"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მოლოდინისამებრ, გიბრალტარში (2:1) გაიმარჯვა და "ერთა ლიგაში" გამოსვლა ერთი ლიგით დაწინაურებით დაასრულა, თუმცა, ეს არ ყოფილა "ფეოლაში" (გენიალური ფილმი) ნათქვამი "გაგიჭირდებოდათ", ვილი სანიოლის გუნდს გამარჯვების შენარჩუნება აუტსაიდერ მეტოქესთან მართლაც გაუჭირდა.

უსაიმოვნო ბოლო წუთები მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიას გასვლას დაემთხვა. დაემთხა? - საკითხავი სწორედ ესაა. არ გვინდა დავიჯეროთ, რომ "კვარას" გარეშე ჩვენს ნაკრებს არა თუ შეტევასა და შემოქმედებაში, ფსიქოლოგიურადაც აღარაფერი გამოუვიდა. ივნისის სანაკრებო მატჩებისას "ნაპოლის" მაშინ ჯერ კიდევ მომავალი ფეხბურთელი ფრანგმა დამრიგებელმა ყველა იმ შეხვედრაში დაასვენა, სადაც "კვარამ" თამაშის
ბედი მნიშვნელოვნად გადაწყვიტა და ვიმარჯვებდით, თუმცა მაშინ ამას გართულებები არ მოჰყოლია.

Sportall.Ge

ახლა მაინც ის უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, მისმა გარკვეულმა ნაწილმა მაინც, სუსტ მეტოქესთან არამხოლოდ კონკრეტული მატჩი, მთელი ციკლი დასრულებულად ჩათვალა და ფიქრებით კლუბებისკენ გადაერთო. ასეთ დროს მწვრთნელის ჩარევა მნიშვნელოვანია, სანიოლის ცვლილებებმა კი ვერ გაამართლა და ეს მან თავადაც აღიარა. ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია, რომ "ჯვაროსნების" წინამორბედ თავკაც ვაისისგან განსხვავებით, დღევანდელი მთავარი მწვრთნელი ახალი ფეხბურთელების შემოსვლას გაცილებით ხარისხიანად იყენებს, ახლა კი ასე არ მოხდა.

ხვიჩა კვარაცხელია მართლაც საოცარ სვლაზეა და რთული წარმოსადგენია, ქართულ ფეხბურთში რაიმე რეკორდი დარჩეს, რომელსაც ის ვერ დაამყარებს. ბოლოს "რუბინში" რომ დამარცხდა, იმის შემდეგ როგორც ნაკრებში, ასევე ბათუმის "დინამოსა" და "ნაპოლიში" (32 მატჩში) არ წაუგია და ყველა შეხვედრაში მისგან ღირებულს და დასამახსოვრებელს ვხედავთ. ბედნიერებაა ასეთი ლიდერის არსებობა, თუმცა როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ასევე მთელმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, "კვარას" ირგვლივ წარმართულ ამ წარმატებულ პერიოდში მაქსიმალურად ყველას როლი გამოიკვეთოს და ვინმემ ეს "ერთი კაცის გამარჯვებად" არ ჩათვალოს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ასე ვერასდროს იქნება, ყველას თავისი როლი და დანიშნულება აქვს, თუმცა არის პერიოდები, როცა გულშემატკივრებს ასე ეფიქრებათ...

Sportall.Ge

რა ვნახეთ გიბრალტარში? - გიორგი წიტაიშვილის გაქანების ფეხბურთელი "ლეხის" სათადარიგოთა სკამზე არ უნდა იჯდეს და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ახლა მეტოქე სუსტი გვყავდა. ამ ბიჭმა რამენაირად უნდა მოახერხოს და საკლუბო ფეხბურთი უკეთ დაალაგოს. 2023 წლის მარტში, როცა შესარჩევი ეტაპი დაიწყება, სხვა სათამაშო პრაქტიკაში მყოფი წიტაიშვილი გვჭირდება.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მინდვრის ცენტრში სიახლეები აუცილებლობამდეა მიყვანილი. მეტოქესთან, რომლებიც პრესინგს ნაკლებად მიმართავდა, ნიკა კვეკვესკირი მშვენივრად გამოიყურებოდა, გრძელი პასებით თანაგუნდელებს ხიფათს აქმნევინებდა, თუმცა შუა ხაზში მეტი იმპროვიზაცია და კრეატივი გვჭირდება. ოთარ კიტეიშვილის სტაბილური თამაში და ჯანმრთელობა ისაა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. შესაძლოა, ვინმემ ჩათვალოს, რომ სულ მომავალში ვიხედებით, თუმცა მთავარი ახლა სწორედ ესაა, კარგად გავაანალიზოთ, რა გვაკლია, რომ 6 თვის შემდეგ, სრულყოფილებას მივუახლოვდეთ. დღეისთვის კი ბიჭებს მხოლოდ მადლობა ეკუთვით, რომ B ლიგაში ვართ და თუკი შესარჩევიდან ვერ მოვახერხეთ, გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას "ერთა ლიგის" პლეი-ოფიდანაც ვცდით.

მსოფლიოს ჩემპიონატის მზადებისა და მიმდინარეობის დროს ნაკრებებს, რომლებიც იქ არ მონაწილეობენ, მაქსიმალურად ბევრი ამხანაგური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა თუ მიეცემათ, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. როგორც ახალი მოთამაშეების, ასევე ტაქტიკური სქემებისა გამოცდა და გარკვეული ექსპერიმენტები ისევ განსახორციელებელია, რათა შესარჩევ ეტაპზე, სადაც მეტოქეები 9 ოქტომბერს გაირკვევა, მაღალი მიზნები თამამად დავისახოთ.

სანიოლი საკუთარი გუნდის რესურსებსა და შესაძლებლობებს იდეალურად აფასებს, შესაფერის სქემასაც მიაგნო. მართალია, როცა მეტოქე მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, იქ რთულია ზუსტი ტაქტიკური ნიუანსებით მოქმედებდე, თუმცა ახლა ხშირად ჩვენი გუნდი მთლიანად მოწინააღმდეგის ნახევარზე იდგა და შესატევად იშლებოდა, თუმცა სანიოლისგან, ზოგიერთ შემთხვევაში, ტრადიციული, 3-მცველიანი სქემა არ გვინახავს და ის დაახლოებით 4-5-1-ად ტრანსფორმირდებოდა. ოთარ კაკაბაძეს თამაშს სწორედ ის პლუსი აქვს, რომ მას ნებისმიერი განლაგების დროს დაეყრდნობი, თუმცა დაცვის ცენტრში საკადრო საკითხების მოგვარების შემდეგ, ის მაინც უფრო ფლანგელია და ალბათ, ფრანგი თავკაცი მომავალში მანდაც წარმოიდგენს.

Sportall.Ge

ბოლო ორი მატჩის თვალშისაცემი სიახლე გიორგი მიქაუტაძის მარჯვენა ფლანგიდან აქტივობებია. ის სწრაფი, მოძრავი და ტექნიკურად და კარგია, რომ ისე არ ვიყენებთ, როგორც მისი სანაკრებო დებიუტის დასაწყისში, როცა მაღალი გადაცემების ამარა ვტოვებდით. ის ალბათ, ერთადერთი იყო, ვინც შეცვლაზე შემოსულებიდან თამაში გაამწვავა, თუმცა განცდა რჩება, რომ ბოლომდე გასახსნელად, რაც ბუდუ ზივზივაძემ უკვე გაიარა, ჯერ კიდევ ნაბიჯები აქვს გადასასვლელი.

თუკი მომავალზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფეხბურთელები, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რათა ეროვნულ გუნდში საკუთარი ადგილი და როლი ჰქონდეთ. ლუკა ლოჩოშვილის პროგრესი აშკარაა, თუმცა მისი სიხისტე შესაძლოა, ძვირად დაგვიჯდეს, ხოლმე. გიბრალტარშიც, როცა ის დაჯარიმდა, გადავრჩით და გოლი არ გაგვიშვია. სტანდარტული მდგომარეობიდან ხიფათებს ხომ ისედაც რთულად ვიგეირიებთ.

ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ჩვენ თვალწინ პროგრესირებს, მაგრამ ანზორ მექვაბიშვილს კიდევ უფრო მეტი სჭირდება, რათა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში სასარგებლო იყოს. მან წიტაიშვილს საგოლე პასი გაუკეთა, თუმცა აქ უფრო გოლის ავტორის ინდივიდუალური ოსტატობა ვნახეთ. ამ საკითხებზე მწვრთნელი მას უფრო მეტს ეტყვის...

ვილი სანიოლსა და მის ნაკრებს მომავალ ოფიციალურ შეხვედრებამდე 6 თვე აქვს. ფრანგ სპეციალისტს მუშაობა, დაკვირვება და მსჯელობა ნამდვილად არ ეზარება და დაეწუნება, მთავარია ამის შედეგები პრაქტიკაში სრულად ვნახოთ. რესურსი ნამდვილად არის, მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძის ოპტიმალურ ფორმაში წარმოდგენა შეიძლება და ახალგაზრდა მოთამაშეებიც პროგრესირებენ.

alt"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

altსანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს

მკითხველის კომენტარები / 22 /
ცხრილს რომ შეხედავ უნდა გაჩუმდე კმაყოფილებით და გაიხარო. მაგრამ ასე მარტივად საქმე არა არის. თქვენც თავს არიდებთ ცალკეულ მოთამაშეების კრიტიკს. ხვიჩამ ნაპოლის 2 თამაშის გამოკლებით ყველა თამაშში გოლში მიიღო მონაწილეობა და სპალეტიმ მის აზრით ზედმეტი დრიბლინგის გამო გააკრიტიკა. ნაკრებში როცა ხარ და ზედიზედ 2 თამაშში შენ პარტნიორს საგოლე პასს არ უკეთებ და პატარა ბავშვივით მატაობ ამას არ ვიცი რა ქვია. დავითაშვილს სანიოლი თუ არ ეტყვის იქნებ ვინმე ჟურნალისტმა დაწეროთ თუ ჩვენი აქ კომენტარი არ ესმის. მექვაბიშვილმა პასი კი არ გაუკეთა წიტაიშვილმა აართვა ბურთი და მშვენივრად შევიდა. ძალიან სუსტია მექვაბიშვილ ჯერ ჯერობით ნაკრებისთვის.
G.LA
27 სექტემბერი 2022 12:09
4
მეკვაბიშვილი ფიზიკურად არის სუსტი,ნაკრების დონეს ვერ კაჩავს,გიბრალტარტან არ გაუკეტებია არაფერი და ზლიერი ნაკრებებს რო შეხვტებიან საერტოდ გაკრობენ მინდვრიდან,ცენტრი გვხავს ცან სუსტი
Москва
27 სექტემბერი 2022 13:10
1
კვარაზე ენა როგორ უნდა მომიბრუნდეს რაიმე ვთქვა, ძალიან ვფრთხილობ. მოდი არ ვიტყვი არაფერს. თვითონ უკეთ იცის ვის რისი თავი აქვს და ღირს თუ არა პასების დარიგება. ეს ნაკრები არაფრის მქმნელი არაა სამწუხაროდ, ძველებურ ფორმაში მყოფი კიტეიშვილი და ასევე ჩაკვეტაძე თუ არ მოგვეშველა. ჩაკვეტაძე საერთოდ სხვა საკითხია, აშკარაა ვილი და სამწვრთნელო შტაბი ვერ აცნობიერებს, როგორ გვჭირდება ჩაკვეს კარგი ფორმა და რა მნიშვნელობა აქვს ამას ნაკრებისთვის, ჩვეულებრივი მიდგომა აქვთ მის მიმართ, რაღაც მეტი გვინდა, რომ ეს ბიჭი გადავარჩინოთ.

უვიცი
27 სექტემბერი 2022 14:25
3
ჩაკვემ თავი თავად უნდა გადაირჩინოს. ელლინების გამოთქმისა არ იყოს - გინდა იყო ძლიერი? ირბინე.
გიორგი
28 სექტემბერი 2022 11:32
0
გიბრალტართან ეს თამაში არ მგონია ნაკრების ზოგადი შეფასებისთვის გამოდგეს, რადგან ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი იყო. უფრო მეტად დასკვნები მაკედონიასთან თამაშიდან უნდა გამოვიტანოთ, სადაც აშკარად ჩანდა ნახევარდაცვის ცენტრის სისუსტე და ეგ არ იყო ახალი მოვლენა, ამ წაუგებელი სერიის თითქმის ყველა თამაშში ჩანდა ცენტრის პრობლემა. კარგი რაც ამ გუნდს აქვს სწრაფი ფლანგებია და რომ გვყადეს საშუალოზე მაღალი დონის ნახევარდაცვა ბევრად მეტ სივრცეს შექმნიდა და უკეთ გამოვიყენებდით შემტევებსაც.
იოსარიანი
27 სექტემბერი 2022 14:08
0
ისევე, როგორც ვაისის დროს, ახლაც ერთი ფეხბურთელის იმედზე ვართ მხოლოდ ( მაშინ ჩაკვეტაძე იყო, ახლა კვარაცხელია) ,
დანარჩენი ნახევარმცველები და თავდამსხმელები ძალიან სუსტები გვყავს, რა სულელური კომენტარი იყო, კვარაცხელია სხვებს პასს არ აძლევს, მართლა არ უნდა მიეცა ზივზივაძისთვის და თვითონ უნდა დაერტყა ერთ მომენტში, შემადგენლობის არასწორი შერჩევაც არის, რა უნდა ნაკრებში მექვაბიშვილს, რატომ არ იძახებენ ლუკა ძაგნიძეს? მწვრთნელები სუსტებია, როგორც ძირითადი ნაკრების, ასევე ახალგაზრდულების (19, 21 ), ადრე უფრო კარგი მწვრთნელი მუშაობდნენ ახალგაზდულებში და წარმატებებიც ჰქონდათ (მაისურაძე, დევდარიანი, ცეცაძე)
პატრიოტი
27 სექტემბერი 2022 14:08
3
არ შეიძლება საყრდენი ნახევარმცველი, დღევანდელ სწრაფ ფეხბურთში იყოს ისეთი ნელი როგორიც კვეკვესკირია,კვეკვესკირს პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ ტიპი 2 თამაში დადიოდა მინდორზე, კინაღამ გავგიჟდი მისი შემხედვარე, დავიჯერო ამას მწვრთნელები ვერ ხედავდნენ..ბურთის ართმევაზე ასევე ძალიან სუსტია, ასევე ვერ მოძრაობს, პასის გაკეთება კი იცის მაგრამ, ვინ გაცლის სწრაფი ფეხბურთის შემთხვევაში პასის გაკეთებას,თუ არ იმოძრავე და იბრძოლე, მარტო ამიტომ არ უნდა თამაშობდეს კაცი ნაკრების ძირითადში რო პასის გაკეთება იცისო, ვითუმეტეს საყრდენი ნახევარმცველი ბევრს უნდა მოძრაობდეს და ართმევაზე უნდა იყოს ძალიან მაგარი ისეთი როგორიც კანკავა იყო ,მიახლოვებული მაინც.გამოჩნდა რო წიტაიშვილი შეტევაში ძალიან ეფექტურია ვიდრე მარცხენა მცველად, ეს საერთოდ არ არის მისი პოზიცია ის ნახევარმცველია და შეტევაში უნდა იყოს.ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი ძალიან აკლია ნახევარდაცვის ცენტრს,კიტეიშვილს საყრდენად ძალიან მაგრად შეუძლია ითამაშოს, იმედია მალე დაბრუნდება,მარადიშვილზე უნდა იფიქრონ აუცილებლად იქნებ მოხერხდეს მისი ჩამოყვანა ნაკრებში, ის ძალიან მოძრავი და მაგარი საყრდენი ნახევარმცველია.კიდევ ერთი არ შეიძლება მეტოქის ზემოდან ყურება, ეს კვარას და რამოდენიმე ფეხბურთელს არ ეხება, ეს ფეხბურთია და ამის გულისთვის აუცილებლად დაისჯები,თუმცა გავიმართლა და გიბრალტართან გადავრჩით,არადა რა მნიშვნელობის თამაში იყო მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც კარგად უნდა ცოდნოდათ,მოგება ხო ყაზახეთს გვახვედრებდა თბილისში, რადგან დიდი ალბათობით საბერძნეთი მოუგებს ჩრდილოეთ ირლანდიას და ისიც სახლში ითამაშებს თურქეთთან,ასე რომ თურქეთს და საბერძნეთს ავცდებოდით, კიდევ ვამბობ ეს მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც კარგად უნდა გეცნობიერებიათ,შემტევი შემადგენლობა კი იყო მაგრამ, ზოგზოგიერთი ზემოდან დაყურებდნენ გიბრალტარის ფეხბურთელებს და ამიტომაც გაუჭირდათ მოგება.საქართველოს ნაკრებმა პირველ ნომრად და შეტევაში თამაში უნდა ისწავლოს, ამას კი დიდი შრომა და მუშაობა ჭირდება.სხვანაირად როგორც B-ლიგაში ისე ფლეიოფებშიც გაგვიჭირდება, რადგან მხოლოდ მეტოქეზე მომლოდინე რო იქნებ მათ შეცდომები დაუშვან არაფერი გამოვა, რადგან მაღალი კლასის გუნდები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ თითქმის, ვგულისხმობ იმას რო გუნდამა შეტევაში თამაში უნდა ისწავლოს.ასე რომ სამუშაო ძალიან ბევრია ნაკრებში, განსაკუთრებით ნახევარდაცვის ცენტრში.კარგი რომ ჯგუფი მოვიგეთ მაგრამ წინ გაცილებით რთული თამაშები ელის ნაკრებს.
qomagi
27 სექტემბერი 2022 19:24
1
სანიოლის მწვრთნელობის არ გაიშვას... უყურებს გუნდი ვერ თამაშობს და ტაქტიკას არ ცვლის...თამაშის მიმდინარეობისას არ იგრძნობა არანაირი მწვრთნელის ჩანაფიქრი...არ გვაქვს არანაირი ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაცია...სანიოლის ვითო კარგი მუშაობა არაფერ შუაშია...უბრალოდ, თუ კარგ ფორმაში არიან გამოსდით თამაში და თუ ცუდ ფორმაში, მაშინ არ გამოსდით...ეგაა და ეგ, მეტი არაფერი...და თან ეს ყველაფერი ხდება ერთა ლიგის სუსტ გუნდებთან... ხვიჩაზე არ მაქვს ლაპარაკი...სხვა დანარჩენების თამაშზე და სანიოლზე ვლაპარაკობ.
დინამო
27 სექტემბერი 2022 12:41
39
ჩვენც დ ლიგაში რომ ვიყავით,უკვე დაგავიწყდა?
სოსო
27 სექტემბერი 2022 13:13
3
არ შეიძლება ხვიჩას შეცვლა, რადგან არსებობს შეუცვლელი ფეხბურთელის ცნება... ანუ ტერმინი რადგან არსებობს ე. ი. მისი ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, როგორც ლიდერის. სხვა კიბატონო, მაგრამ არა ის. ხვიჩას კვალობაზე არავის არ ვაკნონებ, მაგრამ ის ლიდერია, როგორც მარადონა. ის ფენომენია და წერტილი. იგი შეუცვლელი უნდა იყოს და ეს ჩემი აზრია.
ლაშა
27 სექტემბერი 2022 20:33
1
ეგეთ ბრილიანტს გაფრთხილება უნდა და არა ბოლომდე გაწურვა.

2-0ს უგებ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს, თან ხელოვნურ საფარიან მოედანზე, ნამდვილად არ ღირდა დატოვება იმის რისკად, რომ გატრამვულიყო ან რამე მსგავსი. (ერთი იმიტომ მინდოდა დარჩენილიყო, რომ კიდევ ერთი გოლი გაეტანა და ოთხივე ლიგაში საუკეთესო ყოფილიყო გოლს+ასისტებით (ჰალანდს დაეწეოდა და გადაასწრებდა ასისტების წყალობით :) )
nk
28 სექტემბერი 2022 00:27
0
მოფრთხილება არა? რკინის ხომ არ არის?
გიორგი
28 სექტემბერი 2022 11:19
1
პირველ რიგში გილოცავთ, ამ ეტაპისთვის შედეგი ნამდვილად არის, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, ჩვენთვის კარგად აეწყო, ბულგარეთს რომ შევხვდეთ ეხლა ნამდვილად ვეღარ მოვუგებთ, გაძლიერებულია, მაკედონია დასუსტებულია, ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენი შუა ხაზია, თავდასხმა ცოტა გამოსწორდა ხვიჩას ფონზე, და რესურსი კიდევ ჩანს, დაცვა 2024 წლ მარტო გამოცდილების ხარჯზე ვეღარ ,,გაქაჩავს" რესურსი კი არ ჩანს, ლოჩოშვილის იმედი მე არ მაქვს, დიდი ხანია ვაკვირდები და ჯერ თამაშის წაკითხვა ვერ ისწავლა, ხშირად უხეშობს და კარგავს მოედანს...ტაბიძე/დვალი ? მცირეა შანსი მომატების....ჩაკვე ფორმაში, ყველამხრივ გაზრდილი დავითაშვილი და წიტაიშვილი გვჭირდება...
გუსანი
27 სექტემბერი 2022 15:37
1
ფეოლაო ვიძახით და რა ფილოსოფიური ფილმია, იგივეა, რაც ფილმი პელე - ლეგენდა. სანამ ამ ფილმებს არ გავითავისებთ, მანამდე არ გვეყოლება ბევრი კვარა... ასეა, ღარიბ ბავშვებს გაცილებით მეტი მონდომება აქვთ. უნდა შევიგნოთ, რომ ფულის ჩადება სუბიექტში გაცილებით მომგებიანია, თუგინდ ერთ კაცში, ვიდრე მთელს სტადიონში. დაუფიქრდით ამას. ის ბიჭები, ფეოლაში რომ არიან, უყურებდნენ რა მამების ოფლს და ჯაფას, ასმაგად იხარჯებოდნენ მითუმეტეს, როდესაც თამაში სიამოვნებას ჰგვრიდათ.
ლაშა
27 სექტემბერი 2022 23:07
0
გილოცავთ გამარჯვებას და შესანიშნავ შედეგს... 16 ქულა 6 თამაშში. სუპერ შედეგია!!! მადლობა ბიჭებს!!!
tngh
27 სექტემბერი 2022 19:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული