მატჩის დღე! გიბრალტარში გამარჯვების მნიშვნელობა და ცვლილებები შემადგებლობაში

AutoSharing Option
დღეს, 26 სექმტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. ბოლო დროს ბევრი სიხარულის მომნიჭებელი სანაკრებო ფეხბურთი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისში გადაერთვება, ჩვენ კი საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივა.

გიბრალტართან დაპირისპირებას იმაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმოგვედგინა. რეალური შანსია, C დივიზიონის საუკეთესო გუნდი გავხდეთ (D-შიც მსგავსი სტატუსი გვქონდა) და 2024 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ვუმასპინძლოთ. თუმცა, ჩვენ გვყავს ნაკრები, რომელსაც ამა თუ იმ ტურნირზე გასვლისთვის ბრძოლა შესარჩევი ეტაპიდანაც შეუძლია და ამ ნახევარფინალის ეშხმა უახლოეს მომავალში არ უნდა მოგვადუნოს...

Sportall.Ge

უკვე
ვიცით, რომ გიბრალტარში კარს გიორგი ლორია დაიცავს. თუკი ვამბობთ, რომ სანიოლს გუნდში კარგი გარემო და ურთიერთობები აქვს, მას სწორედ მსგავსი დეტალები განსაზღვრავს. გიორგი მამარდაშვილმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და მან "ჯვაროსნების" კარი წლების განმავლობაში უნდა დაიცვას, თუმცა ვეტერან ლორიას, რომელიც თავის მხვრივ, კარგ ფორმაშია, თამაშის საშუალება ეძლევა. ჯანსაღი კონკურენციაც ძალიან სასარგებლო პროცესია და ფეხბურთელის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ ის კვლავ საჭიროა.

შედეგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სანიოლის სიაში განსაკუთრებულ როტაციას არ ველით. მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ თავად თქვა. რადგანაც ჯგუფი მოგებულია და მეტოქე სუსტია, ეს არ ნიშნავს, რომ თამაშის შანსი ყველას შეიძლება მიეცეს. ამის მიუხედავად, გარკვეული ცვლილებები მაინც მოსალოდნელია.

Sportall.Ge

ვისაც წინა მატჩში საერთოდ არ უასპარეზია, ასეთებიდან საბა ლობჟანიძეზე გავამახვილებთ ყურადღებას. შესაძლოა, ოთარ კაკაბაძეს დასვენების საშუალება მიეცეს და მარჯვენა ფლანგი "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა ჩაიბაროს. სავსებით შესაძლებელია, მარცხნივ გურამ გიორბელიძე ვიხილოთ. აქ როტაცია ადრეც გვინახავს. ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ პოლონეთში მოთამაშე ქართველსაც არ უასპარეზია.

ვილი სანიოლს ყველაზე მწირი საკადრო რესურსი მინდვრის ცენტრში აქვს  გამომდინარე იქედან, რომ ამ პოზიციაზე პრობლემებიც სხვაზე მეტია, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს გარკვეული ექსპერიმენტების, სხვა ამპლუაზე მოთამაშეების გამოცდის საშუალებაც აქვს. ანზორ მექვაბიშვილის რომ სასტარტოში თამაშის შანსი მიეცეს, ამის ალბათობა კი საკმაოდ დიდია.

Sportall.Ge

ბუდუ ზივზივაძეს დასამახსოვრებელი შეხვედრა ჰქონდა და ახლა მის როტაციაზე ფიქრი იქნებ სამართლიანი არც იყოს, თუმცა ძირითად შემადგებლობაში თავის შანსს გიორგი მიქაუტაძეც ელის. ჩრდ. მაკედონიასთან ვაკო ყაზაიშვილიც არ გამოჩენილა. სანიოლი ზურიკო დავითაშვილის დასვენებას თუ გადაწყვეტს, მისი მთავარი ალტერნატივა "ულსანის" შემტევია.

თუკი უკვე ხსენებულ ფეხბურთელებს თამაშის შანსი მიეცათ, განაცხადში კიდევ ორია ისეთი, ვისაც ჯერ არ უთამაშია - ბათუმის "დინამოს" მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე. მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მომჯობინდა (ტემპერატურა ჰქონდა) და დღესაც ვერ დაგვეხმარება.

საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს, დაუმარცხებელი სერია 11 მატჩამდე აიყვანოს, რაც "ჯვაროსნების" ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება. აქამდე რეკორდი (10 წაუგებელი შეხევდრა) თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა. გიბრალტარის ნაკრები, რომელიც D დივიზინში უკვე გავარდნილია, პრესტიჟისთვის იბრძოლებს. მათ ჩვენთან უარყოფითი ბალანსი აქვთ, თუმცა უკანასკნელი სტუმრობის დროს, 2019 წელს, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს (3:2 გავიმარჯვეთ). გიბრალტარელებმა მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი ქულა ბულგარეთთან საკუთარ მოედანზე (1:1) მოიპოვეს.

ახლა მთავარია, ჩვენი გუნდი შეხვედრას სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს და მეტოქე სათანადოდ დააფასოს. თუკი ვარჯიშის კადრებით ვიმსჯელებთ, ყველაფერი ასეც უნდა იყოს. დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას 34 წლის ირლანდიელი რობერტ ჰარვეი განსჯის, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად გამოცდილია.

altსანიოლი: მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ლორია ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 38 /
ბუდუმ მართლაც კარგად ითამაშა მაკედონიასთან , მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ მთელი დაცვა ორიენტირებული იყო ხვიჩაზე და ამ დროს ჩვენებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ ეს სიტუაცია. თამაშის ბვედი მაინც ხვიჩამ გადაწყვიტა და გატეხა მაკედონიის ნაკრები. ასე რომ ხვიჩა არის მოვლენა მსოფლიო ფეხბურთში და მისი სწორი ჯერ არავინ არის. აზაროვი მგონი უნდა თამაშონ ძირითადში. ბათუმში ის კარგად უგებდა ხვიჩას.
gio
26 სექტემბერი 2022 12:39
2
არც უნდა წავაგოთ და არც ფრე უნდა ვითამაშოთ (გვაქვს 13 ქ.), თორემ თუ ბერძნებმა ჩრდ. ირლანდიას მოუგეს გაგვასწრებენ (ბერძნებს აქვთ 12 ქ. და მოგების შემთხვევაში გაუხდებათ 15 ქ.)! უკვე მინიმალური მოგებაც გვაწყობს გიბრალტართან, თურქების დამარცხებიდან გამომდინარე, მაგრამ სწორედ რომ არცერთ თამაშზე არ უნდა მოეშვას ნაკრები. აგერ თურქებმა ამას წინათ გერმანიასთან ფრედ, 3:3 ითამაშეს და როგორც იტყვიან ბურთი მრგვალია!
ლაშა
26 სექტემბერი 2022 12:29
0
ბერიᲫეს რატომ არ იᲫახებს,ᲗურქᲗᲨი გოლები გაიტანა,მეტი რა უნდა ქნას ამ ბიᲭმა,ბუდუსᲗან ერᲗად ᲗამაᲨობდა უნგრეᲗᲨი და კარგი ᲨეᲗამაᲨებულები იყვნენ.
გოᲩა
26 სექტემბერი 2022 12:27
0
კარგი სეზონი აქვს გეთანხმები და შარშანაც კარგად უბერა მეგონა გამოიძახებდნენ,ყურადღებას იმსახურებს ეს ბიჭი თუნდაც ეხლა როტაციის საშვალება გვაქვს გიბრალტართან ჯგუგიდან გამომდინარე
ზზზზ
26 სექტემბერი 2022 18:11
0
თუ გიბრალტანთან მოვიგეთ (და ამის უდიდესი შანსი გვაქვს), მაშინ წაუგებელი სერიების რეკორდს დავამყარებთ ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველა დროის საუკეთესო საქართველოს ნაკრები ვიქნებით (და უკვე ვართ კიდეც) პოტენციურად!
ლაშა
26 სექტემბერი 2022 12:20
1
ერთერთი პირველი,ვინც ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშს უნდა იწყებდეს ბუდუ ზივზივაძეა. ვისაც ფეხბურთი ესმის დამეთანხმება: ეს ბიჭი აზროვნებს და გოლის გამტანია!
ვახო
26 სექტემბერი 2022 11:56
1
ჩვენი გუნდის სუსტი წერტილი პასიური, ნელი ნახევარდაცვაა. ვფიქრობ კიტეიშვილის მომჯობინებამდე მისი პოზიცია დავითაშვილმა უნდა დაიკავოს. ზუკა საკმაოდ მოძრავია, კარგი პასი და დრიბლინგი აქვს. გიბრალტართან შემტევი შემადგენლობა გვჭირდება და ამ თამაშში უნდა გამოიცადოს ეს სქემა:
დაცვაში- კაკაბაძე კაშია ლოჩოშვილი, ფლანგებზე- აზაროვი და ლობჟანიძე, ცენტრში- მექვაბიშვილი(ან კვეკვე) აბურჯანია დავითაშვილი, შეტევა- ბუდუ (ან მიქაუტაძე) და კვარა.
კობი 74
26 სექტემბერი 2022 11:16
3
მეკარესაც თუ მიათვლი 12 გამოდის
მინდია
26 სექტემბერი 2022 14:19
1
სავარაუდო შემადგენლობა: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ლოჩოშვილი, კვირკველია, გიორბელიძე, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ყაზაიშვილი, კვარახცელია, მიქაუტაძე.
შეცვლაზე: დავითაშვილი, მამუჩაშვილი, წიტაიშვილი, ჩაბრაძე, ზივზივაძე.
შოთა
26 სექტემბერი 2022 11:01
5
ღვთისავარ მადლობა.დღევანდელ თამაშს პირველი არხი უჩვენებს ისევ? წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!უფალი გფარავდეთ!!!
გულშემატკივარი
26 სექტემბერი 2022 10:45
0
უჩვენებს პირველი არხი
ძველი გულშემატკივარი
26 სექტემბერი 2022 12:06
0
ვინმემ იცით უჩვენებს თუ არა მატჩს დღეს პირველი არხი?
გულშემატკივარი
26 სექტემბერი 2022 11:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული