ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია (2:0) დაამარცხა, "ერთა ლიგის" B დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა. თბილისში გამართულ შეხვედრას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"მოკლედ, გუშინდელმა თამაშმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველს ნაკრებს აქვს ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და ეს საყრდენი ნახევრმცველების ზონაა.

სხვა ყველა რგოლში გვვყავს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბერთელები და გვაქვს კონკურენციაც. შეტევაში ამ მხრივ მშვნეიერი სიტუცაიაა . იგივეა დაცვაშიც - აქაც არიან მაღალი კლაისის ფეხბურთელები. ასევე არაგვიშავს ფლანგებზე. აი, ცენტრალური ზონა კი ჩავარდნილია.

ბერვს კი ეგონა,
რომ ნაკრებმა სპეციალურად აირჩია გუშინ მეორე ნომრად თამაში და სპეციალურად დათმო ცენტრი, მაგრამ სანიოლმა პრესკონფერნციაზე ნათლად თქვა, საერთოდ არ ვგეგმავდით ცენტრის დათმობასო ანუ დაგვათმობინეს. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ცენტრის ჩაავრდნის შედეგია.

ჩვენ თუ ამ ზონაში კონკურენცია არ გავზარდეთ, არაფერი გამოგვივა უფრო მაღალ დონეზე. მარტო ხვიჩა ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ერთი კიტეიშვილია, ვინც შეიძლება აქ სიტუაცია გამოაწოროს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს და კიდევ გვჭირდება რამდენიმე მისი დონის საყრდენი, ვისაც ართმეავც შეუძლია, ბურთის დაჭერაც და შეტევაში სწრაფად გადასვლაც . ბევრს ლუკა გაგნიძის ეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდულში თამაშობს.

ამიტომ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: თამამი ექსპერიემტები ჩავატაროთ და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შევუცვალოთ. რადგან შეტევაში ბევრი გვყავს მაღალი კლასიის ფეხბურთელი, სწორედ იქ მოვძებნოთ ისეთები, ვინც შეიძლება საყრდენობასაც გაართვას თავი. თორემ ვიღებთ სიტუაციას, როცა რამდნეიმე მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე გვიზის, რადგან შეტევაში დიდი კონკურენციაა. ამის ფუფუნება კი ჩვენ ნამდვილად არ გვავქს.

იგივე ჩაკვეტაძე ავიღოთ, მაგალითად. ვინც "სლოვანის" თამაშებს თვალს ადევნებს, ნახავდა, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ძველ კონდიციამდე ბევრი უკლია, მაგრამ 90 წუთი უკვე ჩვეულებრივად თამაშობს. ახლა სიცხეს რომ არ მიეცა, სად უნდა დაეყენებინა სანიოლს? მარცხნივ მის ადგილზე ხვიჩა თამაშობს, ცენტრში ათიანის პოზიცია სანილის ტაქტიკურ სქემაში, 3-4-3 საერთოდ არაა. მარჯვნივ ზურიკო დგას კარგად. ანუ სკამზე უნდა დაესვა. გვაქვს კი ჩვენ იმის ფფუნება, რომ ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს? ან ლობჟანიძის? საყრდენ ზონაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელია მათი დონის?

Sportall.Ge

ამიტომ თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც გიბლალტარია, ღირს ექსპერიმეტის ჩატარება და საყრდენებად ჩაკვეტაძის და ლობჟანიძის მოსინჯვა. ლობჟანიძე სწრაფი და თავდაუზოგავი მოთამაშეა და დარწმუბული ვარ, სადაც უნდა დააყენო, ყველგან გაამართლებს. "ჩაკვეზე" უფრო შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ "სლოვანში" ვიასი მას უკვე სტაბილურად აყენებს ცენტრში, მართალია უფრო ათიანის პოზიციაზე, მაგრამ უკნიდანაც ხშირად უწევს თამაში და ურიგოდ არ გამოიყურება. იგივე შეიძლება ამ პოზიციაზე "ბათუმელი" მამუჩაშვილის მოსინჯვაც.

ვარიანტები არის, მხოლოდ საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები. არ დაგავიწყდეთ, რომ არც ანანიძე იყო საყრდენი, ვიდრე ის კახა ცხადაძემ არ მოსინჯა ამ პოზციაზე და გახსოვთ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაღალი დონის საყრდნების გარეშე, გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება და მაკედონიაზე ცოტა უკეთესი გუნდიც კი წელში გადაგვტეხავს."

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ჩავატარებთ.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
მოდი ყველამ ჩვენ ჩვენ საქმეს მიხედოს
Caruzo9
24 სექტემბერი 2022 16:43
32
არ მომეწონა ჩვენი თამაში, მაგ თამაშით ყველასთან წავაგებთ. ორი პასით მთელი მაკედონია ჩვენს საჯარიმოში იყო. ნახევარდაცვა ნოლია. მარადიშვილის ნაირი მშრომელი, მართლა მაგრად გამოდგება. კიტეიშვილმა მაგარი თამაშები ჩაატარა და საჭირო კაცია. ლობჟანიძე თანამედროვე ევროპული სტილის ფეხბურთელია, სწრაფი. მოკლედ მწვრთნელის ჭკუა მალე გამოჩნდება
თამაზი
24 სექტემბერი 2022 21:41
1
მერაბ, ასე არ გამოვა ძმაო! ჯერ ვახო სანაიასთან შეათანხმე. თუ "დაბროს" გეტყვის მერე გააჟღერე სხვა წინადადებები!
Naturali Guruli
24 სექტემბერი 2022 19:37
12
თუ პოლიტიკური ჟურნალისტი ხარ მიხედე შენ სფეროს!!ეს ყველაფერშჩიკი ხალხი აღარ დამთავრდა რა…
თემო
25 სექტემბერი 2022 09:32
5
მერაბი პოლიტიკური ჟურნალისტია და შენ ფეხბურთის ექსპერტი? არ იცი რომ აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს? მთლად ნუ გამოქოცდებით გაუხედეთ ირგვლივ 70% ორივე ეჯავრებით. მაგრამ უკვე იმდენი ქენით რომ ნაცებზე უფრო ეჯავრებით.
დავით 67
25 სექტემბერი 2022 10:36
4
თავისი აზრი გამოყქვას,მოწოდების უფლება ვინ მისცა სანიოლის ტრენერია???
ოე ვასია
27 სექტემბერი 2022 05:33
0
მშვენიერი შედეგი არი ნაკრებში მადლობა ბიჭებსაც და ვილის..რაც შეეხება სუსტი მხარების სრულყოფას რათქმაუნდა აუცილებელია. როგორ და რა საშვალებებით.?..შეიძლება ექსპერიმენტებიც თუ დამჯერებლად დავწინაურდით გიბრალტანაც...ან ამხანაგურებში.. შეიძლება იმპროვიზირებაც... ვნახავთ მთავარია შედეგი გვაქ და ესეიგი სწორ გზას ვადგავართ.. ყველა აზრი საინტერესოა.. და ლანძღვა კიდე უადგილო. წარმატებები ქართველებო.
გლორია
25 სექტემბერი 2022 02:39
0
უპირველესად მოგილოცავთ ქათული ფეხბურთის მოყვარულებს ჩვენი ბიჭების დიდ წარმატებას ! წინ უფრო დიდი საქმეებია საკეთებელი , რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი და მათ შორის ბატონ მერაბსაც და ეს არ უნდა გახდეს ურთიეთ ლანძღვის თემად. ახლა რაც შეეხება მაკედონიასთან შეხვედრის შეფასებას , ვფიქრობ და დამეთანხმებით რომ იყო მრავალი შეცდომები ჩვენი მხრიდან, , ვერ ვიჭერთ სტაბილურად თამაშს, დიდია წუნი გადაცემების, ბურთის დამუშავებისას,და ა.შ.არ იკითხება მოქმედების ერთიანი, შეკრული ქარგა. რჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენი გატანილი გოლები შედეგია ნიჭიერების ცალკეული გაელვებისა და არ ექვემდებარება საფეხბურთო კანონზომიერებას, ნახევარდაცვა აშკარად მოიკოჭლებს,,რაღაც გამოსავალი ალბათ უნდა მოიძებნოს და იქნებ ბატონმა სანიოლმა ექპერიმენტებსაც მიმართოს ვნახოთ!
ბაბაია
24 სექტემბერი 2022 21:02
1
ზურიკო დავითაშვილი და კიტეიშვილის საყრდენობა გაამართლებს მაგრად, მათ წინ ჩაკვე. ფლანგებზე კვარა და ლობჟანიძე
Semi
24 სექტემბერი 2022 18:26
2
ამ ტიპზე ალერგია მაქვს, მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევაა მგონი, როცა მისი ნათქვამი რეალობასთან ახლოსაა.
ბმბ
24 სექტემბერი 2022 18:08
2
ვიცოდი, რომ პოლიტიკაში აზრზე არა ხარ, ახლა საკუთარ სიბრძნეს
ფეხბურთზე აფრქვევ, საერთოდ გითამაშია ფეხბურთი? იცი კი რას ნიშნავს
საყრდენად თამაში, იცი კი რომელი იყო საყრდენი, სულაქველიძე, მაჩაიძე, თუ
დაუშვილი, იცი, რომ საყრდენად თამაში საზონოვსაც შეუძლია, რატმ
არ ამბობ, რომ გიბრალტართან გამოვიძახოთ, ლოჟანიძის საყრდენობა ვის გაუგია,
ბურთის თრევა შეუძლია? ის სწრაფია და ფლანგის მოთამაშეა, შენ მაგდენი არ გესმის მერაბ.
პატრიოტი
24 სექტემბერი 2022 17:27
5
ან ლორიას დონის მოთამაშე რამდენი გვყავს?
დავაყენოთ საყრდენ ზონაში, თან მაღალია და საჰაერო ორთაბრძოლებსაც მოიგებს.
ვაცლავ ჰაველი
25 სექტემბერი 2022 10:30
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული