ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მთავარია, ჯერჯერობით ჯგუფის მოგების შანსს ვინარჩუნებთ

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ უპასუხა.

"ჩემი, როგორც მწვრთნელის ფოკუსირება მხოლოდ საკუთარ გუნდსა და შესაძლებლობებზეა. მოედანზე მაქსიმუმის გაღება გვსურს. ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ჩემთვის მთავარი გუნდია და არა ცალკეული მოთამაშე. მოწინააღმდეგესაც ასე ვუყურებ.

ჩვენ მაშინ, როცა გავიმარჯვეთ და ევროფორუმზე გავედით და შემდეგ, როცა იტალია დავამარცხეთ, კარგად გამოვიყურებოდით. ახლა თაობათა ცვლაა, თუმცა, რაც მთავარია, ჯერჯერობით ჯგუფის მოგების შანსს ვინარჩუნებთ, რაც რთული იქნება, თუმცა ამისთვის ყველაფერს
გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიჭებმა მინიმუმ 3:0-ზე უფრო კარგი ანგარიშით უნდა მოიგონ იმის გათვალისწინებით, რომ შანსები თბილისში ნახევარფინალის ჩატარებისა გაიზარდა!
ლაშა
23 სექტემბერი 2022 11:53
0
ეს გავს ბეჭდების მბრძანებელში როა რა ქვია იმას სულ მაშინებს ამის ფოტო
35
23 სექტემბერი 2022 09:24
0
ძმრად ამოგადენენ ბიჭები მაგ ფინალს. განანებენ რომ გააბრაზეთ
ვანჩოპე
22 სექტემბერი 2022 21:09
0
იმედი ბოლოს კვდება, ჰოდა სწორედ რომ ამის დროა!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 20:40
0
როგორ მინდა ჩაკვემ ხვალ გაიტანოს კვარას პასით!!!
ლიზა
22 სექტემბერი 2022 20:02
0
ორივემ გაიტანონ არ ჯობია :)
გიორგი კაჭკაჭიშვილი
22 სექტემბერი 2022 22:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული