შეტევაში უკეთესი საქართველო - როგორ ფორმაში ვხვდებით ჩრდ. მაკედონიას?

AutoSharing Option
"მილანისა" და ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვედრის გულშემატკივრობაში ბოლომდე დავიხარჯეთ, ახლა კი სანაკრებო დაპირისპირებებზე უნდა გადავერთოთ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წარმატების დიდი მოლოდინი გვაქვს, სწორედ "კვარას" შესანიშნავი ფორმაა. შეტევაში ჩვენებურები მართლაც შედეგიანად გამოდიან და არამხოლოდ წინა ხაზზე, თუმცა პრობლემური პოზიციებიც არსებობს. მთავარია, ვილი სანიოლის გუნდისგან ისეთივე შემართება და ერთსულოვნება იგრძნობოდეს, რაც ივნისის მატჩებში ვნახეთ.

კვარაცხელიას თამაშებში იმდენად ჩართულნი ვართ, დამატებით მის სათამაშო ფორმაზე საუბარი არ გვჭირდება. უბრალოდ, როგორც გუნდს, ასევე გულშემატკივრებს, იმის გააზრება მოგვიწევს, რომ თუნდაც ამ დონის ფეხბურთელის ყოფნა არ
ნიშნავს, რომ ის შეხვედრის ბედს ყოველთვის ინდივიდუალურად გადაწყვეტს.

ჩრდილომაკედონიელები ჩვენთვის რთული და პრინციპული მეტოქეები არიან ("ერთა ლიგის" ფინალში მარცხი მწარედ გვახსოვს). მართალია, უკანასკნელი სტუმრობის დროს ისინი კომფორტული ანგარიშით (3:0) დავამარცხეთ, მაგრამ ბულგარეთთან ვერმოგებულმა (0:0) საშინაო შეხვედრამაც გვაჩვენა, რომ თბილისში მოწინააღმდეგეები სხვაგვარად გვეთამაშებიან და ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან, სისწრაფის გამოყენებასა და თავისუფალი ზონების ათვისებას სათანადოდ ვერ ვახერხებთ. მილევსკის გუნდი ქართველთა ლიდერის შეჩერებას ყველანაირი გზით ეცდება, იქნებ "ნაპოლიში" ხვიჩას შემცვლელად ქცეული ელიფ ელმასი დაცვითი ფუნქციებით მეტადაც კი დაიტვირთოს.

კვარაცხელია გამოკვეთილი ლიდერია, თუმცა მეტოქეს საფრთხეს სხვებიც შეუქმნიან. ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში ჩატარებულ პირველსავე შეხვედრაში აჩვენა, რომ ძალიან მწვავეა და ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ბევრი პრობლემის მოტანა შეუძლია. ზურიკო სანიოლის ნაკრებში მხოლოდ არ უტევს, ნახევარდაცვაშიც უამრავ სამუშაოს ასრულებს. "ჯვაროსნებში" ვაკო ყაზაიშვილი და ლადო მამუჩაშვილიც არიან, რომლებიც დროს, ალბათ, უფრო სათადარიგოთა სკამიდან მიიღებენ.

მართალია, 18 აგვისტოს შემდეგ არ გაუტანია, თუმცა ბუდუ ზივზივაძე სახიფათო ფორვარდია. წინა სანაკრებო მატჩების დროს მან გუნდში სრული ადაპტაცია გაიარა და უმნიშვნელოვანესი წევრი გახდა. ცენტრფორვარდის პოზიციაზე მას კონკურენციას გიორგი მიქაუტაძე უწევს, რომელსაც საფრანგეთის მეორე ლიგაში (სადაც დავითაშვილიც გამოდის) უკვე 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს. "ჟორჟი" მონდომებული, მოტივირებული მოთამაშეა და "ჯვაროსნების" მატჩებშიც მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, თუმცა ივნისის დაპირისპირებებში გარკვეულ ეპიზოდებში მეტი გუნდური მოქმედება მოეთხოვებოდა.

Sportall.Ge

როცა ფორმაზე ვსაუბრობთ, გიორგი ჩაკვეტაძე აუცილებლად უნდა ვახსენოთ. "ჩაკვე" ახლა გუნდში საკმაოდ ბევრს თამაშობს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფიზიკურად ის გაცილებით უკეთაა მომზადებული და ამაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც უნდა დარწმუნდეს. "ჯვაროსნების" საბაზისო ტაქტიკა 3-4-3 ან 3-5-2-ია და "სლოვანის" ნახევარმცველისთვის ამ ამპლუაში ადგილის მოძებნა ცოტათი რთულია. ბოლო მატჩებშიც ვნახეთ, რომ გიორგი საყრდენი ნახევარმცველის წინ თავს კარგად გრძნობს და მარცხენა ფლანგზეც თამაშობს. დარწმუნებული ვართ, მის როლზე სანიოლიც ბევრს ფიქრობს. მით უმეტეს, ოთარ კიტეიშვილი (ახლახან მომჯობინდა) გვაკლია და შუა ხაზში მეტი შემოქმედებითობა გვჭირდება.

კიტეიშვილი უკვე ვახსენეთ და საკადრო დეფიციტი ნახევარდაცვაში აშკარაა. სამწუხაროდ, გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტეში" ბევრი დრო არ ეძლევა, თუმცა ნაკრების მაისურით უკანასკნელი შეხვედრები იმედს გვაძლევს, რომ თავს კარგად წარმოაჩენს. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, ის და მისი "ლეხი" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საკმაო წარმატებით გამოდიან, 30 წლის ქართველი ნახევარმცველი კი, ტრადიციულად, სტაბილური და დამაჯერებელია. თბილისის "დინამოელი" ანზორ მექვაბიშვილი ნაკრებს კარგ ხასიათზე უერთდება, გამარჯვების გოლი ულამაზესი საჯარიმოთი გაიტანა.

Sportall.Ge

ჩვენს საყრდენ ზონას ჩრდ. მაკედონიასთან დიდი დატვირთვა ექნება - შეტევების სწრაფად წარმართვა, თამაშის დალაგება, ართმევა და დაკარგული ბურთების დროულად დაბრუნება. რადგან კვარაცხელიას ირგვლივ ვტრიალებთ და ხაზს გუნდურობას ვუსვამთ, შეუძლებელია ნეაპოლელთა საყრდენის, სლოვაკი ლობოტკას თამაშით არ აღფრთოვანდე. შუა ხაზში ასეთი გამართული მოქმედების გარეშე შეტევაში თამაშიც რთული იქნება, რაც უნდა კარგ ფორმაზე მივუთითებდეთ.

საქართველოს ნაკრების ფლანგებზე ახლა ისეთი ვითარება არაა, როგორიც ზაფხულის შეხვედრებში იყო. საბა ლობჟანიძე და "ჰათაისპორი" საკუთარ თავს არ ჰგვანან. ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში ძალიან შედეგიანი იყო, მისი გუნდი კი ლიდერთა შორისაც გაერია. საბას მომზადების დონეს სანიოლი ნაკრებში დაადგენს, თუმცა ოთარ კაკაბაძეს, ალბათ, ჩრდილომაკედონიელებთან თამაშის მეტი შანსი ექნება, რომელიც ახლა პოლონეთში ურიგოდ არ გამოიყურება. თუმცა საკუთარ მოედანზე, როცა მეტი სისწრაფე და შეტევა გვჭირდება, შესაბამის დონეზე მოთამაშე ლობჟანიძე ძალიან გამოგვადგება.

Sportall.Ge

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, საკლუბო დონეზე ყველაზე უკეთ ცალსახად, გურამ გიორბელიძე გამოიყურება, თუმცა ამ პოზიციაზე მწვრთნელი გიორგი წიტაიშვილს ათამაშებს, რომელსაც პოლონეთში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ახალ ამპლუაში ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა, უტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ზონებს მშვენივრად უთავისუფლებს და როცა "კვარას" მცველები თავს ახვევია, ამითაც სარგებლობს. ჯერჯერობით სერბეთში ცოტას თამაშობს, თუმცა ნაკრების ტაქტიკასათან ირაკლი აზაროვი ადაპტირებულია და როტაციის მეშვეობით, წესით, დარჩენილი ორიდან ერთ შეხვედრაში მას დრო აუცილებლად უნდა მიეცეს.

ლუკა ლოჩოშვილის სერია "ა"-ში გადასვლამ დაცვის ცენტრში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა "კრემონეზეს" უკანახაზელს ბოლო მატჩი ("ლაციოსთან") აშკარად ჩაუვარდა. მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე "კოპენჰაგენის" მცველი, ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებელი მატჩი რომ ჰქონდა, დავით ხოჭოლავას მოიაზრება. "ნეფთჩის" რიგებში თამაში დაალაგა, თუმცა უკანასკნელ ტურში სათადარიგო იყო საბა კვირკველია, რაც ცოტათი გვაფიქრებს, თუმცა უფრო მეტი მატჩამდე დარჩენილ დროში გაირკვევა. ბოლო მომენტში გუნდს გრიგოლ ჩაბრაძე შეუერთდა. რაც შეეხება გურამ კაშიას, ის ისევ დაცვის ლიდერად რჩება.

როტაციას ველით მეკარეებშიც. გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" მართლაც "დაფრინავს', ნაკრების მთავარ კიპერად კი ისევ გამოცდილი (36 წლის) გიორგი ლორია მიიჩნევა. ადრეც დავწერეთ, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი არჩევანს გუნდების დონის მიხედვით ვერ გააკეთებს, დანარჩენს კი ერთად ვნახავთ. მესამე მეკარე ლევან შოვნაძეა.

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს (20:00 სთ) ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს (22:45 სთ) ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.

altრა დაგვანახა სანიოლის სიამ - ახალი როლი ჩაკვეტაძეს?

altსაქართველოს ნაკრების ახალწვეული: სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩვენი ბიჭები ევროპაში თამაშობენ და არა პოსტსაბჭოეტში და ვხედავთ უკვე რამხელა პროგრესი აქვს თითოეულსაც და ნაკრებსაც...


მაინცდამაინც ომი უნდა დაწყებულიყო რომ ამას მივმხვდარიყავით? ასე ძნელი იყო იმის მიხვედრა თუ რატომ არ უნდა ითამაშო რუსეთში და ითამაშო ევროპაში?!
ვენეციის კომისია
19 სექტემბერი 2022 12:57
5
რამდენი ქართველი ტალანტი წავიდა ევროპაში და უკვალოდ დაიკარგა,ეგეც დაგითვლიათ?რუსული გარემო,ჩვენი საერთო ისტორიის გამო,შედარებით ნაცნობი და შესაბამისად ადვილი შესაგუებელი იყო,ქართველებსაც იცნობდნენდა ენდობოდნენ,ევროპელებისაგან განსხვავებით.კაპიკებში გადასულ ტალანტებს კი,ისე ეპყრობოდნენ,როგორც კაპიკიან საქონელს შეესაბამება.რუსეთში ხელფასებიც უკეთესი იყო და ფეხბურთელებიც იქით იწევდნენ.ეს ბუნებრივია.შოთის დღესაც საყვედურობენ,საქართველოდან არავინ წაიყვანაო.არადა კაცმა გასაგებად ახსნა,რომ საქართველოდან წასული ფეხბურთელი,ინგლისში სამუშაო ვიზას ვერ მიიღებს,ჩემპიონატის დაბალი კოეფიციენტის გამო.ნაკრების წარმატებულმა თამაშმა,ჩვენი ბაზრის მიმართ ინტერესიც გაზარდა,მამარდა და ხვიჩა,ვარსკვლავურ დონეზე ათამაშდნენ და ახლა სხვებსაც გაეხსნათ გზა,უკვე ნდობა გაჩნდა,მაშინ კი,ეს ნდობა არ არსებობდა.ნდობა რომ ყოფილიყო,ხვიჩას და მამარდას ტრანსფერებიდან ქართული გუნდები,ათეულ მილიონებს მიიღებდნენ,ახლანდელი მიზერული თანხების სანაცვლოდ.
სოსო
19 სექტემბერი 2022 15:21
11
მართლა გგონია რომ ევროპაში იწვევენ და მაინც ჯიუტად რუსეთში გარბიან ქართველი ფეხბურთელები?
semi
19 სექტემბერი 2022 14:27
5
ასეთი კონკურენტული გარემო როგორიც ნაკრებშია დიდი ხანია არ ყოფილა.ძალიან კარგია 2 ძლიერი მეკარე რომ გვყავს, დაცვაშიც საიმედო ბიჭები არიან, ნახევარდაცვა ჩვენი გუნდის ყველაზე ძლიერი რგოლია და რაც მთავარია ცენტრფორვარდის პოზიციაზე 2 თანაბარი სიძლიერის თავდამსხმელია.
გია
19 სექტემბერი 2022 12:45
1
ამ ერთ კვირას სანიოლი კარგად გამოიყენებს. მაგალითად, ხვიჩასთან ნაპოლის თამაშებს გაარჩევს და ბევრ რამეს დაარიგებს ხვიჩას, რაც ნეაპოლიშიც და ნაკრებშიც გამოადგება.
ქ. გ.
19 სექტემბერი 2022 14:00
0
წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს!!!
გულშემატკივარი
19 სექტემბერი 2022 15:53
0
ლუკა გაგნიძე ძალიან მაგარ ფირმაშია და რატომ არ გამოიძახეს ?? ღმერთმა დაიფაროს რომ სანიოლი "პაწრიოწების" ჭკუაზე წავიდეს ან უფრო უარესი ვიღაცამ უკარნახოს ვინ გამოიძახოს გუნდში და ვინ არა @ ეგრევე უკან წავა ჩვენი ნაკრების საქმე @ ამ დროისთვის კვეკვესკირი მექვაბიშვილი და აბურჯანია გვყავს საყრდენები და სამივეს ფორმა ცოტა ეჭვს იწვევს და გაგნიძე ნაღდად არ იქნებოდა ზედმეტი !
zura222
19 სექტემბერი 2022 16:51
12
სანაკრებო ამბებზე თქვენი მკითხველი ვხდები, კარგი ავტორია
მალხაზი
19 სექტემბერი 2022 17:58
0
ჩაკვეტაძე ნელნელა ბრუნდება, თუმცა კიდევ ჭირდება დრო ჩაკვეს რო ძველებურად ათამაშდეს, შრომა უნდა გააგრძელოს და ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,დავითაშვილი,მიქაუტაძე რეებს იზავენ მინდორზე ხო წარმოგიდგენიათ.ჩაკვეტაძე ნაკრების ერთერთი ლიდერია და ნაკრებს ძალიან ჭირდება მისი ფორმაში ყოფნა.
qomagi
20 სექტემბერი 2022 19:25
0
დიდი ფული ტრიალებს ფეხბურთში,ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი.ნაპოლის ელმასი სათადარიგოთა სკამზე მყარად ჯდება.სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს,რაც მისი ნაკრებისთვის დამღუპველია.იგი ხომ გუნდის უმთავრესი ლიდერია.ამიტომ კვარამ მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად უნდა ითამაშოს,ფეხებს გაუფრთხილდეს,ღმერთმა არ ქნას რამე დაუშავონ.რა ვიცი,ასეთი აზრი გამიჩნდა,ფეხბურთში ყველაფერი ხდება.შეიძლება ეს მაკედონიის ფედერაციიდან მოდიოდეს,ან მწვრთნელისგან ან ელმასის რომელიმე მეგობარი თანაგუნდელისგან,ისე რომ ელმასმა არც იცოდეს,ან პირდაპირ ელმასისგან,ვის უხარია ახალი გუნდის ძებნა.მაკედონიაში 3:0-ზე მოვუგეთ და თბილისში 4:0-ზე გამარჯვებას გეგმავენ,როგორ, რანაირად? სავარაუდოდ,ხვიჩას თამაშიდან გამოთიშვას ეცდებიან და ეს როგორ უნდა მოხდეს ყველა მიხვდება.ხვიჩა თუ ჩაჩეხე (ღმერთმა დაგვიფაროს) თორემ ისე მაგის გამჩერებელი არავინ არის.აი,რისი იმედი აქვთ მაგ გარეწრ.ბს. რაც შეეხება არასტაბილური ლორიას კარში დაყენებას,მართლა თუ ასე მოხდა,მიმიფურთ.ები. ამ საქმეში გარეული ყველა პერსონისთვის.მამარდა საუკეთესო თუ არის საქართელოს ფეხბურთში, სათადარიგო უნდა იყოს? მგონი ეს გადაწყვეტილება ვიღაცისთვის მესიჯია ლორია რომ არ დააყენოს კარში.რაც შეეხება კვირკველიას არ უნდა ათამაშო,იგი პოზიციურად ხშირად ცდება,თანაც ნელია და სწრაფი მაკედონიელები გადაუვლიან. წინ,კვარა,დავითაშვილი და მიქაუტაძე უკეთესი მგონია,მათ უკან ჩაკვე რომელმაც კვეკვესთან ერთად პასები უნდა დაარიგოს.წიტაიშვილმა უნდა ითამაშოს,სწრაფად აზროვნებს.მთავარი მაინც ის არის,ამ ეტაპზე ვინც უკეთესად არის მომზადებული მან უნდა ითამაშოს.ხვიჩა და დავითა არ უნდა შეეცადონ, რომ გოლი გინდა თუ არა თვითონ გაიტანონ.მართლა ანგისას პასი ნდემბელეზე სულ თვალწინ უნდა ჰქონდეთ...გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს,საქართველოს ..
გიგა
20 სექტემბერი 2022 14:25
1
Villi saniolis didi pativiscemit mivmartav shetevashi tavidanve kvara zyriko da centrshi mikaytadze daakenos es bichebi byrts tavze daaxeven makedonias dacvashi da naxevarze vinc ginda kvelani kargebi arian!
Zaza
20 სექტემბერი 2022 08:37
0
ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ ევროპაც, რუსეთიც. დასაკარგგი შვილები არ გვყავს, მაგრამ იმას უნდა მივაქციოთ მთავარი ყურადღება, რომ ქვეყნიდან არ გარბოდნენ, ქართველებისგან არ დაიცალოს საქართველო და გავმრავლდეთ.
თენგაბი
20 სექტემბერი 2022 06:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული