"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა ლიგა" გიბრალტართან (2:1) გამარჯვებით დაასრულა და ერთი დივიზიონით დავწინაურდით, ამასთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვითამაშებთ. ამ თემას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტს" უძღვნის:

"გიბრალტართან თამაშშიც მხოლოდ ორი რამ იყო კარგი:

1) ანგარიში;

2) კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც კარგ ფეხურთელობასთან ერთად კარგი ადმიანობაც და პრინციპულობაც გამოავლინა და ბნელ ჰომოფობებს თავი არ დაუხარა, ნაკრებში მე-100 თამაში ითამაშა.

დანარჩენზე რა გითხრათ? ლორია რომ არა, შეიძლება ვერც მოგვეგო. გასაგებია, რომ ხვიჩა ყოველთვის ხვიჩაა, მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე ზოგ გულშემატკივარს
გაუჩნდა განცდა (და არცთუ უსამრთლოდ), რომ ხვიჩას გარეშე ნაკრები ისეთივე ცუდი გუნდია, როგორიც ადრე იყო.

ორი თამაშის ჯამში კი ხელთ შეგვრჩა ცუდი თამაში, მაგრამ მოგება. ახლა ზოგი კითხულობს: სულ კარგ თამაშს და სულ წაგებას ცუდი თამაში და მოგება არ ჯობიაო?

კი ჯობია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ორივეს ჯობია კარგი თამაში და მოგება და მარტო "ჯობიაზეც" არაა საქმე: რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით? ასეთი თამაში გვეყოფა ნახევრფინალის და მით უმეტეს, ფინალის მოსაგებად?

თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალი და ფინალი დროში ისე შორსაა (2024 წლის მარტში), მანამდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასევე მანამდე ჩვეულბრივი შესარჩევი ციკლი გვაქვს სათამაშო და იქ, როგორც აბანოში, გამოჩნდება თეთრი და შავი, რადგან ყველანაირი ძალის მეტოქე გვეყოლება. და ასევე გამოჩნდება სანიოლის გაქანება: არის ის ის მწვრთნელი, რომელსაც კიდევ შეუძლია გუნდს მოამატებინოს, თუ ეს მისი ჭერია და უფრო მაღალ დონეზე ასასველად სხვა მწვრთენლი დაგვჭირდება?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ნახევარფინალამდე უნდა გვქონდეს უკვე პასუხი.

ასევე მანამდე იქნება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ნაწიულობრივ ჩვენც ვმასპინზძლობთ და სადაც ეროვნული ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის ნახევარს შეუძლია თამაში, ხვიჩას თამადობით.

ასე რომ შევხედოთ მომავალს იმედიანდად და ვეძებოთ კარგი საყრდენები! 

P.S. მესამე კარგი რამეც მომხდარა გუშინდელ თამაშში: რეკორდი დავამაყრეთ - 11 წაუგებელი თამაში გვაქავს. ამხელა წაუგებელი სერია ჯერ არ ქონია ჩვენს ნაკრებს.

ეს ცალსახად კარგია, მაგრამ ბევრს შეიძლება არც არაფერს ცვლიდეს, რადგან წინა რეკორდი (10 წაუგებელი თამაში) ქეცბაიას დროინდელ ნაკრებს ეკუთვნოდა, გუნდს, რომელიც ალბათ ყველაზე არაშემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ვერაფერსაც ვერ მიაღწია."

9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველის ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა, შეხვედრები კი მომავალი წლის მარტიდან ჩატარდება.

alt"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

altჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

მკითხველის კომენტარები / 55 /
ერთერთი ყველაზე მეტად ახლა კომბინაციური ფეხბურთი ჭირდება ჩვენს ნაკრებს.
სანიოლი ამ მიმართულებით ეტყობა ვერ დაეხმარება.
მოწინააღმდეგის შესწავლაც ვერ დგას კარგ დონეზე.
გაუმარჯოს კვარას გუნდს!
თენგო
28 სექტემბერი 2022 07:55
0
რა დრო დაგვიდგა,ერთა ლიგის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ და ხალხი უკმაყოფილოა, ექსპერტებათ რომ მოგაქვთ თავები,ჟუუუუუურნალისტებს,აბა გადახედეთ რომელმა ნაკრებმა ჩატარა ყველა მატჩი მაღალ დონეზე?!
საქართველო
28 სექტემბერი 2022 07:20
1
ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი და ეს ჩვენი აქტივია, მაგრამ ასევე დიდი პოტენცია გააჩნია ნაკრებს ტაქტიკური დახვეწის, გუნდური, კოლექტიური თამაშის დახვეწის კუთხით და თუ ეს რეზერვი ავამოქმედეთ, მაშინ წინ ვერაფერი დაგვიდგება.
კოკო
28 სექტემბერი 2022 04:32
0
მარადონამ 1986-ში უსახური გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. კვარადონა ჩვენთან აშკარად ყველას სჯობია, მაგრამ ჯერ არ აქვს აკრეფილი ის ძალა, რომლითაც გუნდს შორს გაათრევს, მომავალში კი რა იქნება ვინ იცის. ამიტომ საჭიროა მინიმუმ კიდევ ერთი ძლიერი გამწევი ძალა, ის კი არ ჩანს. ეს შეიძლება ჩაკვე ყოფილიყო, მაგრამ მას, როგორც ჩანს, ფიზიკური ფორმის პრობლემები არ მისცემენ სამწუხაროდ გასაქანს. როგორც არ მისცეს ჯანოს, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გონიერი მოთამაშე იყო ჩვენში. ასე რომ დიდი ოპტიმიზმის საფუძველს დღეს ვერ ვხედავ.
ელიასი
28 სექტემბერი 2022 01:31
5
vetanxmebi am kacsvicha rom ar gvyavdes araperi ar ikneboda!
სანდრო
28 სექტემბერი 2022 01:11
0
დაანებე იმაზე წერას თავი, რაშიც ვერ ერკვევი!!!!!
ნუგზარი
27 სექტემბერი 2022 22:54
9
მერაბას აზრი აპრიორი სწორი კი არ არის. თქვა და გაიარა. ნაკრებს ყავს კარგი მეკარეები, წიტაიშვილი და ხვიჩა. წინა გათამაშებაში ჩაკვემ ათრია გუნდი. ახლა ამათმა.
დათო
27 სექტემბერი 2022 22:01
0
ორივე თამაში ძალიან ცუდად ითამაშეს. ეს რა, მარტო ფეხბურთელების ბრალია? რომ მოიგეს, კარგია. მაგრამ ბულგარეთთან იქ, თან საკაიფოდ ითამაშეს თან მოიგეს. რომელი ჯობდა?
ჰაჰა
27 სექტემბერი 2022 21:14
2
ბოლო 11 დან 9 თამაში მოვიგეთ. გადავუარეთ შვედეთს, ბოსნიას, ბულგარეთს (გასვლა), მაკედონიას (გასვლა), კოსოვოს (გასვლა), მხოლოდ იმიტომ რომ გიბრალტარს 2-1 მოვუგეთ რეგრესი გვაქვს ?!.. კვიპროსმა საბერძნეთს მოუგო - ფარერებმა თურქეთს. ამ დროს ჩვენ 6 ქულა ავიღეთ 2 თამაშში. არცერთ ნაკრებს არ აუღია 16 ქულა ამ ერთა ლიგის გათამაშებაში. პროგრესი სახეზეა
გიორგი
27 სექტემბერი 2022 21:13
2
გეტყობა მაგრად ერკვევი ფეხბურთში!
shoda
27 სექტემბერი 2022 21:35
8
მერაბ! დაფასებული კაცი ხარ და დარწმუნებული ვარ, არავისზე ნაკლებად არ გინდა ჩვენი ნაკრების კარგი. მე რასაც დავჯღაპნი შეიძლება ორმა კაცმა არ წაიკითხოს, შენ მეგობარო ცნობადი სახე ხარ და მინდა გთხოვო, სამკლავურზე აღარ სთქვა, ისე კი კაშია არავისზე ნაკლებად არ მიყვარს, როგორც ფეხბურთელი.
100%
27 სექტემბერი 2022 19:33
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული