"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
მექვაბიშვილის შევდომით გავიდა გოლი
[[[ სანიოლი არ არის მწვრთნელი ]]]
27 სექტემბერი 2022 00:52
19
ჩაკვეტაძე ძირითადში არ დააყენეს და სიცხემ აუწიაო, მორიგი ზღაპრები მოგვიყვნენ, ხვიჩას და მამარდას გარდა არცერთს კლასი არ აქვს, ორ ადამიანზეა ნაკრები დამოკიდებული! რეალობა ესაა..
წაიკითხე ხმამაღლა
27 სექტემბერი 2022 10:12
4
წინა თამაშის შემდეგ კრიტიკა არ დამიწერია, მარა ასე გაგარძელება არ შეიძლება. სანიოლი მიიღებს ვაისის ნაკრებს თუ უკვე არ მივიღეთ. არ მგონია მარტო ჩვენ ვხედავდეთ ამ ნაკლებს და თუ სანიოლი ვერ ხედავს მაშინ არ ვიცი. მექვაბიშვილი კობიაშვილის მოგვარეა, რა უნდა ნაკრებში? ყაზაიშვილი დვალშვილია? დავითაშვილი პატარა ბავშვივით რომ თამაშობს ამას სანიოლი ვერ ამჩნევს? ერთი ორჯერ შევაქეთ დავითაშვილი და თავში აუარდა ეტყობა. აღარ უნდა ეთამაშებინა რომ იგივე არ გაეკეთებინა რაც წინა თამაშში. ეს არის ღორობა დავითაშვილის მხრიდან. კვეკესკირის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. აღარ არის სანაკრებო კვეკე. სირცხვილია ცენტრი გიბრალტარმაც წაგართვას, მაკედონია დავივიწყეთ. ლობჟანიძეზე ადრეც დავწერე, მაგის პოზიცია მანდ არაა. ფაფხურობს და არაფერი მაგისგან შედეგი არაა. გილოცავთ ყველას პლეო ოფში გასვლას, მინდა იმედი არ მოგვეშალოს ამ ორი თამაშით. მაინც ოპტიმისტი ვარ და ოთოს დაბრუნება იმედია დაალაგებს ცენტრში.
G.LA
27 სექტემბერი 2022 08:56
1
ხვიჩამ პასი მისცა ზივზივაძეს და მგონი ზედმეტი იყო., იმ ბურთს ნაღდი გაიტანდა ხვიჩა. ხომ დარწმუნდით რომ კარგი პასი კარგია მაგრამ გატანა უნდა და გამტანი ხვიჩაა. ბურთის გატანა ყოველთვის უჭირდა ჩვენ ნაკრებს. ჯერჯერობით ხვიჩა იგებს თამაშებს. როცა მას სამი კაცი დაზდევს, სხვებმა ეს უნდა გამოიყენონ.
gio
27 სექტემბერი 2022 10:31
1
გილოცავთ! შესანიშნავი შედეგია, თუმცა თავი არ უნდა მოვიტყუოთ - ნაკრები ხვიჩას ერთად და მის გარეშე არის ორი სხვადასხვა გუნდი! საჭიროა სხვებმაც იგრძნონ პასუხისმგებლობა და ჰქონდეთ მზაობა ლიდერობისთვის (ამისთვის მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ განსაკუთრებით), თორემ კრიტიკულ მომენტში შეიძლება ისევ იგივე სამწუხარო რეალობის წინაშე დავდგეთ რაც 2020 წლის ნოემბერში მაკედონიასთან. ასე რომ გილოცავთ და სამუშაო კიდევ ბევრია!
დათო
27 სექტემბერი 2022 09:35
0
მაინც ერთი კაცის გუნდად ვრჩებით.კვარას გასვლის მერე სულ სხვა გუნდი გავხდით.ძველებური,კვარამდელი.რას აწვალებენ ყაზაიშვილს ამხელა გზაზე,აღარაა მისი ადგილი,მორჩა.ზურიკო მაგარია,მაგრამ პასი თუარ ისწავლა ყაზაიშვილის და პაპუნაშვილის დონეს ვერ გასცდება.კაკაბაძე ვერ ქაჩავს და ძალად ვაცოცხლებთ სანაკრებოდ.მექვაბიშვილზე აქცენტის გაკეთებაც არ მგონია სწორი,აშკარაა არააა სანაკრებო დონე და ვერც გახდება,ამას თანაგუნდელი მოისწრაფიშვილიც სჯობს და ალთუნაშვილიც.კვეკვესკირიც კანკავას გარეშე ფრთამოტეხილივითაა.მოკლედ ასეთი გუნდით,ერთი კაცის იმედზე,შესარჩევზე შანსი არ გვაქვს.ღმერთმა დაიფაროს და თუ კვარა გამოგვაკლდა არ გვაქვს რესურსი თუნდაც საბერძნეთს მოვუგოთ.
Master
27 სექტემბერი 2022 10:33
5
სამარცხვინო ფეხბურთს ვთამაშობთ!! ნებისმიერ საშუალო კლასის გუნდთან გავფარჩაკდებით. თუმცა მოგებები გვაქ და ამისთვის მადლობა ბიჭებს. ოღონდ ყველა ართნაირად უნდა დაიხარჯოს!! ძინავთო მწრვთნელი ამბობს და ვეთანხმები.
იპონი
27 სექტემბერი 2022 14:18
5
მე ერთ რამეს ვერ ვიგებ, რას ნიშნავს კვარა რომ არ გვყავდეს? ეგრე ნორვეგიას ჰალანდი რომ არ ჰყავდეს, არგენტინას მესი რომ არ ჰყავდეს, ხორვატიას მოდრიჩი რომ არ ჰყავდეს......... ეგრე სადაა, ასეთი ფეხბურთელები იგებენ სწორედ თამაშებს, სხვანაირად არ ხდება. ჩვენ კვარაც გვყავს და კიდევ ბევრი სხვა უნიჭიერესი ბიჭები, არც მაკედონია იყო ადვილი დასამარცხებელი და არც გიბრალტარი, რომელსაც ქუჩის ფეხბურთივით ეთამაშნენ, აი ისე, დიდები რომ პატარებს აპამპულავებენ ეზოში, ანუ ძალიან დიდი იყო კლასში განსხვავება. ასე რომ, გავიხაროთ და ვისიამოვნოთ სტატუს ქვოთი და ვიყოთ კიდევ უკეთესის იმედით მომავალში.
27 სექტემბერი 2022 11:11
5
ხორვატიას მოდრიჩი რომ არ ყავდეს მაინც გუნდი იქნება. ასევე ნორვეგია და კიდე სხვები. არგენტინა ცოტა ფარჩაკები არიან იგივეს ვერ ვიტყვი, ძლივს გადიან ხოლმე მსოფლიოზე
hm
27 სექტემბერი 2022 11:38
2
ნუ პასი უნდა მიეცა მაინც, ვერ მოისვენებდა სხვანაირად იმ მომენტში. ისედაც ატყდებოდა ვიშვიში არ დაუბრუნაო ესაო ისაი, თვითონაც ძალიან უნდოდა გაეტანინებინა, პასიც უკან არ იყო, ზუსტად გააძვრინა, სხვანაირად ჩაჭრიდნენ, სუუულ ოდნავ წინ იყო ბუდუ, ისე კიდე კვარას გარეშე თუ ხოდზე არიან და მოტივირებულები, არის შანსი, თუ დაიბლუკნენ და მაშინ მართლა საბერძნეთთანაც არ გვაქვს შანსი, ჩაკვე თუ შევიდა ფორმაში და არ დაიმტვრა კიდე და კიტეც ასევე, მაშინ არ ვიქნებით 1 კაცის გუნდი, ამ შემადგენლობას მინუს კვარა სულ სხვა გუნდია... ცენტრში მარტო კიდეს იმედად რთულია, თამამი ტიპი გვინდა ერთი, მყარად რო იდგეს ფეხზე და არ შეეშინდეს არავის და არაფრის
რა მაფიაა?
27 სექტემბერი 2022 11:04
0
უსუსტესად ყავს ნაკრები მომზადებული სანიოლს. როდემდე გაგვიმართლებს არვიცი. ძლიერებს უმართლებს კარგია, მაგრამ, სულ ძლიერები არ ვიქნებით. მაკედონიამ გვაჯობა, გიბრალტარმა ტოლი არ დაგვიდო, ესაა რეალობა.
უვიცი
27 სექტემბერი 2022 14:15
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული