საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
ჩემი აზრით ცუდი თამაშის მიზეზი მოედანი იყო,მოედნის მორწყვა ვერ ვისწავლეთ არაა ეს პირველი შემთხვევა.გილოცავთ ყველას
levani
23 სექტემბერი 2022 22:09
3
მარტო ჩვენთვის ხომ არ იყო ცუდი მოედანი?
საბა
23 სექტემბერი 2022 22:14
0
მაკედონიამ კვარა კარგად ამოკეტა, ფაქტიურად მარცხენა ფლანგიდან შანსი არ მისცა და რა ქნა კვარამ? ჯერ მარჯვენა ფლანგიდან მის აქტიურობას გოლი მოყვა და მერე ბუდუს დიდებული გარღვევა, როგორ ფორვარდივით გაყვა და დაასრულა. ეს არის უმაღლესი კლასი ფეხბურთელის რომ თამაში არ მიგდის ფინტები არ მიგდის და ასრულებს! კვარა უნივერსალია. მთლიანობაში გუნდმა ვერ ითამაშა, დაცვა წვალობდა, ბევრი შეცდომაც დაუშვა მაგრამ მთლიანობაში ნორმალურად ითამაშა. ნახევარდაცვა არ ვარგოდა, ბარდიმ აქეთ იქით აცურავა ჩვენები. როგორც გუნდი მაკედონიამ უფრო გამართული ფეხბურთი ითამაშა. ბუდუ ცალკე აღვნიშნის ღირსია, კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა. მამარდა უძლიერესია და დიდი პლუსი გვაქვს ეგეთი მეკარე რომ გვყავს კარში.
zaza
23 სექტემბერი 2022 22:09
0
მაგიტომ უნდა იყოს კვარა თავისუფალი სდიონ სადამდეც უნდათ მთელ მოედანზე ხომ ვერ ამოკეტავენ. ყველა მისნაირი ფეხბურთელები უნდა იყვნენ თავისუფლები ოღონდ არ უნდა გაამხილოს ოფიციალურად მწვრთნელმა რომ მოწინააღმდეგე დააგოიმოს
ერთი
23 სექტემბერი 2022 22:20
0
აბურჯანია და კვეკვე იყვნან სასწაულად ცუდები სამწუხაროდ საშინელი ხარისხია თამაშის:(( გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა გილოცავთ ყველას მაგრამ შსცდომები და სუსტი რგოლების გამოსწორება გვმართებს
Papuna
23 სექტემბერი 2022 22:08
0
გილოცავთ ყველას! ესაა კლასი. არც ისე კარგი თამაში მაგრამ მოგება!
შოთა
23 სექტემბერი 2022 22:07
2
ძალიან კარგი შედეგია, ყველას ვულოცავ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ რომ კიდე ვნახავთ გამარჯვებებს....
მაგრამ ერთიც უნდა ავღნიშნო, 60-65 წუთის მერე გუნდი "ჩაჯდა", ფიზიკურად ვერ უძლებენ. ეს ჩვენი ყველაზე სუსტი ადგილია.
თემო
23 სექტემბერი 2022 22:07
1
მადლობა ბიჭებს მაგრამ დღეს ბუდუ განსაკუთრებული იყო,ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ფაქტიურად ნახევარდაცვიდან თამაშობდა და იმიტომ დაიღალა ძალიან, ნახევარდაცვის რგოლი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. ისე საზიზღარი ფეხბურთი ითამაშეს, ეს მოედანი მორწყული კი არა გადარწყული იყო ატალახებამდე.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23 სექტემბერი 2022 22:40
1
მაგათმა უნდა შეიგნონ რომ 2020 ში საქართველოსთან მოგება იყო მთელი მაგათი ისტორიის პიკი ისიც გამართლებით. მორჩა და გათავდა
Uefa
23 სექტემბერი 2022 22:07
2
მაშინ იმათი მოგება იყო დიდი შეთქმულების ბრალი --უცნაური "კორონით დაავადება" ჩვენი საუკეთესო შემტევების @ დავითაშვილის არ გამოყვანა @ კიდევ რაღავა ნიუანსები და კიდევ მაყურებლის არ შეშვება მაშინ როცა უეფამ მოგვცა უფლება ! იმედია ადრე თუ გვიან გაირჯვევა ვინ და რა იდგა ამ ყველაფრის უკან !
zura222
23 სექტემბერი 2022 22:14
3
ანგარიში კარგია, თამაშის ხარისხი კატასტროფა. ესეთი ცუდი თამაში სანიოლი რაცმოვიდა ალბათ არ გვქონია უნდა გამოვასწოროთ. გიბრალტარს რაც შეილება დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ
ქართველი
23 სექტემბერი 2022 22:05
1
ეხლა სათითაოდ თითო ბოთლი ჭაჭა საჩუქრად და დაახვევინეთ აქედან!!! რომ მწარედ და ტკბილად გახსოვდეთ საქართველოსთან წაგება
chexaviik
23 სექტემბერი 2022 22:05
3
მე მგონი დამთავრდა ,,კარგად ვითამაშეთ,მაგრამ წავაგეთ,, ამჯერად ,,ცუდათ ვითამაშეთ,მაგრამ მოვიგეთ,,
გურულო
23 სექტემბერი 2022 22:01
0
აი აქ იგრძნონა ზუსტად კლასი. ვულოცავ საქართველოს. წინ დიდი გამარჯვებებია!
შოთა
23 სექტემბერი 2022 22:06
2
გილოცავთ სრულიად საქართველოოოოოოოოოოოო ღმერთი გფარავდეთ ბიჭებო. სულ ასე სიარულით მოგეგოთ თამაშები. ცუდად ვითამაშეთ და მოვიგეთ. ვისაც საქართველოს გამარჯვება ეწყინააააა.
roma bejanidze
23 სექტემბერი 2022 22:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული