
48
ლევან ბერძენიშვილს, ჩემი მტერი გავდეს!
Temo
11 ივნისი 2022 17:27
3
რამდენი ხართ "ბოღმის" ბუკეტებო???
tngh
11 ივნისი 2022 15:29
5
რა ჩასაფრებული ტიპები ვართ! თვითმფრინავები ვარდებიან გუნდებიანად ჩვენზე მაგარ ქვეყნებში. ფედერაცია რა შუაშია? დაქირავებული კომპანიის მენეჯმენტია გამოსაკითხი. ავტობუსის, ტაქსის,მარშრუტკის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობის მძღოლს უნდა ქონდეს მაღალი ხელფასი და სამმაგი ჯარიმები იმიტომ რომ სხვებზე აგებენ პასუხს.
ბოკინიო
11 ივნისი 2022 15:18
6
მე პირადად კონკრეტულ ადამიანს ან უწყებას არ ავკიდებდი ბრალეულობას. ეს საზოგადოების ბრალია. საქართველოში რომ დავბრუნდი პანდემიისას კარანტინში წაგვიყვანეს ბათუმში, ღამე, და სამსაათნახევარში ჩავედით ისე იარა ავტობუსმა. რაღაც მომენტში, ბარგმა რომ დაიწყო აქეთ-იქით ფრენა, მძღოლს დავუღრიალე, რას აკეთებ-მეთქი. აბა მე რა ვქნა, აი ის გარბის და მეც მივყვებიო. წინ გავხედე და პატრულის მანქანაზე ამბობდა. მოკლედ, პატრული მიქროდა და ესეც მიყვებოდა. იმდენი ერთი ადგილი ან/და ტვინი არ ჰქონდა, რომ თვითონ შეენელებინა და ის პატრულიც ალბათ იძულებული იქნებოდა ნელა ევლო. ჩემს მეტს ხმა არავის ამოუღია. და სულ ხდება. ხმას როგორც წესი არავინ იღებს. ეგ კი არა ყველანაირ მიზეზს მოგიყვანენ იმისას თუ რატომ არ უნდა იარონ ნელა და ბევრი ეთანხმება კიდეც. უსაფრთხოება სადღაც მესამე ხარისხოვანია მგზავრობისას.
odala
11 ივნისი 2022 15:18
1
გულშემატკივარ, იმის თქმა მინდა რომ მხოლოდ მძღოლის ბრალიც არ არის. სადღაც პოლიციელის ბრალიც არის და ალბათ უფრო მეტადაც. 10 წუთის წინ ჩავუარე მარიოტს და ბულგარეთის მაისურში ტიპი შევნიშნე. სწრაფად მიდიოდა-მეთქი? ვინო? მძღოლი-მეთქი. მძღოლი მიდიოდა ისე როგორც პოლიციაო. ზუსტად მე რაც მოვყევი, ის თქვა. პატრული გარბის წინ და ავტობუსი მისდევს.
Odala
11 ივნისი 2022 19:02
1
საზოგადოება (ანუ მე) რა შუაშია?! ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს
გულშემატკივარი
11 ივნისი 2022 17:01
0
დისლაიკისტებო!
ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ ამერიკაში და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში თქვენ თუ ვინმეს უკნიდან შეეჯახებით, ავარიაზე პასუხისმგებლობას თქვენ დაგაკისრებენ.
ქ. გ.
11 ივნისი 2022 15:17
3
აი ეს არის ფედერაციის ეგრეთ წოდებულ საძმაკაცოს სახე,ვერ უზრუნველყვეს ფედერაციამ პოლიციის ესკორტით სტუმარი გუნდის გადაადგილება,ის კი არა რესტორანში ღრეობდნენ და რომ გაიგეს მძღოლს მოიხსენიებდნენ უშვერად ნაცვლად იმისა რომ შეწუხებულიყვნენ…
gizo
11 ივნისი 2022 14:50
34
მძღოლები ვინ არიან?
რატომ არ იცავდა დისტანციას უკანა ავტობუსის მძღოლი?
ეს უცნაური ავარია დივერსიას ჰგავს.
ქ. გ.
11 ივნისი 2022 14:49
11
ავტობუსის მძღოლი უეჭველი ქართველი იქნებოდა! ავტოავარიების შემთხვევების სტატისტიკა კატასტროფულია ჩვენთან. ევროპაში ამ მხრივ რუმინელებსაც ვუსწრებთ. 100 000 სულ მოსახლეზე 15 ადამიანი გვეღუპება წელიწადში. შედარებისთვის 83 მილიონიან გერმანიაში ეს მაჩვენებელი 4 ადამიანს უდრის!
ბესო
11 ივნისი 2022 14:38
1
ერთი სამწუხარო ამბავი ეგ ავარიაა, მეორე დაშავებულის მდგომარეობა.
ისე მესამეცაა მოსალოდნელი, ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ბულგარელების განწყობაზე მატჩის წინ.
ჰაჰა
11 ივნისი 2022 14:37
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული