"პროვოკაცია, ორგანიზაციული კოლაფსი თუ სოფლის კოოპერატივი თბილისში" - მაკედონიელები სტადიონზე დაგვიანებით მიყვანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, მეტოქე გუნდი კი თბილისში საცობების გამო "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ეს უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სტუმართა ნაკრების დანიშნულების ადგილზე დროულად და უხიფათოდ მიყვანა ვერ ხერხდება. 11 ივნისს ჩამოსული ბულგარეთის ეროვნული გუნდი ავტოავარიაში მოყვა, მათი ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი სერიოზულად დაშავდა და ოპერაცია გაუკეთეს. შეგახსენებთ, საცობების გამო ევრობასკეტისას "თბილისი არენაზე" დაგვიანებით მისვლაზე ჩიოდა თურქეთის კალათბურთელთა ნაკრებიც.

ამასთან დაკავშირებით ჩრდილომაკედონიურმა sportmedia.mk-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "პროვოკაცია თუ ორგანიზაციული კოლაფსი"

"ეს
მასპინძელთა მხრიდან პროვოკაციაა თუ უბრალოდ ორგანიზაციული მხარე არ უვარგათ - ეს იმის გათვალისწინებით, რომ მილიონიან ქალაქში გზებზე უზარმაზარი საცობებია და გუნდის სტადიონზე მისვლა პრობლემა გახდა. ეს ჩვენთვის გამოცანაა.

ჩვენს ავტობუსს თან არ ახლდა პოლიციის კორტეჟი, რომელიც გზას გაუთავისუფლებდა, რაც სოფლის კოოპერატივს მოგვაგონებს", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თქვე ქათმებო რა დღეში ხართ ლივერპულმა ფინალში დააგვიანა საცობის გამო დიდი ამბავი. აუ ხვალ ესენი დაადუღეთ რა ბიჭებო
რაბუ
22 სექტემბერი 2022 23:52
13
ერთი მხრივ- მართალია..მეორე მხრივ- გერმანელი რო ამბობდეს- კაი! ჰა- ჰა, ჩეხი მაინც. მაკედონელი?)))მთელი ქვეყანა პროვოკაცია და კოლაფსი აქვთ
რეზო
22 სექტემბერი 2022 23:45
2
მართლები არიან და ამ დეგენერატებს სალაპარაკო მიზეზი მიეცით
.
22 სექტემბერი 2022 23:39
5
Gawirvebuli xavs echidebodao amatzea natqvami...
Givi
22 სექტემბერი 2022 23:39
4
შემოგიტიეს მიკრობებმა? - შეუტიეთ თქვენც.
რეკლამა!
22 სექტემბერი 2022 23:30
5
ᲛივეციᲗ რა სალაპარაკო და წაგების მიზეზები მაკედონიას.
რომა
22 სექტემბერი 2022 23:18
1
ამ ქალაქის განაშენიანება გაკეთდა კომუნისტების დროს ისე იყო გათვლილი 2007 წლამდე გაუძლო წინა მთავრობამ დაიწყო გზების და ესტაკადების აშენება ამანაც გაუძლო რამდენიმე წელი მერე ამათმაც დაიწყეს ახალი გზების აშენება სადაც რამე შეიძლებოდა ამით ამოიწურება რესურსი მეტი არაფელი ეშველება იმდენი მანქანა დადის უკვე არაფელს აზრი არ აქვს იმატებს და იმატებს კიდე მანქანები კალაძე კიარა ვინც არ უნდა მოვიდეს თუ მანქანები არ შემცირდა საშველი არ არი, ეს სდადიონები კომუნისტების დროს შენდებოდა ქალაქის ცენტრებში ყველგან ეგრეა საბჭოთა ქალაქებში, რაც შეეხება სტუმარ გუნდებს მეტი ყურადღებაა საჭირო აუცილებლად პოლიცია უნდა აცილებდეს ის მარშუტი მაქსიმალურად კონტროლირდებოდეს
Soso
22 სექტემბერი 2022 23:07
7
მუშტაიდის პარკის და დინამო არენის გაერთიანების კარგი პროექტი ჩანასახშივე მოკლეს. თბილისი არენაზე მოხვედრა მსგავსი პრობლემების წინაშე გაყენებს. უჭკუო ურბანისტების გადამკიდე კიდევ კარგადაა თბილისი, ბეტონის ჯუნგლების ქცეული! მანქანა იცოცხლე, ბევრია. ტრამვაის ლიანდაგების მიშამ ბილეთს მიჰყიდა... ისტორიული იერსახე მთლად დაკარგული აქვს ქალაქს, თუმცა 10 წლის წინ უფრო უარესი მდგომარეობა იყო. კიდევ კარგი, ქალაქის განაშენიანების გრძელვადიანი კონცეფცია არსებობს, მაგრამ არის ზოგიერთი რამ, რაც გამოფენა!...
ლაშა
22 სექტემბერი 2022 23:20
23
არა, ტურისტები ხომ უნდათ, ასევე ტურიზმიდან ბიუჯეტში შემოსული პრემიები. აი ხალხისთვის პრემია-დანამატები რატომღაც ლექსიკონში არ წერია. ზედა კომენტარში დისლაიქი აშკარად საცობების მომხრისაა. ეტყობა მერიის თანა-მშრომელია... არსად არ დაგეკარგოთ!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 23:05
8
იდგებონდენ პოლიციის კორტეჟთან ერთად საცობში
Fft
22 სექტემბერი 2022 23:02
4
პროვოკაცია კიარა, კალაძეს ტვინის უჯრედები იმდენად გადაიტვირთა, ჭედავს! არსად, ნორმალურ ქვეყანაში ქალაქის ცენტრში არაა სტადიონი. მანამდე ხომ თბილისი არენა აშენდა (ისე აშენდა ამათი პატრონი), ეს ორგანიზების უუნარობა კი თვალში საცემია ბულგარეთის შემდეგ...
ლაშა
22 სექტემბერი 2022 22:54
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული