"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა ლიგა" გიბრალტართან (2:1) გამარჯვებით დაასრულა და ერთი დივიზიონით დავწინაურდით, ამასთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვითამაშებთ. ამ თემას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტს" უძღვნის:

"გიბრალტართან თამაშშიც მხოლოდ ორი რამ იყო კარგი:

1) ანგარიში;

2) კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც კარგ ფეხურთელობასთან ერთად კარგი ადმიანობაც და პრინციპულობაც გამოავლინა და ბნელ ჰომოფობებს თავი არ დაუხარა, ნაკრებში მე-100 თამაში ითამაშა.

დანარჩენზე რა გითხრათ? ლორია რომ არა, შეიძლება ვერც მოგვეგო. გასაგებია, რომ ხვიჩა ყოველთვის ხვიჩაა, მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე ზოგ გულშემატკივარს
გაუჩნდა განცდა (და არცთუ უსამრთლოდ), რომ ხვიჩას გარეშე ნაკრები ისეთივე ცუდი გუნდია, როგორიც ადრე იყო.

ორი თამაშის ჯამში კი ხელთ შეგვრჩა ცუდი თამაში, მაგრამ მოგება. ახლა ზოგი კითხულობს: სულ კარგ თამაშს და სულ წაგებას ცუდი თამაში და მოგება არ ჯობიაო?

კი ჯობია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ორივეს ჯობია კარგი თამაში და მოგება და მარტო "ჯობიაზეც" არაა საქმე: რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით? ასეთი თამაში გვეყოფა ნახევრფინალის და მით უმეტეს, ფინალის მოსაგებად?

თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალი და ფინალი დროში ისე შორსაა (2024 წლის მარტში), მანამდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასევე მანამდე ჩვეულბრივი შესარჩევი ციკლი გვაქვს სათამაშო და იქ, როგორც აბანოში, გამოჩნდება თეთრი და შავი, რადგან ყველანაირი ძალის მეტოქე გვეყოლება. და ასევე გამოჩნდება სანიოლის გაქანება: არის ის ის მწვრთნელი, რომელსაც კიდევ შეუძლია გუნდს მოამატებინოს, თუ ეს მისი ჭერია და უფრო მაღალ დონეზე ასასველად სხვა მწვრთენლი დაგვჭირდება?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ნახევარფინალამდე უნდა გვქონდეს უკვე პასუხი.

ასევე მანამდე იქნება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ნაწიულობრივ ჩვენც ვმასპინზძლობთ და სადაც ეროვნული ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის ნახევარს შეუძლია თამაში, ხვიჩას თამადობით.

ასე რომ შევხედოთ მომავალს იმედიანდად და ვეძებოთ კარგი საყრდენები! 

P.S. მესამე კარგი რამეც მომხდარა გუშინდელ თამაშში: რეკორდი დავამაყრეთ - 11 წაუგებელი თამაში გვაქავს. ამხელა წაუგებელი სერია ჯერ არ ქონია ჩვენს ნაკრებს.

ეს ცალსახად კარგია, მაგრამ ბევრს შეიძლება არც არაფერს ცვლიდეს, რადგან წინა რეკორდი (10 წაუგებელი თამაში) ქეცბაიას დროინდელ ნაკრებს ეკუთვნოდა, გუნდს, რომელიც ალბათ ყველაზე არაშემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ვერაფერსაც ვერ მიაღწია."

9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველის ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა, შეხვედრები კი მომავალი წლის მარტიდან ჩატარდება.

alt"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

altჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

მკითხველის კომენტარები / 55 /
ვაი შენს პატრონს მერაბ.
aleqsandre
27 სექტემბერი 2022 16:22
52
ქეცბაიას 10 წაუგებელი მატჩი ქონდა და ეხლა 11 თამაშიდან 9 მოგება გვაქ და ორი ფრე . ამაში განსხვავებას ვერ ხედვათ ?
ლშა_იუვენტინო
27 სექტემბერი 2022 16:15
1
ესეც ის ექსპერტია ნაკრების მწვრთნელზე უკეთესად რომ იცის რა სჭირდება ნაკრებს
ნიკა
27 სექტემბერი 2022 14:44
9
რაღაც საკითხებში გასაგებია და რეალურია პოზიცია,მაგრამ სანიოლზე რომ ამბობთ ,რომ გამოჩნდება ეს მისი მაქსიმუმია თუ კიდევ მოამატებინოს გუნდსო,ნაკრების მწვრთნელმა რანაერად უნდა მოამატებინოს გუნდს ვინმე ამიხსნის? 3 თვეში 4 დღით ხდება შეკრება და ნაკრების მწვრთნელმა უკვე წარმატებული მოთამაშეები უნდა შეარჩიოს თორე 4 დღეში ვერ ასწავლი ფეხბურთელს თამაშს.მასე იძახდნენ ქეცბაიაზაეც და სულ ტყუილა
qomagi
27 სექტემბერი 2022 19:13
2
რამდენი უთამაშებელი ფეხბურთელი ჰყავდა სანიოლს, ისიც დაითვალეთ. ნახევარ ტაიმსაც არ თამაშობენ. არც აბურჯანია, არც კვეკვესკირი არ ჩამოუვარდება არცერთ მაკედონიელს. ექნებათ პრაქტიკა, გვეყოლება ლაღი ნაკრები. თუ არა ვიქნებით დამოკიდებული გამობრწყინებაზე. მთავარი იყო შედეგი და კაცმა დადო შედეგი. თუ ვინმე ადრე მოდუნდა, მათი პროფესიონალიზმის დონის მინიშნებაა. მადლობა სანიოლს გამარჯვების მენტალობის აღდგენისთვის!
გიორგი
27 სექტემბერი 2022 17:47
4
ეს კაცი მე სტადიონზე არ მინახია... 6 თამაშში 16 ქულას იწუნებს!!! ჩამოყალიბებული ინტრიგანია. ცუდი თამაშიო!!! "დილეტან-პოპულისტია"...
tngh
27 სექტემბერი 2022 18:58
26
ყველაფრის ექსპერტია ეს ბიჭი. უმადურობა კი გჩვევია ქართველებს, მაგრამ რატომ დაგავიწყდა საწყისი 4 არაჩვეულებრივ სტილში ჩატარებული შეხვედრები. ერთ გრანდსაც ვერ დაასახელებ, რომელიც ერთ დონეზე ატარებს ყველა მატჩს. მითუმეტეს მაჩაბჩალა ნაკრებთან. ჩვენც მაჩანჩალები ვიყავით აქამდე, მაგრამ უჭირდათ ხოლმე გრანდებს ჩვენთან თამაში. ბოლო ორ თამაშში ნაკრებმა მოიგო კლასით და ეს მისასალმებელია.
სიმართლე
27 სექტემბერი 2022 17:24
13
კვაეაცხელიას გარეშე რა შედეგი აქვს სანიოლს ისიც დაწერეთ, კვარაცხელიასთან(ჩაკვეტაძესთან) ერთად ვაისის ნაკრებიც მაგარი იყო.
მ.მ
27 სექტემბერი 2022 15:36
8
შენ ჯერ ის დაწერე. გვარდიოლას რა შედეგი ქონდა მესის, ინიესტას და ხავის გარეშე
და მერე ჩვენც დავწერთ :)
las
27 სექტემბერი 2022 16:13
2
და რა შედეგი ქონდათ, მესის, ხავის და ინიესტას გვარდიოლამდე და გვარდიოლას შემდეგ?
ჰაჰა
27 სექტემბერი 2022 21:10
2
ყველა გამოხმაურება
ძალიან ობიექტური და საღი შეფასებაა, ნაკრებმა უნდა მიაღწიოს იმ დონეს რომ იდივიდები კიარ წყვეტდნენ თამაშის ბედს, არამედ უნდა წყვეტდეს ნაკრები, ინდივიდები ბონუსად უნდა გვყავდეს.
koba
27 სექტემბერი 2022 14:38
17
Re: "ლორია რომ არა... ხვიჩას გარეშე ცუდი გუნდია..."

ჩივაძე, მაჩაიძე, სულაქველიძე, შენგელია რომ არა...
ყიფიანის და გუცაევის გარეშე...
ქ. გ.
27 სექტემბერი 2022 14:30
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული