სანიოლი ეროვნულ ლიგას დაესწრება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოში რომ იმყოფება და სექტემბრის მატჩებისთვის აქტიურად ემზადება, უკვე გაცნობეთ. საქართველოს ნაკრების თავკაცის "ინსტაგრამიდან" ახლა ის გავიგეთ, რომ ფრანგი სპეციალისტი ეროვნული ლიგის უახლოეს მატჩს, ბათუმის "დინამოსა" და "თელავს" შორის, ასისტენტ ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად დაესწრება.

Sportall.Ge

24-ე ტურის შეხვედრა დღეს, 1-ელ სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. ბათუმელები ეროვნულ ლიგას 54 ქულით ლიდერობენ, თელაველები კი 28 ქულით მე-7 პოზიციაზე არიან.

სანიოლი ნაკრების კანდიდატებს დააკვირდება. მატჩში მონაწილე "დინამოელებში" "ჯვაროსნების" ღირსებას იცავენ - გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლადო
მამუჩაშვილი... ფრანგს სურვილის შემთხვევაშიც, ჯოვანი ფლამარიონის გამოძახება არ შეუძლია, რადგან ამის ნებართვა ფიფასგან ჯერ არ აქვს.

შეგახსენებთ, "ერთა ლიგის" დასკვნით ტურებში ჩრდ. მაკედონიას (23 სექტემბერს) ვუმასპინძლებთ და გიბრალტარს (26 სექტემბერს) ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრები ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს.

altსანიოლი მალე დაასახელებს - რა სიახლეებს ველით შემადგენლობაში

მკითხველის კომენტარები / 14 /
რომელმა გენიოსმა მოიფიქრა თამაშების დღეს დანიშვნა... გუშინ რატომ არ ითამაშეს???
tngh
01 სექტემბერი 2022 15:26
3
მგონი თამაშებს შემთხვევითობის პრინციპით ნიშნავენ, იდეაში თამაშები შაბათ კვირას უნდა იყოს, რომ ხალხმა იცოდეს რომ თამაშ არის კვირის ბოლოს, შუა კვირაშ მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევაში!
სიმართლე
01 სექტემბერი 2022 16:29
3
თქვენ კალათბურთს უყურეთ, ჩემო ბატონო, პატივისცემით!
პირატი
01 სექტემბერი 2022 15:30
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული