"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა ლიგა" გიბრალტართან (2:1) გამარჯვებით დაასრულა და ერთი დივიზიონით დავწინაურდით, ამასთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვითამაშებთ. ამ თემას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტს" უძღვნის:

"გიბრალტართან თამაშშიც მხოლოდ ორი რამ იყო კარგი:

1) ანგარიში;

2) კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც კარგ ფეხურთელობასთან ერთად კარგი ადმიანობაც და პრინციპულობაც გამოავლინა და ბნელ ჰომოფობებს თავი არ დაუხარა, ნაკრებში მე-100 თამაში ითამაშა.

დანარჩენზე რა გითხრათ? ლორია რომ არა, შეიძლება ვერც მოგვეგო. გასაგებია, რომ ხვიჩა ყოველთვის ხვიჩაა, მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე ზოგ გულშემატკივარს
გაუჩნდა განცდა (და არცთუ უსამრთლოდ), რომ ხვიჩას გარეშე ნაკრები ისეთივე ცუდი გუნდია, როგორიც ადრე იყო.

ორი თამაშის ჯამში კი ხელთ შეგვრჩა ცუდი თამაში, მაგრამ მოგება. ახლა ზოგი კითხულობს: სულ კარგ თამაშს და სულ წაგებას ცუდი თამაში და მოგება არ ჯობიაო?

კი ჯობია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ორივეს ჯობია კარგი თამაში და მოგება და მარტო "ჯობიაზეც" არაა საქმე: რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით? ასეთი თამაში გვეყოფა ნახევრფინალის და მით უმეტეს, ფინალის მოსაგებად?

თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალი და ფინალი დროში ისე შორსაა (2024 წლის მარტში), მანამდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასევე მანამდე ჩვეულბრივი შესარჩევი ციკლი გვაქვს სათამაშო და იქ, როგორც აბანოში, გამოჩნდება თეთრი და შავი, რადგან ყველანაირი ძალის მეტოქე გვეყოლება. და ასევე გამოჩნდება სანიოლის გაქანება: არის ის ის მწვრთნელი, რომელსაც კიდევ შეუძლია გუნდს მოამატებინოს, თუ ეს მისი ჭერია და უფრო მაღალ დონეზე ასასველად სხვა მწვრთენლი დაგვჭირდება?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ნახევარფინალამდე უნდა გვქონდეს უკვე პასუხი.

ასევე მანამდე იქნება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ნაწიულობრივ ჩვენც ვმასპინზძლობთ და სადაც ეროვნული ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის ნახევარს შეუძლია თამაში, ხვიჩას თამადობით.

ასე რომ შევხედოთ მომავალს იმედიანდად და ვეძებოთ კარგი საყრდენები! 

P.S. მესამე კარგი რამეც მომხდარა გუშინდელ თამაშში: რეკორდი დავამაყრეთ - 11 წაუგებელი თამაში გვაქავს. ამხელა წაუგებელი სერია ჯერ არ ქონია ჩვენს ნაკრებს.

ეს ცალსახად კარგია, მაგრამ ბევრს შეიძლება არც არაფერს ცვლიდეს, რადგან წინა რეკორდი (10 წაუგებელი თამაში) ქეცბაიას დროინდელ ნაკრებს ეკუთვნოდა, გუნდს, რომელიც ალბათ ყველაზე არაშემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ვერაფერსაც ვერ მიაღწია."

9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველის ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა, შეხვედრები კი მომავალი წლის მარტიდან ჩატარდება.

alt"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

altჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

მკითხველის კომენტარები / 55 /
მერაბას აზრი აპრიორი სწორი კი არ არის. თქვა და გაიარა. ნაკრებს ყავს კარგი მეკარეები, წიტაიშვილი და ხვიჩა. წინა გათამაშებაში ჩაკვემ ათრია გუნდი. ახლა ამათმა.
დათო
27 სექტემბერი 2022 22:01
0
ორივე თამაში ძალიან ცუდად ითამაშეს. ეს რა, მარტო ფეხბურთელების ბრალია? რომ მოიგეს, კარგია. მაგრამ ბულგარეთთან იქ, თან საკაიფოდ ითამაშეს თან მოიგეს. რომელი ჯობდა?
ჰაჰა
27 სექტემბერი 2022 21:14
2
მადლობა უფალს ძალიან კარგი თაობა გვყავს.
სანიოლს არ ვუკარგავ მისი შეკრებილია ეს გუნდა, მაგრამ შემდეგ? განვითარება?
ამ გუნდისგან საათივით მექანიზმის აწყობა შეიძლება!!@
თენგო
27 სექტემბერი 2022 14:54
6
დაანებე იმაზე წერას თავი, რაშიც ვერ ერკვევი!!!!!
ნუგზარი
27 სექტემბერი 2022 22:54
9
ბოლო თამაშები გუნდმა ვერ ითამაშა, მაგრამ შედეგი დადო. გასაგებია ორივე შედეგში ხვიჩას წვლილი დიდზე დიდია.ფეხბურთიც სწორედ ეგ არის ლიდერები ქმნიან ამინდს. 2024-ში ჩვენ უფრო ძლიერ ნაკრებს უნდა ველოდოთ, აგერ ახალგაზრდები მოდიან საკმაოდ მოტივირებულნი და მათგან ძალიან ბევრ სურპრიზებს უნდა ველოდოთ.
გია
27 სექტემბერი 2022 17:03
0
2) კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც კარგ ფეხურთელობასთან ერთად კარგი ადმიანობაც და პრინციპულობაც გამოავლინა და ბნელ ჰომოფობებს თავი არ დაუხარა, ნაკრებში მე-100 თამაში ითამაშა.


აი ეს არი შენი შეფასება. არც მეტი ხარ არც ნაკლები. არც ფეხბურთი რო არ გესმის, არც პოლიტიკა და არც ჟურნალისტი ხარ ეგ ისეც გასაგები იყო. შენ და კაშიამ ერთად იაეთ
რეზო
28 სექტემბერი 2022 19:15
2
რა დრო დაგვიდგა,ერთა ლიგის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ და ხალხი უკმაყოფილოა, ექსპერტებათ რომ მოგაქვთ თავები,ჟუუუუუურნალისტებს,აბა გადახედეთ რომელმა ნაკრებმა ჩატარა ყველა მატჩი მაღალ დონეზე?!
საქართველო
28 სექტემბერი 2022 07:20
1
მასე თურქებმა ვერ მოიგეს თამაშები ლუქსებურგთან და ისლანდიასთან, მაგრამ სუსტი გუნდია? გუნდი სულ ერთნაირად ვერ ითამაშებს, მართალია ეიფორიაშიც არ უნდა ჩავავრდეთ, ჯერ არსად არ გავსულვართ,მაგრამ დღეს ჩვენ ნაკრებს ვერავინ ვერ დაჩაგრავს, მარტამდე 4 5 ფეხბურთელით გვჭირდება გაძლიერება ცენტრში და დაცვაში, ყველა დროის საუკეთესო ნაკრები გვყავა დღეს, მარტო ხვიჩა და მამარდაშვილი რად ღირს, სხვებიც უფრო მოუმატებენ
გოგა
27 სექტემბერი 2022 17:23
3
Am bichebis dzalian meimedeba martla kargi taobaa,magram erti unda vtqvat aranairi kombinaciebi arc kutxuris dros winaswar navajishebi araferi maseti ar sheinishneba(gibraltaris 15 nomers burti ver aaciles gushin kvela kutxuri moigeria tavit),rac dzalian cudia marto individualizmit shors ver wavalt...
Givi
27 სექტემბერი 2022 15:06
1
მოკლეთ რა, დაანებეთ ამ პატიოსან კაცს თავი, იმის გარეშე ბაბუჩემი ბებიაჩემი იქნებოდაო ხო გახსოვთ ბავშვობა:) რანი ვართ კი ვიცით და დაანებეთ ამ კაცს თავი:):):):):
ჯიმა
27 სექტემბერი 2022 16:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული