საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
ასეთი თამაშის გამო ღირსები ვართ იმ ჟესტის.. უნდა გადაეხიათ ბურთი თავზე,ბაკატსკისი მაგ საქციელის გამო უნდა გაუშვას უკრაინამ
Mose
01 ივლისი 2022 22:12
0
ქართველები ზამენაში ვინც ზიან, იმათმა მაინც რატომ არ ჩააფარეს ბაგასკისს ????????????????????? სულ გადაგვარდით, მეტი რაღა უნდა ექნა, უნდა ეხმარეთ პირდაპირ ეთერში უვარგისებო ?????
????????
01 ივლისი 2022 22:11
5
მასობრივი ფსიქოზი, ამ საგიჟეთში ნამდვილად გამოჩნდა ვინ რას წარმოადგენს. ვაი თქვენს პატრონს უკრაინელებო, მასე მოიქეცით და ნახავთ რამდენი მეგობარი დაგრჩებათ ბოლოს.
tttt
01 ივლისი 2022 23:17
14
მთელი პროგრესული მსოფლიო!
აკა
01 ივლისი 2022 23:40
7
'მთელი პროგრესული მსოფლიო " ყოველ ჯერზე გიჩვენებს იმას ,რაც ბაგატსკისმა გიჩვემა.
ხვალ მიტინგზე წასვლა არ დაგავიწყდეს ,ბოდიშები აქეთ უხადეთ უკრაინას.
-
02 ივლისი 2022 12:49
1
ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ ხეპრე ლატვიელის საქციელი უკრაინელების დაკვეთა არ ყოფილა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თავად უკრაინელებს უნდა მოეთხოვათ მისთვის პასუხი...
ვოოტ
01 ივლისი 2022 23:10
5
ეს ნაკრებების თამაში იყო, შესაბამისად შეურაცხყოფაც ქვეყანას მიაყენეს და თუ მოთხოვნაა, პასუხიც ჩვენს დასანახად უნდა მოსთხოვონ, თორემ ერთმანეთში რას იტყვიან, ვის აინტერესებს?
რატის
01 ივლისი 2022 23:41
1
და რა უნდა ექნათ, საჯაროდ წიხლქვეშ გაეფინათ? იმ ხეპრეს და ნაძირალას უკრაინელები თვითონ გასცემენ პასუხს, მაგრამ ამას ყველას დასანახავად არ გააკეთებენ. ეს ჩვენ რომ შეგვმთხვეოდა, ასევე მოვიქცეოდით. ნაკრებები ერთმანეთს ისე დაემშვიდობნენ, როგორც წესია და ერთმანეთს საცემად არ დარევიან. მთავარი ეს არის.
რატი
01 ივლისი 2022 23:17
6
ყველა გამოხმაურება
რა უნდა ბაგაცკისს??? ჯერ იყო ბიჭების თამაშმა მომიშალა ნერვები, მერე კი ამის საქციელმა მთლად ამრია!!!
არ გვინდა ეხლა ამ კაცის გამო უკრაინის და ბალტიელების ლანძღვა, არაა სწორი. ამ ბაგაცკისს კი სიამოვნებით ვიხილავდი თბილისში, "სასიამოვნო" დახვედრას მოვუწყობდი
ზურა
01 ივლისი 2022 22:24
5
ეს თუა ჩვენი ნაკრები მსოფლიოზე არაფერი გვესაქმება ასეთი თამაშით.... ყოველთვის ასეა რატომღაც, გადამწყვეტი თამაშები უნდა ჩააგდონ ჩვენებმა,ყველა სახეობაში თითქმის,ერთი ორი გამონაკლისის გარდა...და კიდე მოძმე ერი არა მზე... წარმატებები ქართულ სპორტს და
მთლიანად საქართველოს...
დავითი...
01 ივლისი 2022 23:12
3
უსაზიზღრესი თამაში ძალით თუ მეტოქის სიძლიერით... და ამ თამაშით მსოფლიოს შესარჩევიც ზედმეტია ჩვენთვის
ბექა
02 ივლისი 2022 00:11
0
ბაგაცკის რა?
Zuros
01 ივლისი 2022 22:05
1
ბაგაცკის სქან მარდუალ დიდა ფხ***დ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
01 ივლისი 2022 22:07
2
ბიჭო ბარე 50 კაცი მაინც იყავთ მოედანზე, ასეთი შეურაცხოფა მოგაყენეს და ამდენ კაცში ერთი როგორ ვერ გამოდგა ისეთი ტრაკიანი რომ იმ სირისთვის მაგრა მოეცხო ცხვირში
gogia
02 ივლისი 2022 14:04
8
ეს რომ ვინმეს ექნა ნაცები გამოვარდებოდნენ და ეტყოდნენ პრორუსი არისო )))
გიო
02 ივლისი 2022 18:26
1
ბერძენმა და ლატვიელმა ერთმანეთს აჯ---ს რა შუაში ვართ ქართველები და უკრაინელები?
გფფ
02 ივლისი 2022 15:39
6
ყველა გამოხმაურება
თამაშის უნიჭო იმიტაცია იყო ჩვენგან.იმათი მწვრთნელი კი უზრდელი უმადური.
ლუკა
01 ივლისი 2022 22:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული