საქართველო - ჩრდ. მაკედონია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანასკნელ საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები საკმაოდ მალე გაიყიდა, მსურველთა რაოდენობა კი გაცილებით მეტი იყო. პარასკევს, 23 სექტემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე", წლის ბოლო შეხვედრას ჩავატარებთ, სადაც ისევ ანშლაგია მოსალოდნელი.

"ერთა ლიგის" ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ, ბილეთების გაყიდვა დღეს, 17 სექტემბერს, დილის 11 საათზე დაიწყო. რეალიზაცია "დინამო არენის" სალაროებსა და tkt.ge-ზე მოხდება.

"ტრადიციულად გავავსოთ სტადიონი და ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს!" - წერს Nakrebi.ge. საქართველოს დედაქალაქში ჩრდილონაკედონიელთა უკანასკნელი ვიზიტი მწარედ გვახსოვს, მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური გაიფორმეს. რაც შეეხება
მიმდინარე "ერთა ლიგის" პირველ დაპირისპირებას, ის სკოპიეში ვილი სანიოლის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით (3:0) დასრულდა,  გოლები კი ზივზივაძემ, კვარაცხელიამა და კიტეიშვილმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს (20:00 სთ) ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს (22:45 სთ) ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.

altრა დაგვანახა სანიოლის სიამ - ახალი როლი ჩაკვეტაძეს?

altსანიოლი: ვცდილობ, კვარაცხელიას თავში ჩავიხედო - დავითაშვილს ევროპაში წარმატებული კარიერა ექნება

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბილეთი მინდა ორი ცალი საქართველო მაკედონიის თამაშის
გელა
15:48 23-09-2022
0
8 ბილეთი მინდა და ვინმეს ხომარააქვს გასაყიდი
maradi
12:32 21-09-2022
0

სიახლეები პოპულარული