ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია (2:0) დაამარცხა, "ერთა ლიგის" B დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა. თბილისში გამართულ შეხვედრას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"მოკლედ, გუშინდელმა თამაშმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველს ნაკრებს აქვს ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და ეს საყრდენი ნახევრმცველების ზონაა.

სხვა ყველა რგოლში გვვყავს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბერთელები და გვაქვს კონკურენციაც. შეტევაში ამ მხრივ მშვნეიერი სიტუცაიაა . იგივეა დაცვაშიც - აქაც არიან მაღალი კლაისის ფეხბურთელები. ასევე არაგვიშავს ფლანგებზე. აი, ცენტრალური ზონა კი ჩავარდნილია.

ბერვს კი ეგონა,
რომ ნაკრებმა სპეციალურად აირჩია გუშინ მეორე ნომრად თამაში და სპეციალურად დათმო ცენტრი, მაგრამ სანიოლმა პრესკონფერნციაზე ნათლად თქვა, საერთოდ არ ვგეგმავდით ცენტრის დათმობასო ანუ დაგვათმობინეს. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ცენტრის ჩაავრდნის შედეგია.

ჩვენ თუ ამ ზონაში კონკურენცია არ გავზარდეთ, არაფერი გამოგვივა უფრო მაღალ დონეზე. მარტო ხვიჩა ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ერთი კიტეიშვილია, ვინც შეიძლება აქ სიტუაცია გამოაწოროს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს და კიდევ გვჭირდება რამდენიმე მისი დონის საყრდენი, ვისაც ართმეავც შეუძლია, ბურთის დაჭერაც და შეტევაში სწრაფად გადასვლაც . ბევრს ლუკა გაგნიძის ეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდულში თამაშობს.

ამიტომ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: თამამი ექსპერიემტები ჩავატაროთ და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შევუცვალოთ. რადგან შეტევაში ბევრი გვყავს მაღალი კლასიის ფეხბურთელი, სწორედ იქ მოვძებნოთ ისეთები, ვინც შეიძლება საყრდენობასაც გაართვას თავი. თორემ ვიღებთ სიტუაციას, როცა რამდნეიმე მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე გვიზის, რადგან შეტევაში დიდი კონკურენციაა. ამის ფუფუნება კი ჩვენ ნამდვილად არ გვავქს.

იგივე ჩაკვეტაძე ავიღოთ, მაგალითად. ვინც "სლოვანის" თამაშებს თვალს ადევნებს, ნახავდა, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ძველ კონდიციამდე ბევრი უკლია, მაგრამ 90 წუთი უკვე ჩვეულებრივად თამაშობს. ახლა სიცხეს რომ არ მიეცა, სად უნდა დაეყენებინა სანიოლს? მარცხნივ მის ადგილზე ხვიჩა თამაშობს, ცენტრში ათიანის პოზიცია სანილის ტაქტიკურ სქემაში, 3-4-3 საერთოდ არაა. მარჯვნივ ზურიკო დგას კარგად. ანუ სკამზე უნდა დაესვა. გვაქვს კი ჩვენ იმის ფფუნება, რომ ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს? ან ლობჟანიძის? საყრდენ ზონაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელია მათი დონის?

Sportall.Ge

ამიტომ თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც გიბლალტარია, ღირს ექსპერიმეტის ჩატარება და საყრდენებად ჩაკვეტაძის და ლობჟანიძის მოსინჯვა. ლობჟანიძე სწრაფი და თავდაუზოგავი მოთამაშეა და დარწმუბული ვარ, სადაც უნდა დააყენო, ყველგან გაამართლებს. "ჩაკვეზე" უფრო შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ "სლოვანში" ვიასი მას უკვე სტაბილურად აყენებს ცენტრში, მართალია უფრო ათიანის პოზიციაზე, მაგრამ უკნიდანაც ხშირად უწევს თამაში და ურიგოდ არ გამოიყურება. იგივე შეიძლება ამ პოზიციაზე "ბათუმელი" მამუჩაშვილის მოსინჯვაც.

ვარიანტები არის, მხოლოდ საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები. არ დაგავიწყდეთ, რომ არც ანანიძე იყო საყრდენი, ვიდრე ის კახა ცხადაძემ არ მოსინჯა ამ პოზციაზე და გახსოვთ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაღალი დონის საყრდნების გარეშე, გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება და მაკედონიაზე ცოტა უკეთესი გუნდიც კი წელში გადაგვტეხავს."

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ჩავატარებთ.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
ყველაფერჩიკი
oto
26 სექტემბერი 2022 11:53
1
როგორ ფიქრობ ამ კაცმა უკეთ არ იცის რა გააკეთოს შენაირი მასწავლებლები ბევრი გამოხტება და აბა რამდენს უნდა დაუჯეროს ძალიან კარგად მიუძღვება გუნდს და მოდი რა ვაცალოთ.
ქალდეველი
26 სექტემბერი 2022 09:35
3
ან ლორიას დონის მოთამაშე რამდენი გვყავს?
დავაყენოთ საყრდენ ზონაში, თან მაღალია და საჰაერო ორთაბრძოლებსაც მოიგებს.
ვაცლავ ჰაველი
25 სექტემბერი 2022 10:30
4
თუ პოლიტიკური ჟურნალისტი ხარ მიხედე შენ სფეროს!!ეს ყველაფერშჩიკი ხალხი აღარ დამთავრდა რა…
თემო
25 სექტემბერი 2022 09:32
5
თავისი აზრი გამოყქვას,მოწოდების უფლება ვინ მისცა სანიოლის ტრენერია???
ოე ვასია
27 სექტემბერი 2022 05:33
0
მერაბი პოლიტიკური ჟურნალისტია და შენ ფეხბურთის ექსპერტი? არ იცი რომ აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს? მთლად ნუ გამოქოცდებით გაუხედეთ ირგვლივ 70% ორივე ეჯავრებით. მაგრამ უკვე იმდენი ქენით რომ ნაცებზე უფრო ეჯავრებით.
დავით 67
25 სექტემბერი 2022 10:36
4
ტაქტიკის ამბავია. 3 ცენტრალური მცველით თამაშობს, რაც ასუსტებს საყრდენ ნახევარდაცვას და 10-იანის პოზიცია რჩება თამაშგარეთ.
გამოდის რომ ცენტრალური მცველები გვყავს სუსტი რახან 2-ის მაგივრად აყენებს 3-ს.\
ჩაკვეტაძემ თუ აღიდგინა კონდიციები ის აუცილებლად 10-იანის პოზიციაზე უნდა დადგეს, აქვს გოლის ალღო და რაც მთავარია კვარაცხელიასავით თამაშში ხარისხობრივი უპირატესობის მოპოვების თვისება
las
25 სექტემბერი 2022 09:19
0
არაა ეგრე.
ნახევარმცველები არ გვყავს საერთოდ და მაგიტოა საჭირო სამი ცენტრალური მცველი.
ორ ცენტრალური მცველისთვის არც საჭირო დონის ფლანგის მცველებიც არ გვყავს, სამწუხაროდ.
ფლანგიდან თუ გვიტევენ ერთი ცენტრალური მცველი ეხმარება ფლანგის მცველს ( არც კაკაბაძე, არც აზაროვი და მითუმეტეს არც წიტაიშვილი დაცვითი სქილებით არ გამოირჩევიან ) და ცენტრიდან თუ გვიტევენ, რადგან ნახევარდაცვა ფაქტიურად არ გვყავს რაოდენობით ვიცავთ თავს.
las
25 სექტემბერი 2022 10:39
0
მამარდაშვილი მისწრებაა მაგ ადგილას.უნდა ჩამოიყვანონ რამენაირად.მსოფლიოდან,მოკვეთილია, ეხლა ევროპიდან 2024-ა მოკვეთეს და ესაა სწორედ გამოსაყენებელი.თავი დავანებოთ ამ ამპარტავნობას-რა გვაქვს აქ ქ.ხვეწნაზე არაა აქ საქმე,ქვეყანას და ნაკრებს ჭირდება წარმატებისთვის.
კახა ქ.
25 სექტემბერი 2022 07:54
0
ჟურნალისტიკაში ხპმ დაბრდღვნა ყველაფერი,მერე პოლიტიკაშიც ხომ უცებ გაიბრწყინა ( მგონი ბურჭულაძის პარტიაში) და ეხლა სანიოლის მიძღვრავს
ადამიანი
25 სექტემბერი 2022 07:39
0
ხალხნო ბოლოს თამაში რო დამთავრდა ხვიჩასთან დავითაშვილი მივიდა და ხვიჩამ ისე უხასიათოდ უთხრა რაღაცაზე ყ...ობააო,მეტი აღარ გამოჩდა და არც ის მინდა ვინმეს ეგონოს ინტრიგნულს და რაღაცას ვქექავდე ნაგრამ,ის ჩვენი ბიჭია და თუ რამე არ სიამოვნებს იქნებ გამოსწორებადია და ბოლომდე ბედნიერი იყოს მაგის თქმას ვცდილობ,მკითხაობის მოყვარულებისთვის არ ვწერ,ვინც იგივე დააფიქსირეთ რაში შეიძლება იყოს საქმე თუ გაქვთ თქვენი აზრი ან ფაქტებით ან გაგონილი იქნებ გაგვერჩია
მირო
25 სექტემბერი 2022 04:56
0
ეგ კი არ უთხრა მაგრა დავიღალეო
ზვიადი
25 სექტემბერი 2022 11:14
0
მშვენიერი შედეგი არი ნაკრებში მადლობა ბიჭებსაც და ვილის..რაც შეეხება სუსტი მხარების სრულყოფას რათქმაუნდა აუცილებელია. როგორ და რა საშვალებებით.?..შეიძლება ექსპერიმენტებიც თუ დამჯერებლად დავწინაურდით გიბრალტანაც...ან ამხანაგურებში.. შეიძლება იმპროვიზირებაც... ვნახავთ მთავარია შედეგი გვაქ და ესეიგი სწორ გზას ვადგავართ.. ყველა აზრი საინტერესოა.. და ლანძღვა კიდე უადგილო. წარმატებები ქართველებო.
გლორია
25 სექტემბერი 2022 02:39
0
თუ მეტყვით ყანდიაშვილი ვინ არის და ტროლობა რას ნიშნავს, მადლობელი დაგრჩებით !
დ.დ.
25 სექტემბერი 2022 01:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული