ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია (2:0) დაამარცხა, "ერთა ლიგის" B დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა. თბილისში გამართულ შეხვედრას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"მოკლედ, გუშინდელმა თამაშმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველს ნაკრებს აქვს ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და ეს საყრდენი ნახევრმცველების ზონაა.

სხვა ყველა რგოლში გვვყავს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბერთელები და გვაქვს კონკურენციაც. შეტევაში ამ მხრივ მშვნეიერი სიტუცაიაა . იგივეა დაცვაშიც - აქაც არიან მაღალი კლაისის ფეხბურთელები. ასევე არაგვიშავს ფლანგებზე. აი, ცენტრალური ზონა კი ჩავარდნილია.

ბერვს კი ეგონა,
რომ ნაკრებმა სპეციალურად აირჩია გუშინ მეორე ნომრად თამაში და სპეციალურად დათმო ცენტრი, მაგრამ სანიოლმა პრესკონფერნციაზე ნათლად თქვა, საერთოდ არ ვგეგმავდით ცენტრის დათმობასო ანუ დაგვათმობინეს. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ცენტრის ჩაავრდნის შედეგია.

ჩვენ თუ ამ ზონაში კონკურენცია არ გავზარდეთ, არაფერი გამოგვივა უფრო მაღალ დონეზე. მარტო ხვიჩა ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ერთი კიტეიშვილია, ვინც შეიძლება აქ სიტუაცია გამოაწოროს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს და კიდევ გვჭირდება რამდენიმე მისი დონის საყრდენი, ვისაც ართმეავც შეუძლია, ბურთის დაჭერაც და შეტევაში სწრაფად გადასვლაც . ბევრს ლუკა გაგნიძის ეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდულში თამაშობს.

ამიტომ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: თამამი ექსპერიემტები ჩავატაროთ და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შევუცვალოთ. რადგან შეტევაში ბევრი გვყავს მაღალი კლასიის ფეხბურთელი, სწორედ იქ მოვძებნოთ ისეთები, ვინც შეიძლება საყრდენობასაც გაართვას თავი. თორემ ვიღებთ სიტუაციას, როცა რამდნეიმე მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე გვიზის, რადგან შეტევაში დიდი კონკურენციაა. ამის ფუფუნება კი ჩვენ ნამდვილად არ გვავქს.

იგივე ჩაკვეტაძე ავიღოთ, მაგალითად. ვინც "სლოვანის" თამაშებს თვალს ადევნებს, ნახავდა, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ძველ კონდიციამდე ბევრი უკლია, მაგრამ 90 წუთი უკვე ჩვეულებრივად თამაშობს. ახლა სიცხეს რომ არ მიეცა, სად უნდა დაეყენებინა სანიოლს? მარცხნივ მის ადგილზე ხვიჩა თამაშობს, ცენტრში ათიანის პოზიცია სანილის ტაქტიკურ სქემაში, 3-4-3 საერთოდ არაა. მარჯვნივ ზურიკო დგას კარგად. ანუ სკამზე უნდა დაესვა. გვაქვს კი ჩვენ იმის ფფუნება, რომ ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს? ან ლობჟანიძის? საყრდენ ზონაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელია მათი დონის?

Sportall.Ge

ამიტომ თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც გიბლალტარია, ღირს ექსპერიმეტის ჩატარება და საყრდენებად ჩაკვეტაძის და ლობჟანიძის მოსინჯვა. ლობჟანიძე სწრაფი და თავდაუზოგავი მოთამაშეა და დარწმუბული ვარ, სადაც უნდა დააყენო, ყველგან გაამართლებს. "ჩაკვეზე" უფრო შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ "სლოვანში" ვიასი მას უკვე სტაბილურად აყენებს ცენტრში, მართალია უფრო ათიანის პოზიციაზე, მაგრამ უკნიდანაც ხშირად უწევს თამაში და ურიგოდ არ გამოიყურება. იგივე შეიძლება ამ პოზიციაზე "ბათუმელი" მამუჩაშვილის მოსინჯვაც.

ვარიანტები არის, მხოლოდ საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები. არ დაგავიწყდეთ, რომ არც ანანიძე იყო საყრდენი, ვიდრე ის კახა ცხადაძემ არ მოსინჯა ამ პოზციაზე და გახსოვთ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაღალი დონის საყრდნების გარეშე, გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება და მაკედონიაზე ცოტა უკეთესი გუნდიც კი წელში გადაგვტეხავს."

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ჩავატარებთ.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
სწორია მერაბი, ნამდვილად გვაკლდა საყრდენი და თუ ძლიერ გუნდებთან გვინდა თამაში საქმე უნდა გავიიოლოთ საყრდენი ნახევარმცველებით. ნამდვილად სიცარიელე იყო მოედნის ცენტრში და როცა ნახევარდაცვაში სიცარიელე გაქვს, უპირატესობას ბუნებრივია ვერ მოიპოვებ!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 16:24
1
არაა ურიგო აზრი ღირს დაფიქრება, მარლა და მართლა ღმერთმა ქნას და ჩაკვე თუ ძველი ჩაკვე გახდება მართლა სკამზე ხომ არ უნდა გვეჯდეს>
ტტტ
24 სექტემბერი 2022 16:27
2
ასპროცენტიაააან!!!! საღოლ მერაბ!!!
mirosan
24 სექტემბერი 2022 16:53
9
ვეთანხმები. გიბრალტართან შეიძლება მცირე ექსპერიმენტების ჩატარება. და იმ აზრზაც ვიზიარებ, რომ 11 საუკეთესო ფეხბურთელი უნდა იყოს სასტარტოში, მათი ნომინალური (ანუ ჩვეული) სათამაშო პოზიციის მიუხედავად.
დამატებითი ინფორმაცია გეოგრაფიის მოყვარულთათვის:
მეტრეველი - სოფელი უწერა, ონის რაიონი, რაჭა
ლობჟანიძე - სოფელი აბარი, ამბროლაურის რაიონი, რაჭა
ქ. გ.
24 სექტემბერი 2022 16:59
7
სანიოლმა უკეთ იცის.
ნიკა
24 სექტემბერი 2022 22:52
0
თქვე ყკაი ხალხო.ქეცბაიას არიყოს,პიროვნულად რო ეხებით ამ ჟურნალისტს თუ ვინც არის და პოლიტიკას რო ეხებით კიდე,რასაც წერს ას პროცენტიანი სიმართლეა ამ შენთხვევაში და რეებს მიედ-მოედებით თქვენ?
batumeli
24 სექტემბერი 2022 21:22
1
საყრდენ ზონაში ნამდვილად გვაქვს პრობლემები, მაგრამ ჩაკვეტაძე სიტუაციას ვერ გამოასწორებს. ვერ შეძლებს - საყრდენი ორთაბრძოლებში უნდა იყოს ძლიერი, რაც ჩაკვეს არ ახასიათებს. იქნებ დავითაშვილი ეცადა, მაგრამ ბურთის დაჭერა მისი ძლიერი მხარე არ არის, უფრო გარღვევები ეხერხება.
კარგი დონის საყრდენია კონსტანტინე მარადიშვილი და იქნებ ამ სიტუაციაში, როცა რუსეთს პერსპექტივა არა აქვს და არც მას იძახებენ ნაკრებში, ფედერაციამ შეძლოს მისი გადმობირება.
ეროვნულ ჩემპიონატში არც ერთია ძლიერი საყრდენი ლეგიონერი, ნატურალიზაციაზე რომ იფიქროს ფერერაციამ.
ლუკა გაგნიძის მართლა მეიმედება, ქოჩორაშვილი და აბუაშვილი ვერ გაიზარდნენ, პრობლემები ნამდვილად არის.
არჩი
24 სექტემბერი 2022 20:22
1
კაცმა დაძლია კრიზისი… მიაგნო გარკვეულ სქმემას… შედეგი სახეზე გვაქვს და 27 - ნულის წინააღმდეგ რომ მივუთითებთ რაღაცის მოგონებაზე, ეს ნორმალურია?! - იქნებ ვილიზე მეტის მნახველები ვართ ფეხბურთში და მე მეშლება???
ირაკლი
24 სექტემბერი 2022 19:34
2
ექსპერიმენტები ზოგადად კარგია, მაგრამ მერაბ ჩაკვეტაძე საყრდენად როგორ წარმოგიდგენია?
მამუკა
24 სექტემბერი 2022 17:04
13
რატომ გვარიშვილობა არ უწყობს ხელს?DDDDDDDDDDDDDDD
გოგი
24 სექტემბერი 2022 18:23
1
აი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად დიდი ადამიანების გარემოცვაში ტრიალს და მათთან სიღრმისეულ ურთიერთობებს. კაცი წლების მანძილზე ქვეყნის ჭირ - ვარამზე საუბრობს ხაბეიშვილებთან, გუბაზებთან, ხუხებთან, აქუებთან, გიგუებთან, გაკუებთან, თაკოებთან, ეკებთან, ემებთან, ნინოებთან, ნანუკებთან, სალომეებთან, ელენიკოებთან და სხვა გენიოს მიხუინისტებთან და აჰა, შედეგიც დადგა - მიხვდა, რომ საფეხბურთო ნაკრებს მაღალი კლასის საყრდენი ნახევარმცველი სჭირდება. რას ერჩით, კაცმა ქვესკნელში რა არის, ისიც კი იცის ! კარგად თქმულა : მითხარი ვინაა შენი მეგობარი, გეტყვი ვინა ხარ შენ ! კეთილშობილ სიტყვებს ჩემთვის შემოვინახავ
დ.დ.
24 სექტემბერი 2022 20:25
26
ყანდიაშვილის ტროლობა მაგრად ტეხავს..
დ.დ-ს
24 სექტემბერი 2022 21:01
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული