სანიოლი: მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ლორია ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტართან მატჩის წინა ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართა. "ვიქტორია სთედიუმზე“ ჩვენი გუნდის ვარჯიში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშის დაწყებამდე, ვილი სანიოლმა ჩვენს კითხვებს ნაკრების ვიცე-კაპიტან ნიკა კვეკვესკირთან ერთად უპასუხა.

ვილი სანიოლი: "ჩემი გეგმა ის არ არის, ყველა მოთამაშეს თანაბარი სათამაშო დრო მივცე, ჩემი მიზანია, დავაყენო გუნდი, რომელიც კონკრეტულ მატჩში გაიმარჯვებს. "ახალი სისხლი“ ყოველთვის საჭიროა, ბუნებრივია, ცვლილებები ხვალინდელ მატჩშიც იქნება, მაგრამ ნუ ელით, რომ 11 მოთამაშიდან ყველას შევცვლი. რაც შეეხება ხელოვნურსაფარიან მოედანს, ეს
გასათვალისწინებელი საკითხია, თუმცა, ზოგიერთი ფეხბურთელი ხელოვნურ საფარზე უკეთ თამაშობს. მით უმეტეს, არაერთხელ გვინახავს ბუნებრივი საფარიც, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ასე რომ, ხელოვნური საფარი არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი.

...მიმაჩნია თუ არა ისტორიულ შედეგად ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა? ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ - ქართველი გულშემატკივარი უკეთ შეაფასებს. ბოლო თვეებია, კარგად ვთამაშობთ და პირველ რიგში, ეს მოთამაშეების დამსახურებაა. ჩემი ფეხბურთელები ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯებიან, ბუნებრივია, ქართველი ქომაგი ჩვენგან ხვალინდელ მატჩშიც 3 ქულას ელის, მაგრამ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული, არავინ იცის, როდის დასრულდება ჩვენი წარმატებული სერია. ამიტომ, საქმეს ძველებურად, პროფესიულად უნდა მივუდგეთ, ყველა შეხვედრაში ვაჩვენოთ რა გვინდა, საით მივდივართ და წინსვლა გავაგრძელოთ.

...ჩემთვისაც, ისევე როგორც გულშემატკივრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ფეხბურთელებთან, რომლებიც ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ. გარდა იმისა, რომ კვარაცხელიას, დავითაშვილის, მამარდაშვილის, სხვა ფეხბურთელების წარმატებული თამაშის წყალობით, საზღვარგარეთ სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ ქართული ფეხბურთის მიმართ, ეს მოთამაშეები ერთგვარი "ლოკომოტივის“ როლს შეასრულებენ, მეტ მოტივაციას მისცემენ სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც!

...რა შეიცვალა გასული წლის წარუმატებელი მატჩების შემდეგ? ალბათ, გახსოვთ, რომ კოსოვოსთან შეხვედრაში ვითამაშეთ განსხვავებული სისტემით და დაგეგმილი გვქონდა ნაკრებში მისი სამომავლოდ დანერგვა. ბოლო რვა თვის განმავლობაში, გვიმართლებდა იმ მხრივაც, რომ არ გვყავდა ტრავმირებული მოთამაშეები, გვქონდა შესაძლებლობა, გამოგვეცადა და დაგვენერგა ახალი სისტემა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვადასხვა ფეხბურთელს სხვადასხვა დრო სჭირდება ახალ სისტემასთან, მწვრთნელის ფილოსოფიასთან შესაჩვევად.

... დიახ, თუ ხვალ ითამაშებს, გიბრალტართან შეხვედრა გურამ კაშიასთვის მე-100 სანაკრებო მატჩი იქნება. არაფერთხელ მილაპარაკია მის პროფესიონალიზმზე, საქმისადმი მიდგომაზე. თუ ასე გააგრძელებს, გურამს კიდევ 100 შეხვედრის გამართვა შეუძლია...

... მეკითხებით - შეგვიძლია თუ არა, გიორგი მამარდაშვილი უკვე მივიჩნიოთ ეროვნულ გუნდის პირველ მეკარედ? თქვენ შეგიძლიათ ის თქვათ, რაც გსურთ, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელივანი ის არის, რომ ამ მომენტისთვის, გვყავს ორი მაღალი დონის მეკარე - ლორია და მამარდაშვილი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მამარდაშვილმა ითამაშა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იქამდე, ივნისის ოთხი მატჩიდან, სამ შეხვედრაში ნაკრების კარს ლორია იცავდა! ვიმეორებ, მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხვალ ლორია ითამაშებს!"

რატი შელეგია - სპეციალურად Sportall.ge-სთვის გიბრალტარიდან
მკითხველის კომენტარები / 23 /
...მომეჩვენა თუ, ცოტა აგრესიული ტონით ულაპარაკია ვილის.
დიდგორელი
25 სექტემბერი 2022 23:31
6
რა გაუჭირდა ისეთი გიბრალტარს რომ დღემდე ვერ მოაწყო ბინებრივი საფარი ბალახის ? @@@ აბა ჩვენ გვექნა ეგრე ფიფა და უეფა ანათემას გადაგვცემდნენ @@
zura222
25 სექტემბერი 2022 23:30
3
რატომ ერთი გამაგებინე? ულოგიკო არის ეს. ვინმე ახალგაზრდას მაინც მიეცი შანსი.
ლომი
25 სექტემბერი 2022 22:59
7
არ აწყენინო ქართულ-ჯიგრულში. აბა რაა.
ხარი ხართან დააბიო
25 სექტემბერი 2022 22:26
13
მე ვიყო ტუტუცი თუ იმის გამო ათამაშებს ლორიას მამარდაშვილს ემანდ ხელოვნურსაფრიან მოედანზე რამე არ მოუვიდეს. ლორია უფრო გამოცდილია ხელოვნურ საფარზე და იცის როგორ აირიდოს ტრავმა. მამარდამ კი შეიძლება ერთ ნახტომს ხელი ზედ მიაყოლოს. მე ლორიას ისე ვენდობი დღეს როგორც მამარდაშვილს და ჩემთვის ამ ორში პირველი სულერთია ვიცი გოლს არცერთი არ გაუშვებს გიბრალტარში
roma bejanidze
25 სექტემბერი 2022 22:21
5
რა ბედნიერებაა!
იმ ძველი თბილისის დინამოს ის პერიოდი მახსენდება, კარში პირველ ტაიმში უძლიერესი და გამოცდილი დავით გოგია გამოსვლებზე ცალი ხელით რომ იღებდა ბურთებს და მეორეში კი ახალგაზრდა უნიჭიერესი ოთარ გაბელია კატისებრი ნახტომებით რომ ალამაზებდა თამაშს!.. შიგადაშიგ გაგოშიძესაც ათამაშებდნენ...
ვაჰ, დრონი!.. დრონი!..
ბესო შიოშვილი
25 სექტემბერი 2022 23:12
0
მე მგონი ჯობდა ისევ მამარდა მდგარიყო, რადგან მცველებთან კომუნიკაციას მეტად დახვეწდა, ლორია კი პატარა ბიჭი არაა, რომ გაიბუტოს რატო არ მათამაშებთო.
ტტტ
25 სექტემბერი 2022 22:15
11
თავს ვერ დავდებ, მაგრამ ყაზახეთმა პირველებში, ბოლო პოზიციაზე ამჯობინეს ყოფნა, ვგონებ თბილისსში სათამაშოთ :)
ირაკლი
25 სექტემბერი 2022 22:06
18
თურქეთი თუ ძირითადი ჯგუფიდან გავიდა ევროპაზე ლუქსემბურგი შეხვდება С დივიზიონის პირველადგილოსანს, ამიტომ დღეს გიბრალტარში გამარჯვება აუცილებელია რომ ამ ადგილზე საქართველოს ნაკრები აღმოჩნდეს.
ირაკლი
26 სექტემბერი 2022 17:20
0
ან მართლა წააგეს, ან იმის იმედი აქვთ, თურქეთი ჯგუფიდან ისედაც გავა და ჩანაცვლდება ლუქსემბურგით.

მაგ შემთხვევაში არ ვიცი, ლუქსემბურგით თუ შეიცვლება თურქეთი, პირველზე ამოვა თუ მეოთხეზე ლუქსემბურგი.

მე სხვა რამ მგონია.
25 სექტემბერი 2022 23:10
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული