საქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

AutoSharing Option
ახლადშექმნილი ტურნირი, "ერთა ლიგა", ყველაზე ბოლო დივიზიონში დავიწყეთ და უკვე ორი ლიგით წინ ვართ. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა და ამის არდანახვა შეუძლებელია...

Sportall.Ge

ადრეც დავწერეთ, რომ გარკვეული პრაგმატიზმის გარეშე, მნიშვნელოვან მატჩებში წარმატება რთული იქნება. ჩრდ. მაკედონიასთან (2:0) მოვიგეთ შეხვედრა, სადაც მთელ რიგ ეპიზოდებში კარგად ვერ გამოვიყურებოდით, თუმცა ასეთი რამ გრანდების შესრულებითაც არაერთხელ გვინახავს - თუკი გუნდური ელემენტები არ მუშაობს, გადამწყვეტი ინდივიდუალური მოქმედებები ხდება. ის, რომ შედეგის (10-მატჩიანი წაუგებელი სერია) პარალელურად, პრეტენზიები თამაშის ხარისხზეც გვაქვს,
ეს უკვე სასიხარულოა.

მთავარ პრობლემაზე...

საქართველოს ნაკრები მაინც გარკვეულწილად, შებოჭილია ისეთ შეხვედრებში, სადაც ინიციატივის აღება და შეტევა გვჭირდება. ბოლო მატჩიც ჩანდა, რომ გოლის გატანა ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარებოდა. გარდა ამისა, სანიოლის ნაკრებისთვის სივრცეების ათვისება მნიშვნელოვანია და მისი გუნდიც ელოდება მომენტს, როცა მეტოქე უფრო ზემოთ ამოიწევს და შეტევაში ჩაერთვება. ეს პრობლემა ჩვენზე მაღალი დონისა და კლასის გუნდებსაც აწუხებთ - როცა მოწინააღმდეგე მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ხიფათის შემქმნა გაძნელებულია.

Sportall.Ge

თუკი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში სასურველ მეტოქეებზე ვსაუბრობთ, ასეთად ყველაზე მეტად ყაზახეთთან თბილისში შეხვედრის ჩატარება წარმოგვიდგენია, რომელთანაც ხსენებულმა პრობლემამ შესაძლოა, თავი ისევ იჩინოს, მანამდე კი შესარჩევი ეტაპია, სადაც თბილისში პირველ ნომრად თამაში დაახლოებით ჩვენი კალიბრის გუნდებთან თამამად უნდა შევძლოთ. ამისთვის ნახევარდაცვაში ინიციატივის მეტად აღება და შემოქმედებითი მოქმედებებია საჭირო.

ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მეტოქემ განსხვავებული ტაქტიკა შესთავაზა და მის ნაკრებს ამისთვის ალღოს ასაღებად გარკვეული დრო მოუნდა. ფრანგ მთავარ მწვრთნელსაც მეტი მცდელობა დასჭირდება, რათა გუნდი ყველა სიტუაციისთვის ბოლომდე მზად იყოს. კარგია, როცა ფლანგებზე ამხელა უპირატესობას მოპოვება შეგიძლია, თუმცა სხვა რეალობასთან შეჭიდებაც უნდა მოვახერხოთ.

სათამაშო პრაქტიკისა და მაღალი დონის ლიგის როლი

საქართველოს ნაკრებში ახლა გამოძახებულ ფეხბურთელთა უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ აქვთ, ასეთს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში ვაწყდებით და ეს მათ გამოსვლას გარკვეულწილად, მაინც დაეტყო. ამიტომ მნიშვნელოვანია, კლუბებში ყველა მაქსიმალურად დაიტვირთოს. გარდა ამისა, მაღალი დონის ლიგაში და მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება მოთამაშის კლასისთვის მალევე შესამჩნევი ხდება.

Sportall.Ge

გიორგი წიტაიშვილი თამაში დაცვით ფაზაში ქებას იმსახურებდა, თუმცა ის, რის გამოც, მისი გამოსვლა ახალ პოზიციაზე მოგვწონს, ახლა ნაკლებად გამოავლინა - ბურთის მოწინააღმდეგის ნახევარზე სწრაფად გადატანა, შეტევაში ჩართვა და ზონების გახსნა, კარგი ჩაწოდება. ის სწრაფია და როცა ჩვენი ფეხბურთელები ბურთს მოიპოვებენ, იერიშებზე მიყოლა მეტად შეუძლია. პირველი გოლის დროს, ლოგიკურად, გიორგი აბურჯანიას შეტევა მარცხნივ უნდა გაეგრძელებინა, თუმცა წიტაიშვილმა შეტევაში ჩართვა დააგვიანა, "აბუმ" კარში დაარტყა და მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, ეს ეპიზოდი გოლით დასრულდა, თუმცა ხაზს იმას ვუსვამთ, რომ "ლეხში" მცირე სათამაშო პრაქტიკამ ჩვენს ფეხბურთელზე კვალი მაინც დაატყო. დამაჯერებლად ვერ ირაკლი აზაროვი შემოვიდა, რომელმაც ახალ გუნდში მისვლისთანავე ტრავმა მიიღო და ჯერ სათანადოთ ვერ თამაშობს.

მატჩის წინაც ვწერდით, რომ პრაქტიკის თვალსაზრისით, ამ პოზიციაზე გურამ გიორბელიძის ხილვა იყო მოსალოდნელი და მას შანსი ალბათ, გიბრალტარში მიეცემა, კიდეც.

Sportall.Ge

რაც შეეხება მეორე საკითხს, ლუკა ლოჩოშვილი შეხვედაში ცვლილებიდან ჩაერთო. მას სერია "ა"-ში ბოლო ტურები კარგი არ ჰქონდა, მაგრამ მის თამაშში კლასის ამაღლება და თამაშის წაკითხვის უნარი კარგად გამოჩნდა, ორჯერ სახიფათო იერიში დაბლოკა.

ასე რომ, ტოპლიგებში კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი გვჭირდება. რადგანაც პრაქტიკაზე ვსაუბრობთ, ის, რომ ზურიკო დავითაშვილი მეორე ტაიმში ნაკლებად აქტიური იყო, სწორედ იმას უნდა დავაბრალოთ, ბოლო დროს მაინც ბევრი რომ გაუცდა (ობიექტური მიზეზით) და "ბორდოში" პირველი მატჩი ახლაღა ჩაატარა (გაიტანა კიდეც). მას ლიდერობისთვის ყველა მონაცემი აქვს.

რის ხარჯზე?

განვლილ თამაშს თუ მარტივად განვიხილავთ, გამარჯვებას მხოლოდ ინდივიდუალურ მოქმედებებს მივაწერთ, მაგრამ ყველაფერი დეტალურად რომ გავაანალიზოთ, ჩვენმა ნაკრებმა შუა ხაზში სტუმართა არაერთი გადაცემა ჩაჭრა, მეტოქეს ბურთი აართვა და გოლები ასე შექმნა. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც წარმატებისთვის ძალიან საჭირო იყო.

Sportall.Ge

სულ ვწერთ, რომ გუნდი ერთ ფეხბურთელს ზედმეტად არ უნდა ჩამოეკიდოს, მაგრამ ლიდერის ძალა კიდევ ერთხელ დავინახეთ. მაშინ, როცა მეტოქემ თავისი თამაში თავიდანვე თავს მოგვახვია და თითქოს, არაფერი გამოგვდიოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი გოლი შექმნა - კუთხური ძალიან ჭკვიანურად გაითამაშა და სანამ მეტოქეები მასზე გადაეწყობოდნენ (რატომღაც, პირდაპირ ჩაწოდებას ელოდნენ, თანაც ხვიჩამ მაგ პერიოდში ფლანგი შეიცვალა), სივრცე შეიქმნა და საჯარიმოში ისეთი ბურთი შეატარა, რომელსაც ვიღაც აუცილებლად შეეხებოდა და ასეც მოხდა (მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა).

ბუდუ ზივზივაძის თამაში კი უბრალოდ, აღფრთოვანებას იმსახურებს. ჩვენი უპირატესობა მყარი ისევ არ იყო, როცა მან "კვარას" გოლი შეუქმნა. მსგავსი შეხვედრების ბედს ასეთი ინდივიდუალიზმი წყვეტს. "ნაპოლელ" ელიფ ელმასს ცდა არ დაუკლია, თუმცა ის საკმარისი არ გამოდგა, მის გუნდი კი ერთიანობაში, ჩვენი კალიბრის არ აღმოჩნდა. არადა, მათ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა იტალიის ნაკრები დატოვეს და სტუმრად გერმანიაც კი დაამარცხეს.

Sportall.Ge

ახალი ერა?

ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ ჩვენი ნაკრების გამოცდილ წევრებს, გურამ კაშიასა (99-ე მატჩი) და საბა კვირკველიას, სხვების ცალკე გამოყოფა შეიძლება, თუმცა ეს მატჩი გიორგი მამარდაშვილის და იქნებ, საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ერის დასაწყისად იქცეს. "ვალენსიას" მეკარე, რომელმაც ნაკრების რიგებში საშინაო მატჩი პირველად ჩაატარა, ძალიან დამაჯერებელი იყო და 4 შეხვედრიდან მე-3 "მშრალი" თამაში ჰქონდა. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა გიორგი ლორიას გამოცდილებასა და დამსახურებას, თუმცა "მამარდამ" პირველი მეკარის სტატუსისკენ უკვე საბოლოო და დიდი ნაბიჯი გადადგა...

მოდუნების დრო არ გვაქვს - გიბრალტარშიც უნდა გავიმარჯვოთ, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მაქსიმალურად მაღალი ადგილით უნდა შევიდეთ, მანამდე კი შანსი შესარჩევი ეტაპიდანაც უნდა მივიღოთ, რომლის კენჭისყრაც მალე, 9 ოქტომბერს შედგება.

altსაქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altსანიოლი: დღეს უნდა ვიზეიმოთ - მეტოქემ შეიძლება გარკვეულ ასპექტებში გვაჯობა

მკითხველის კომენტარები / 32 /
ან მოედნის საფარს მიხედეთ "დინამო"-ზე, ან საშინაო თამაშები ბათუმში უნდა ვითამაშოთ.
margal
25 სექტემბერი 2022 11:30
0
მართალია,მოედნის საფარი დინამოზე მისახედია. საფარით ფასდება სტადიონი, მითუმეტეს ტექნიკურ გუნდს ცუდ საფარზე თამაში უჭირს
მერაბი
25 სექტემბერი 2022 17:53
0
ადრე სულ ასე ვიძახდით, კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო.
სჯობს ცუდად ვითამაშოთ და მოვიგოთ.
buba
25 სექტემბერი 2022 08:38
0
მთავარი პრობლემა გუშინდელ თამაშში ნახევარდაცვის ცენტრი იყო,ცენტრალურ ნახევარმცველებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, დღევანდელ ფეხბუღთში ცენტრალურ ნახევარმცველებს მიყავთ თამაში.მწვრთნელებმა ამაზე ბევრი უნდა იფიქრონ.
qomagi
24 სექტემბერი 2022 19:31
0
ამ ყველაფრის გარდა უბურთოდ მოძრაობა და სივრეების ათვისება უნდა ისწავლონ და გახსნა. იყო მომენტები როდესაც გაიქცნენ ჰგონიათ გაიხსნენ და ბურთი ცოტა შეყოვნდა უკან და წინ გაქცეულები გაჩერდნენ მოტრიალდნენ და ელოდებიან როდის ავა ბურთI მათთან ამავე დროს დამცველები ახლოს მეურვეობდნენ. ასევე დაცვაში შუა ხაზის მოთძამაშეებს ეხება რადგან ყველაზე მეტ სამუშაოს ისინი უნდა ასრულებდნენ უკან ჩამოსვლისახ მომენტები იყო ან იდგნენ ან სელა მოსეირნობდნენ იმის მაგივრად რომ თავისი ადგილი დაეჭირათ და როკორც კი ბურთი მათ გასცდად მერე ვითომ გაიქცნენ მაგრამ რომ იგრძნნეს რომ ვერ დაიჭერდნენ გააგრზელეს სეირნობ საკუთრი საჯარიმოსკენ. ეს ნისნავს ფიზიკურად მომზადებულები არ იყვნენ ან გადაღლილები. იმედი მწვრთელები გადახედავენ და გაანალიზებენ ზუსტად ამის გამო იყო პასებში ბევრი უზუსტობა, და ბევრჯერ ბურთის თავიდან მოშორების ცდა 98% მაკედონიელებს ჩააბარეს უკან. ყოჩაღ ბუდუ, ძალიან ბევრი იმუშავა და ცდა არ დააკლო რამაც შედეგიც გამოიღო და განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კვარასადმი პასი, ბევრი თVიოთო დაარტყამდა და გაიტანდა მაგრამ 100% იანი მისცა. ეს მეტყველებს გუნდის კარგ მეგობრულ ურთIერთობაზე, ბუდუს კაერგ კაცობაზე და საუკეთესო თვისებებზე. ძალიან მიხარია რომ ასეთი კარგი ცენტრ შემტევი გვყავს უფრო ევროპული სტილის და ფეხითაც და თავითაც კარგად თამასობს, იმედია გუშინდელ თამაშს უკეთესი ლიგებიდან ვინმე დაესწრო და კარგი იქნებოდა ან გერმანიის კარგ გუნდში, ესპანეთში, იტალიას, საფრანგეთს ან ინლისიდან განსაკუთრებით შეთავაზება იყოს. ჯეკოს სტილის ფორვარდია და მე მგონი. შეუძლია მის დონეზე ასვლა. მამარდამ დაამტკიცა ყველაფერი და არც სჭირდება დამტკიცება, კარგად ვიცით რა დონის არის და რაც ფასიც დაადეს. კარგია რომ კონკურეცია გაიზარდა ყველა ადგილზე, მაგრამ შუა ხაზსსჭირდება უფრო მეტი ფიზიკურად ძლიერი და ასევე ტქნიკური ფეხბურთელები რომელთაც დაცვაში თამაშიც შეუძლიათ რადგან მათ გარეშე თამაში არ იგება სწორად და ბევრი ხარვეზებია. მამაგრამ შეიძლება კიდევ ბევრის გასინჯავ ნაკრებში ჩემპიონატიდან, თუ გინდ ხორხელების ან პატარა ნონიკაშვილის... არაბიძე წინ კარგია მაგრამ უკან ჩამოსვლა და ბურთზე ბრძოლა არ უყვარს და ამიტომაც არ იძახებენ. გაგნიძეს უნდა მიეცეს შანსი პირველ გუნდში. დაცვა მთლიანობაში ყოჩაღ არის იქაც ხარვეძები მაგრამ გაგვიმართლა გუშინ რომ ვერ გაგვიტანეს. ბევრი ნიჭიერი ბიჭები მოდიან კიდევ და იმედია ყველას ხვიჩას ნიმუში უფრო მეტ მონდომებას მისცემ და შრომასაც არ დაიზარებენ. ბოლოს ვიტყოდი ასეთი მთლიანობაში ცუდად ნათამაშების მოგება დიდი საქმე რაც ნიშნავს ჩვენსა და მათ შორის კლასშI განსხვავებას
simartle
24 სექტემბერი 2022 18:02
0
როცა გუნდში კვარაცხელიაა ნებისმიერი გუნდი თუ ნაკრები ფრთა შეკვეცილია წარსული ისტორიას ჩაბარდება მგონია კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ ... რამდენიმე თივს წინათ ორით და სამით ნულები კი არა გოლის გატანა სანატრელი გვქონდა გუშინ სანიოლმა მოიგო პრაგმატიზმით . ზივზივაძე მაგარი იყო ... პ.ს ჩემი აზრითაც ახალი ერა იწყება კვარაცხელია მამარდაშვილის თამადობით .
dato
24 სექტემბერი 2022 18:00
0
სუსტად ვითამაშეთ და 2:0, კარგად რომ გვეთამაშა,ალბათ მაკედონიას საშვილიშვილოდ შევარცხვენდით,როგორც მაგ. უელსი,ან სომხეთი
კაკო
24 სექტემბერი 2022 17:27
0
2006 წლის იტალიის თამაშებიც არ იყო მოსახიბლი. უმეტეს შემთხვევაში მეტოქე ჯობდა მაგრამ მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ისე რომ მთლიანად ორი გოლი გაუშვეს(ავტოგოლი და პენალტი). თუ გინდ ერთხელ გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე ჩვენები მთავარია მოვიგოთ.
აკო
24 სექტემბერი 2022 17:15
1
მთლიანად ცუდად ვითამაშეთ. ფაქტიურად თამაში იმათი ტაქტიკით მიდიოდა. ბურთი ვერ ამოგვქონდა. ჩვენი დაცვა ნული იყო. ამიტომ ნახევარდაცვა ფაქტიურად დაცვაში იდგა და თამაშის ირგანიზებას ვვერ ახერხებდა. სამწუხაროდ მოწინააღმდეგის პრესინგის წინააღმდეგ გუნდი მზად არ არის. ასე თურქეთიც მოგვიგებს და საბერძნეთიც. მოვიგეთ იმიტომ რომ, იმათი დაცვა მოშიშვვლდა, თან სუსტი დაცვა ყავთ.
სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები არასტაბილურია, ვერ გაიგებ როდის რას იზამს, განსაკუთრები ცუდად ვთამაშობთ გადამწყვეტ თამაშებს.
მემგონი
24 სექტემბერი 2022 16:20
18
ყველამ იცის ჩვენი მთავარი სუსტი წერტილი: მაღალი პრესინგიდან თავის დაღწევის პრობლემა და შესაბამისად ბურთზე კონტროლის დაკარგვა. სპალეტის "ნაპოლიში" ეს საქმე იდეალურად აქვს დაყენებული.
ვილისთვის რჩევა
24 სექტემბერი 2022 16:13
0
" კარგად ვითამაშეთ,მაგრამ წავაგეთ " .ეს იყო ის ფრთიანი ფრაზა და სიტყვები,რომლებიც მე პირადად მაბრაზებს და მაცოფებდა.გუშინ ცუდად ვითამაშეთ ( მოდით ალალად ვთქვათ ) მაგრამ მოვიგეთ.მე ეს უფრო მირჩევნია.კი,ნაკლი ბევრი იყო და ბევრის განცდა-ნერვიულობით 5 ლიტრი ლუდი და 1 თევზი შემომეჭამა,მაგრამ მოდით ვიყოთ ობიექტურები.რა საფეხბურთო წუმპეში ვიყავით და ეხლა რა სიამაყით ვართ თუნდაც B ლიგაში გადასვლით.წარმოიდგინეთ ევროპული კვალიფიკაციის მეორე კალათაში ვართ და არა ისევ მეოთხე ან მეხუთეში.მჯერა,რომ იბერია გაბრწყინდება
ჯელა
24 სექტემბერი 2022 16:04
3
მოკლედ ვიტყვი, - ,,კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ'' იყო ბოსკამპის დროს, მაშინ ზურა ხიზანიშვილი იყო 17 წლის, ამ საუკუნეში, სადღაც ერთი ტაიმი და ცხადაძის დროს ერთი თამაში თუ ვითამაშეთ კარგად და წავაგეთ ეგ იყო მხოლოდ გამონაკლისი და არა ტენდენცია, ასე რომ საერთოდ არ არი, ამ საუკუნეში მაინც, ეგ გამოთქმა ჩვენს ნაკრებზე. რასაც თამაშობდნენ იმ შედეგსაც იმკიდნენ.
არ მიქვეყნებენ ვრცელ კომენტარს
24 სექტემბერი 2022 20:26
0
ვინც ჯერ კომენტარებს კითხულობს და მერე სტატიას (ან ზოგჯერ სტატიას საერთოდ არა :დ) - LIKE :))
ლადო
24 სექტემბერი 2022 20:00
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული