"კვარაცხელიასა და ჯუღელის პსჟ-სთან შეთანხმება "ნაპოლის" აშინებს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
დღეს იტალიური და მეტადრე ნეაპოლური გამოცემების მთავარი საფეხბურთო თემა „ნაპოლის“ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნაა და გულშემატკივრებს ჩაგდებული სეზონის შემდეგ გუნდის აღორძინების იმედი მიეცათ. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს საკმაოდ რთული ხასიათის მქონე  კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სამუშაო პროცესისას კონტესთან უპრობლემოდ და კონფლიქტის გარეშე თანამშრომლობას, რომელიც ასევე საკმაოდ ხისტია.

დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ რადიო Kiss Kiss-ის ეთერში გახარებულმა განაცხადა, რომ „ნაპოლის“ საუკეთესო და გამარჯვებული სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში, მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს დაემშვიდობებიან, ხვიჩა კვარაცხელია კი ანტონიოს სურვილით დარჩება.

„კორიერე
დელა სერა“ წერს, რომ კონტემ ახალ პროექტში კვარაცხელიას ცენტრალური როლი დაადასტურა და ლუის ენრიკესადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ქართველს პარიზში ვერ გაუშვებს, რამეთუ დიდი ამბიციები გააჩნია და პირველივე სეზონში ფურორის მოხდენას აპირებს. დაახლოებით იმავეს ამტკიცებს „კორიერე დელო სპორტი": „კონტე გუნდის მშენებლობას ხვიჩას ლიდერობით იწყებს“.

Il Mattino აღნიშნავს, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ „კვარაში“ კოლოსალური, 100 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი უთხრეს, მაგრამ ნეაპოლურ კლუბს აგენტის, მამუკა ჯუღელის ლუის კამპუშთან მიღწეული შეთანხმება და თავად ფეხბურთელის პსჟ-ში გადასვლის სურვილი და თანხმობა აფრთხობს. ვარაუდობენ, რომ პარიზელები ზეწოლას გააძლიერებენ.

altკონტემ "ნაპოლი" ჩაიბარა

alt"თუ პსჟ მართლა ამხელა თანხას იხდის, დე ლაურენტისი კარგად უნდა დაფიქრდეს" - რონალდო ნაზარიოს და გატუზოს ყოფილმა აგენტმა ქართველის შესახებ ისაუბრა

alt"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

მკითხველის კომენტარები / 3 /
კონტე კი არა ლავრენტას ხელში ნაპოლის ვერავინ უშველის, ალბათ წასვლა სჯობს კვარა.
aleqsandre
22:47 05-06-2024
2
პსჟ-ს "პრედლაჟენიები" ჯუღელმა უნდა გამოიყენოს ბარსელონასთან ვაჭრობის დროს. ახალი პროექტი ბარსელონაშიც დაიწყება მალე.
რეალობა
18:47 05-06-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული