"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

AutoSharing Option
რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა და ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ, რომელიც სარატოვის "სოკოლში", მახაჩყალის "დინამოსა" და "ანჟიში" და გროზნოს "ტერეკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, euro-football.ru-სთან საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა. 

"რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია ქართული ფეხბურთის და ქართველი ხალხის ეს წარმატება, როგორც უნდა გასულიყვნენ ისინი მერვედფინალში, მაგრამ ამ ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია. რამდენი ფეხბურთელი ჰყავთ მათ საქართველოს ჩემპიონატიდან? ძალიან ცოტა, იმიტომ, რომ ეს ძალიან სუსტი ჩემპიონატია.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობის ნახვის მერე მივხვდი, რომ ძირითადი წევრები მხოლოდ რონალდო და ფელიქსი იყვნენ, დანარჩენები კი - სათადარიგოები.

პორტუგალიელებმა სასაცილოდ ითამაშეს, მათ მხოლოდ 5-ჯერ დაარტყეს კარში და აქედან 3 მამარდაშვილს მოარტყეს, დანარჩენი 2 მამარდაშვილმა მოიგერია. მიხეილ აშვეთია ამბობს, რომ ქართველი მშობლები შვილებს რუსეთში სათამაშოდ არ უშვებენ? - დაე, ნუ გამოუშვებენ, ისინი ჩვენ აქ არ გვჭირდებიან!

მხოლოდ მამუკა ჯუღელმა გაზარდა 2 ფეხბურთელი: კვირკველია და კვარაცხელია. ის ძლიერი აგენტია და მისი დამსახურებაა, რომ ისინი ასეთ დონეზე თამაშობენ, თუმცა მე კვარაცხელიაც და კვირკველიაც საშუალო დონის ფეხბურთელებად მიმაჩნია და ვერავინ გადამარწმუნებს, მე ჩემს აზრს თავზე არავის ვახვევ", - თქვა სტიპიდიმ.
მკითხველის კომენტარები / 66 /
კუმ ფეხი გამოყოო...შური და ბიოღმა ერთად... ხო ხო ხო როგორ გაიგუდები შე საცოდავო შენსავე გესლში ...
Makaterine
21:20 30-06-2024
0
რუსი აბა რაის რუსია
გოჩა
17:51 30-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული