"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
დავითაშვილს ვინმემ უთხრას რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია ... მაკედონიასთანაც ღორობდა და აქ საერთოდ ამაზრზენი იყო ... ვილი ყველანაირად ეცადა რომ კარგად გვეთამაშა ... გიორბელიძე მინდოდა მარცხნიდან მაგრამ აზაროვიც კაი იყო ... ვულაცავ მაინც ნაკრებს მოგებას და რეკორდს კაშოს 100 მატჩს ...
bejo
27 სექტემბერი 2022 01:07
2
საძაგლად თამაშობენ. ამ გუნდს კვარაცხელია რომ გამოაკლო ლუქსემბურგს გაუტოლდება ძალით. თუმცა ძალიან იღბლიანია და მსაჯებიც ძალიან წყალობენ. ლობჟანიძე და მექვაბიშვილი აუცილებლად უნდა მოაშორონ ნაკრებს. კვეკვესკირს ადრე არა უშავდა, ახლა კი დეგრადირებს. ამ თამაშში კარგი არცერთი ჩვენიანი არ იყო.
ელიასი
27 სექტემბერი 2022 01:02
4
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ იქნებ რომელიმე ჟურნალისტმა ამოიღოს ხმა რომ ეს არ არის ფეხბურთი და ასე ვერაფერს მივაღწევთ ვერც ახლა და ვერც მომავალში. ან რა ტაქტიკაა,ან შეთამაშება სად არის, საერთოდ ფეხბურთი სად არის?
???
27 სექტემბერი 2022 00:54
6
გამაგიჟებს ეს ხალხი ღმერთო!1 პოზიტიური კომენტარი ვერ წავიკითხე!თქვენ ხალხნო დაგავიწყდათ რამოდენიმე წლის წინ რა დღეში იყო ჩვენი ნაკრები?საერთოდ ვერავის რომ ვერ ვუგებდით და გადაბმულად 3 გადაცემას ვერ ვაკეთებდით???მთლიან ამ გათამაშებაში მხოლოდ ჰოლანდიას და საქართველოს აქვს 16 ქულა ისიც ჩვენ გოლებით უკეთესი შედეგი!ჯგუფში სადაც მაკედონიაა რომელმაც იტალია დააჩოქა ახლახან მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დატოვა და ბულგარეთი რომელიც 6 გოლის ნაკლებს არ გვიტანდა ადრე.რა გინდათ რას ერჩით ბიჭებს!!!??? 11 კაცით დაცვაში იდგა გუნდი და დიდი ამბავი 2-1 თუ მოვუგეთ ჩვენთვის არაფრის მომცემ მატჩში!კარგით რა კარგით გეყოთ!დიდი მალდობა ბიჭებს საუკეთესოები ხართ.
ლუკა
27 სექტემბერი 2022 03:47
21
ლუკა გენაცვალე ძმაო. 100%-იანი ხარ. მართლა ვერ გამიგია ამ ხალხის. უკვე ამ საიტზე აღარ მინდა შემოსვლა. ეს რა კომენტარებია. გაუმარჯოს საქართველოს!
შოთა
27 სექტემბერი 2022 09:12
1
თამაში არ გიყურებია? რა დაცვაში იდგა რის დაცვაში, ჩვენს საჯარიმოში რა ხდებოდა თამაშის ბოლოს? და თუნდაც დაცვაში იდგა აბა თქვი რა გუნდზეა საუბარი - გიბრალტარი!!! რომელსაც 39 წლის ჩიპოლინა ყავთ ლიდერი.
???
27 სექტემბერი 2022 07:46
4
გილოცავთ გამარჯვებას! მაგრამ ამ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაკრები ხვიჩას გარეშე არის გიბრალტარის ნაკრების მეკარის "მოსახელე"
alex
27 სექტემბერი 2022 00:56
3
აუგის თქმას - სიჩუმეს ვამჯობინებ.
ზურაბი
27 სექტემბერი 2022 00:54
3
გიბრალტართან 2:1 მოგება არაა პრობლემა. პრობლემა ისაა რომ გაუმართავ 80-იანი წლების ფეხბურთს ვთამაშობთ რომელსაც ეზოს ფეხბურთის აქცენტებიც აქვს. ჩამქოლეთ და მე არც სანიოლის დიდი მწვრთნელობის არ მჯერა. მადლობა ღმერთს ვიგებთ მაგრამ ძირითადად ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე და ასე სერიოზულ გუნდებთან ვერაფერს ვერ ვიზამთ. თანამედროვე სწრაფი ფეხბურთი და ინფივიდუალიზმი უნდა იყოს შეჯერებული ერთად რომ კარგი გუნდი გერქვას.
ნუ იმასთან შედარებით რა შედეგებიც გვქონდა ბოლო 20 წელში ეს შედეგი ზღაპრულია მაგრამ სამწუხაროდ ეს გაუმართავი ფეხბურთი მე პირადად დიდი იმედებით არ მავსებს.
გუჯი
27 სექტემბერი 2022 03:07
8
ჩვენ სწრაფი თანამედროვე ფეხბურთი კი არ უნდა ვითამაშოთ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვეულებრივი ქართული ფეხბურთი. რომელია ქართული ფეხბურთი?! აი ხვიჩა რომ თამაშობს ის არის! ჩვენ დაცვაში გვჭირდებიან გივი ჩოხელი, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე.... ))) დიდებული ქართული გენი აუცილებლად მოგვცემს ასეთ ნაყოფს, კიდევაც გაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი! დიდება ქართულ გენს, დიდება საქაართველოს!
aburjga
27 სექტემბერი 2022 10:26
0
ეს რა იყო.იგივე მოხდა რაც ვაისის დროს მაშინაც ძლივს მოვიგეთ გიბრალტარში.ხვიჩას გარეშე ყანა გუნდი ვართ.ან საერთოდ რატომ გაიყვანა.მაგის მერე დაგვაჯდა გიბრალტარი...
ლევანი.
27 სექტემბერი 2022 01:06
2
დავითაშვილზე ითქვა,რომ თავის ეგოიისტრ სტიქიაშიაო.სამწუხაროდ არა მარტო ის,ბოლო მომენტში პასი ეჭირთ,კვარას და ზივზივაძის გარდა ყველას.
ილია
27 სექტემბერი 2022 01:27
3
ილია, უბრალოდ დავითაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა საგოლე პასი გაეკეთებინა მაკედონიასთან 54 წთ-ზე ერთი-ერთზე გაყავდა ხვიჩა და არ მისცა პასი. ბურთი დაკარგა. დღესაც ბოლო წუთებში შეეძლო ერთი-ერთზე გაეყვანა მეკარესთან და ისევ არ მისცა პასი. აქაც დაკარგა ბურთი... ეს აშკარად გამოჩნდა, თორემ სხვებიც სცოდავენ რა თქმა უნდა...
ილიას
27 სექტემბერი 2022 01:53
0
დავიწყებ მექვაბიშვილით,ეს ბიჭი (რბილად რომ ვთქვათ) ძალიან სუსტია ყველა ასპეკტში. კვეკვესკირი არ ვარგა ,ფეხებში მიზანი საერთოდ არ აქვს.დავითაშვილმა პასები არ იცის და არც არაფერი გამოსდის წინ.ლობჟანიძე სისწრაფე კი აქვს,ირბენს,გაასწრებს მეტოქეს და აი მაშინ არ იცის რა ქნას.აზაროვი სუსტი მოთამაშეა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.ასევე ფლანგის მცველებიც.
მოკლედ,ჩვენი ნაკრების წარმატება და ნათელი წერტილი არის,კვარაცხელია და მამარდაშვილი!
gulshematkivari
27 სექტემბერი 2022 01:18
6
დავითაშვილს მეც შევამჩნიე ბოლო ორ შეხვედრაში ბოლო პასს არ იძლევა, ძუნწობს. შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, არადა პირიქით გამოსდის. იმედია გამოასწორებს. პირველ ნომრად თამაში არ შეგვიძლია. არა გვყავს საკმარისი კადრები. რაც მთავარია ბურთის გამნაწილებელი მოთამაშე არა გვყავს. მაგარი სერია როცა გვქონდა მეორე ნომრად ვთამაშობდით, პირველ ნომრად კი გიბრატალთანაც გაგვიჭირდა.
გიორგი
27 სექტემბერი 2022 01:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული