"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს, რომ საბოლოო ჯამში ასეთი შედეგი დადეს. ამ მიღწევას რა თქმა უნდა, ყველა ხედავს და აფასებს. თუმცა დღევანდელი თამაშის ბოლო 20 წუთი რა იყო? ამას ნამდვილად არ მოველოდი საქართველოს დღევანდელი (ხაზგასმით - დღევანდელი!) ფორმაციის ნაკრებისგან. თავისუფლად შეიძლებოდა თითქმის გარანტირებული (და ესოდენ საჭირო!) მოგების ხელიდან გაშვება. ასე არ შეიძლება. ასეთ მოდუნებას გიბრალტარზე ძლიერი გუნდები არ გვაპატიებენ. ჩვენ ხომ გვაქვს ამბიცია, რომ ეს ძლიერი გუნდები დავამარცხოთ! დღევანდელ ფეხბურთში არ არიან სუსტი გუნდები, და არ არსებობს გარანტირებული გამარჯვება (თუ 5:0-ს არ იგებ 90-ე წუთზე :) ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს. ბოლოს ვიტყვი, რომ კრიტიკა არ არის თვითმიზანი! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს, მომავლის იმედით!
Maxo
27 სექტემბერი 2022 01:13
0
კვარას გარეშე ძველი ნაკრებია
რაბუ
27 სექტემბერი 2022 01:05
1
გავიდა ხვიჩა მოედნიდან და დაიწყო @@@@@@@@ დოღი...
გარინჩა
27 სექტემბერი 2022 03:29
5
ხვიჩას გაყვანისთანავე, თითქოს სული მოითქვესო გიბრალტარელებმა, თითქოს ზედმეტი ფეხბურთელებით დაიწყეს თამაში, მყის აიღეს სადავეები ხელში და მოგვიგებდნენ კიდეც, იმ ხელით თამაშზე მსაჯს პენალტი რომ დაენიშნა ჩვენს კარში. ძალიან მყიფე სიტუაცია იყო შექმნილი და თამაშის დასრულებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე ხვიჩას შეცვლა არასწორი იყო. არ არის კარგი, რომ მხოლოდ მასზე ამდენი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. დიახ, ხვიჩა რომ არ შეცვალათ, თამაშის ბოლოსკენ ასე არ ვინერვიულებდით და გოლსაც არ გავუშვებდით.
ამი
27 სექტემბერი 2022 10:42
0
აშკარაა სანიოლი პრინციპულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს! ვიღაც აფათურებს ხელებს გუნდის მართვაში! თამაშის დასრულების შემდეგ ვიდეო-განხილვა აღარ არსებობს??? ობიეტური მწვრთნელი წინა თამაშში დავითაშვილის ეგოისტური მოქმედების შემდეგ კიდევ დააყენებდა ძირითადში??? ვინმემ აუხსნა, რომ ასე არ შეიძლება??? დააყენა და იგივე ქმედება... ამას ვერავინ ხედავს გულშემატკივრების გარდა???
გულშემატკივარი
27 სექტემბერი 2022 01:37
5
ძირითადში არ ყოფილა დავითაშვილი. იმედია მიიღებს სასტიკ საყვედურს, და თუ მასე გააგრძელებს აღარ გამოიძახებენ
გულშემატკივარს
27 სექტემბერი 2022 01:42
0
თამაშს თუ უყურე სად ნახე დავითაშვილი ძირითადში? ბოლო ნახევარი საათი ათამაშა
გულშემატკივარს
27 სექტემბერი 2022 01:49
0
აი ეს ვართ ჩვენ,ქართველები. თავში აუვარდათ,ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა და ამათმა,ეუფ ჩვენ რა მაგრები ვართ,მაკედონიას და გიბრალტარს ხომ საერთოდ რას ვუზამთო...
თავში ნუ აგივარდებათ ბიჭებო. ბოლო პერიოდის აჟიოტაჟი ფეხბურთში უკავშირდება ერთადერთ ბიჭს და ყველამ ვიცით ვინ არის ის!
მწვრთნელებზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია!
zustad!
27 სექტემბერი 2022 01:35
3
პარალელურად ინგლისი-გერმანიას ვუყურებდი, სულ სხვა სპორტი იყო.
მეგრელი
27 სექტემბერი 2022 01:08
0
საშინელი ორი თამაში და ორი მოგება...! მოედანზე უდისციპლინობა იგრძნობოდა ორივე თამაშში ვინ სად დარბის არიციან. მწვრთნელს ბევრი სამუშაო აქვს ძალიან და ყველა ყურადღებით უნდა იყოს, თორემ ამ ოქროს თაობასაც გავანიავებთ, განიავებას კიდევ ბევრი არაფერი უნდა ერთი ფეხის დაცდენაა (მაკედონია-საქართველო 1:0), შენებაა ძალიან ძნელი.
რუსთავი
27 სექტემბერი 2022 00:57
5
ეჰჰ კვარას გარეშე ნულია გუნდი..

რიკი
27 სექტემბერი 2022 01:13
2
ერთი რაღაც მკვეთრად გამოჩნდა: სანიოლს გეგმა ბე არ გააჩნია. რატომ უნდა ითამაშო გიბლარტართან 5 მცველით იმის იმედზე რომ გოლს ხვიჩა გაააკეთებს და მერე წინ წამოსულ გიბლარტალერებს კონტრზე დაგიჭერთ. როცა კარგ ფორმაში მყოფი მიქაუტაძე ზიბზიბაძე გყავს,რატომ არ უნდა ცადო ორი ფორვარდით თამაში? იმედია რომ ევროპის საკვალიპიკაციოზე სანიოლი სხვა სქემებისკენაც გაიხედავს,თორე ეგეთი სცენარებით თამაშს საბერძნეთი გირჩევნოდეთ ვიდრე ღრმა ავტობუსიანი ( გიბლარტაზე ბევრად ხარისხიანი) ყაზახეთი. სხვა მხვრივ ყველას გილოცავთ ჯგუფში პირველ ადგილს !
დავითი
27 სექტემბერი 2022 00:54
2
იმედია ჩაკვეტაძე 2024 წელს მაინც გვეყოლება ძირითადში. იშრომე გიო იშრომე ბურთის დამჭერი და გამანაწილებელი არ გვყავს ცენტრში
რაბუ
27 სექტემბერი 2022 02:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული