სანიოლი: დღეს უნდა ვიზეიმოთ - მეტოქემ შეიძლება გარკვეულ ასპექტებში გვაჯობა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღეს მთავარია ის ვიზეიმოთ, რასაც მივაღწიეთ, ის პროგრესი აღვნიშნოთ, რაც უკანასკნელი 6-8 თვის განმავლობაში გვაქვს. ერთა ლიგის პლეი-ოფამდე საკმაოდ დიდი დროა და მასზე ლაპარაკი ცოტა ადრეა.

დაგეგმილი ნამდვილად არ გვქონდა, რომ მეტოქისთვის ბურთი დაგვეთმო. ჩრდ. მაკედონიამ წინა მატჩებისგან განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა და ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა, მისთვის ალღო აგვეღო. ალბათ, გარკვეული წნეხიც არსებობდა, რადგან ჯგუფში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. იმის შემდეგ, რაც გოლი გავიტანეთ, უფრო თამამად ავთამაშდით.

ჩრდ. მაკედონია კარგი გუნდია, გარკვეულ ასპექტებში იქნებ გვაჯობეს კიდეც, მაგრამ ეს კარგი გამოცდილებაა, რათა გუნდმა პროგრესი განაგრძოს.

ამ ეტაპზე გიბრალტართან შეხვედრის შემადგენლობასა და შესაძლო როტაციაზე არ ვფიქრობ. დავაკვირდები, როგორ განვითარდება აღდგენის პროცესი. მე ვალდებული ვარ არა მაქსიმალურად ყველას მივცე თამაშის საშუალება, არამედ საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო.

ფეხბურთში ხშირად გარკვეული ტაქტიკით იწყებ, მაგრამ შესაძლოა, გადაწყობა დაგჭირდეს. გატანილი გოლის შემდეგ უფრო თამამად ავთამაშდით. ფეხბურთი ისეთი ლოგიკური თამაში არაა, როგორიც მაგალითად, ჭადრაკი. შესაბამისად, ყოველთვის შეიძლება, გარკვეულ ეპიზოდებში მეტოქემ შენზე უკეთ ითამაშოს და ტაქტიკურადაც გაჯობოს.

გიორგი ჩაკვეტაძეს ტემპერატურა და მუცლის ტკივილი აწუხებდა. თუკი გიბრალტარში გაფრენამდე ვერ მომჯობინდა, მაშინ ის ჩვენთან ერთად არ იქნება. ის ახლა თამაშს ნამდვილად იმსახურებს".

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩაკვეს 2-3 ,თამაშიდან გატანილი გოლი სჭირდება,რომ დაძაბულობა მოეხსნას და თუ სათავეს, გიბრალტარში დაუდებს,ძალიანაც კარგი იქნება.ბულგარეთში განადგურების შემდეგ,რამდენად მობილიზებული იქნება გიბრალტარი და რამდენად მობილიზებულები ვიქნებით დიდი ანგარიშით გამარჯვებისათვის ჩვენ,არ ვიცი,მაგრამ ვფიქრობ აუცილებლად უნდა ვეცადოთ,თურქებს გავასწროთ ბურთების სხვაობაში.ისინი ფარერებზე თამაშობენ და დღევანდელი ფარერები,თითქოს არც ისე სუსტი ჩანს,რომ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით,ადვილად დამარცხდეს.ბერძნებიც უკვე გადასულები არიან ბ ჯგუფში და კვიპროსთან,რომელსაც ქულები სჭირდება ლიგაში დასარჩენად,შესაძლოა ვერც მოიგონ.მაშინ კი,უკვე პლეი იფებში საკუთარ მოედანზე თამაშის საშუალება შეიძლება გაგვიჩნდეს და მისი გამოყენების შანსიც გვექნება.
სოსო
24 სექტემბერი 2022 13:59
0
პირველი ნახევარი საათის ცუდი თამაში ფსიქოლოგიური წნეხის ბრალია, ამ მხრივ მუშაობა გვმართებს. სამი მცველით თამაში მაშინ ამართლებს, როდესაც აქტიური ფლანგები გყავს (ორივე პასიური იყო, კაკაბაძეც და წიტაც), შედეგად მივიღეთ, რომ დაგვჩაგრეს ნახევარდაცვაში. მარჯვენა ფლანგზე რომ დაეყენებინა ლობჟანიძე, მივიღებდით ძალიან მობილურ მარჯვენა ფლანგს და ალიოსკი იძულებული იქნებოდა დაცვაძე ეფიქრა, არადა გაილაღა გუშინ. მთავარია, არანაირი ავტორიტეტის აღარ გვეშინია, აღარ გვიკანკალებს მუხლები მატჩის დაწყებამდე. წარმატებები ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის
ძველი გულშემატკივარი
24 სექტემბერი 2022 13:53
0
Sami tanmagali centraluri mcveli kargia verc chawodebebze ixeires makedonielebma,verc standartulebze shoridan urtkamdnen dziritadat,magram am dros naxevardacvashi erti kaci gakldeba da iq gailages burtis kontrolze,tan aburjania formashi ar aris da kvekve cota neli fexbutelia,ai am taqtikis(3centraluri)naklic gamochnda romelic gamosasworebelia...
Givi
24 სექტემბერი 2022 10:39
0
ეტი ტამასობდა მეორემ მოიგო
pepe
24 სექტემბერი 2022 10:15
5
ვულოცავ ბიჭებს და მთლიანად საქართველოს.
ანგარიში მშვენიერი, თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. მესმის წნეხი, ნერვიულობა, მაგრამ ასევე კარგად ჩანდა ცენტრში სუსტი თამაში, ბურთის თრევა. სანიოლმაც ხაზი გაუსვა ,,რიგ ასპექტებში შესაძლოა მეტოქე გვჯობდა,,- ო. ყოჩაღ ბუდუს, მამარდას, კვარას...
იმედი მომავლის
baggio
24 სექტემბერი 2022 09:30
0
Bydym da mamardam moiges es tamashi gyndma sashinlat itamasha shesadzleblobebis mxolod 50 procenti
Zaza
24 სექტემბერი 2022 09:11
0
როცა გუნდს თამაში არ მიდის და იგებს ესა დისიპლიმა და მწრვთენელი დამსახურება.ხვიჩა მის გემოზე არ იცვლიდა მხარეებს ის პროფესიონალია და უსმენ მწრვთნელს.ასევ დაცვა იყო დისიპლინის მაგალით მიუხედავად დი წნეხისა თითქმის უშეცდომონიყო.ასე იგებდა იტალია თასებს ელოდა შანს და იყენებდა.მადლობა სანოს:))ეგ ყოფილა ადრე სანოძე მერე გადასულან ხვსურეთში და გადაუკეთებიათ გვარი გამხდარან სანოულები
მოსეხონელი
24 სექტემბერი 2022 08:45
0
რა ვთქვა. ხვიჩა არის ფენომენი.
ერთ კაცს ამხელა გავლენა ქონდეს მე არ მახსენდება.
ნაპოლიშიც იგივეა. თამაშების 90% ხვიჩას თამაშით მოიგო.
მამარდა უბრალოდ უმაღლესი დონე.
ბუდუ კარგია. მაგრამ რა ქნას სისწრაფე აკლია. მემგონი 2 ფორვარდით უნდა ვითამაშოთ.
ზოგადად გუნდის ხერხემალი ნახევარდაცვაა.
- მოდრიჩი, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი -
აი რის ხარჯზე იგებს რეალი ჩემპიონთა ლიგას.
შეხედეთ ჩვენი ნაკრების შუა ხაზსს და ტირილი მოგინდება.
ისევ ხვიჩა ეს პატარა ბიჭი ზიდავს მთელი ნაკრების ტვირთს
Las
24 სექტემბერი 2022 06:24
0
არაბიძე მოუხდებოდა ამ ნაკრებს ძალიან
geo
24 სექტემბერი 2022 04:48
4
მე მეჩვენება თუ მართლა აგვიანებს შეცვლებს? 60ე წუთზე ხო შეიძლება შეცვალოს ფეხბურთელები? თან როცა ვერ გამოდის რაღაც ან დაღლილობა იგრძნობა, ყოველ თამშზე ასე შვრება
გიგა
24 სექტემბერი 2022 01:46
30
შენ ეტყობა ვაისი არ გინახავს. მაგას დამატებით დროში უყვარს ცვლილებების გაკეთება
დავით 67
24 სექტემბერი 2022 04:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული