"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა ლიგა" გიბრალტართან (2:1) გამარჯვებით დაასრულა და ერთი დივიზიონით დავწინაურდით, ამასთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვითამაშებთ. ამ თემას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტს" უძღვნის:

"გიბრალტართან თამაშშიც მხოლოდ ორი რამ იყო კარგი:

1) ანგარიში;

2) კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც კარგ ფეხურთელობასთან ერთად კარგი ადმიანობაც და პრინციპულობაც გამოავლინა და ბნელ ჰომოფობებს თავი არ დაუხარა, ნაკრებში მე-100 თამაში ითამაშა.

დანარჩენზე რა გითხრათ? ლორია რომ არა, შეიძლება ვერც მოგვეგო. გასაგებია, რომ ხვიჩა ყოველთვის ხვიჩაა, მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე ზოგ გულშემატკივარს
გაუჩნდა განცდა (და არცთუ უსამრთლოდ), რომ ხვიჩას გარეშე ნაკრები ისეთივე ცუდი გუნდია, როგორიც ადრე იყო.

ორი თამაშის ჯამში კი ხელთ შეგვრჩა ცუდი თამაში, მაგრამ მოგება. ახლა ზოგი კითხულობს: სულ კარგ თამაშს და სულ წაგებას ცუდი თამაში და მოგება არ ჯობიაო?

კი ჯობია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ორივეს ჯობია კარგი თამაში და მოგება და მარტო "ჯობიაზეც" არაა საქმე: რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით? ასეთი თამაში გვეყოფა ნახევრფინალის და მით უმეტეს, ფინალის მოსაგებად?

თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალი და ფინალი დროში ისე შორსაა (2024 წლის მარტში), მანამდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასევე მანამდე ჩვეულბრივი შესარჩევი ციკლი გვაქვს სათამაშო და იქ, როგორც აბანოში, გამოჩნდება თეთრი და შავი, რადგან ყველანაირი ძალის მეტოქე გვეყოლება. და ასევე გამოჩნდება სანიოლის გაქანება: არის ის ის მწვრთნელი, რომელსაც კიდევ შეუძლია გუნდს მოამატებინოს, თუ ეს მისი ჭერია და უფრო მაღალ დონეზე ასასველად სხვა მწვრთენლი დაგვჭირდება?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ნახევარფინალამდე უნდა გვქონდეს უკვე პასუხი.

ასევე მანამდე იქნება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ნაწიულობრივ ჩვენც ვმასპინზძლობთ და სადაც ეროვნული ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის ნახევარს შეუძლია თამაში, ხვიჩას თამადობით.

ასე რომ შევხედოთ მომავალს იმედიანდად და ვეძებოთ კარგი საყრდენები! 

P.S. მესამე კარგი რამეც მომხდარა გუშინდელ თამაშში: რეკორდი დავამაყრეთ - 11 წაუგებელი თამაში გვაქავს. ამხელა წაუგებელი სერია ჯერ არ ქონია ჩვენს ნაკრებს.

ეს ცალსახად კარგია, მაგრამ ბევრს შეიძლება არც არაფერს ცვლიდეს, რადგან წინა რეკორდი (10 წაუგებელი თამაში) ქეცბაიას დროინდელ ნაკრებს ეკუთვნოდა, გუნდს, რომელიც ალბათ ყველაზე არაშემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ვერაფერსაც ვერ მიაღწია."

9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველის ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა, შეხვედრები კი მომავალი წლის მარტიდან ჩატარდება.

alt"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

altჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

მკითხველის კომენტარები / 55 /
ქეცბაიას 10 წაუგებელი მატჩი ქონდა და ეხლა 11 თამაშიდან 9 მოგება გვაქ და ორი ფრე . ამაში განსხვავებას ვერ ხედვათ ?
ლშა_იუვენტინო
27 სექტემბერი 2022 16:15
1
ეგრე, მთელს ნორვეგიას ჰალანდი ათრევს და დიდი ამბავი. ეგაა ფეხბურთი. ინგლისს თუ ყველა კარგი მოთამაშე ჰყავს რა ხეირი? 2 ქულით დაასრულეს სეზონი : )
ილია
27 სექტემბერი 2022 16:05
2
ნორვეგიამ ჰოლანდამდე დაიწყო ამოქაჩვა, ფეხბურთში. ამის მერე მოვიდა ჰოლანდი. ინგლისმა რომ წააგო, ეგ არაფერია. ინგლისი ძირითადი თამაშებისთვის ემზადება. მსოფლიო ჩემპიონატი ან ევროპის გაგიგია?
მოკლედ
27 სექტემბერი 2022 21:08
5
ნორვეგიას მართლა ათრევს ერთი კაცი
უვიცი
27 სექტემბერი 2022 17:50
2
ყველა გამოხმაურება
კაშიას ეკეთა გარყვნილების სამკლაური და რაღაცას ნუ მიედმოედებით. არ არის ეგ კარგი. არავინ არ ამბობს რომ უნდა ცემო ქუჩაში დანახული გეები ვინც ცემს პოლიციას გაცემს პასუხს. მაგრამ ამავდროულად ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება და მისი მხარდაჭერა არის საძაგლობა. ჰომოსექსუალიზმი როგორც ასეთი მოვლენა არის ცუდი და არავის არ უნდა რომ მისი შვილი ეგეთი იყოს, მარა ეგ იმას არ ნიშნავს რომ თუ იქნება უნდა გარიყო. ამავდროულად უი რა მოხდა ეგ ნორმაას ძახილიც არ შეიძლება. გარყვნილებაა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი
!!
27 სექტემბერი 2022 15:59
14
თან იმ სამკლაურის გაკეთების შემდეგ , მგონი საერთოდ 1 თუ ორი მატჩი ჩაატარა , უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ვიტესიდან წამოსვლა , უარი რომ ეთქვა იმის გაკეთებაზე , არც არაფერს ჰკარგავდა და დარწნ=მუნებული ვარ არც არავინ დააძალებდა /
კახაბერი
01 ოქტომბერი 2022 21:46
0
კვაეაცხელიას გარეშე რა შედეგი აქვს სანიოლს ისიც დაწერეთ, კვარაცხელიასთან(ჩაკვეტაძესთან) ერთად ვაისის ნაკრებიც მაგარი იყო.
მ.მ
27 სექტემბერი 2022 15:36
8
მე ჟურნალისტი ვიგულისხმე დაწერაში, მესი ხავი და ინიესტა ცოტაა , კიდე გაგეგრძელებიათ
მ.მ
28 სექტემბერი 2022 04:31
0
და რა შედეგი ქონდათ, მესის, ხავის და ინიესტას გვარდიოლამდე და გვარდიოლას შემდეგ?
ჰაჰა
27 სექტემბერი 2022 21:10
2
ყველა გამოხმაურება
Re: "ხვიჩას გარეშე ნაკრები ისეთივე გუნდია, როგორიც ადრე იყო"

ხვიჩას გარეშე ნაპოლი ისეთივე გუნდია, როგორიც ადრე იყო.
ხვიჩასთან ერთად ნაპოლი სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
ქ. გ.
27 სექტემბერი 2022 15:16
9
Am bichebis dzalian meimedeba martla kargi taobaa,magram erti unda vtqvat aranairi kombinaciebi arc kutxuris dros winaswar navajishebi araferi maseti ar sheinishneba(gibraltaris 15 nomers burti ver aaciles gushin kvela kutxuri moigeria tavit),rac dzalian cudia marto individualizmit shors ver wavalt...
Givi
27 სექტემბერი 2022 15:06
1
რას ნიშნავს ეს სხვა მწვრთნელი ხო არ უნდა ვეძებოთო? ამას ამბობს სანიოლზე, რომელმაც რეკორდი დაამყარა ნაკრებში , გუნდა გაიყვანა 1 ადგილზე ჯგუფში. ორჯერ მოუგო ჩრ. მაკედონიას, რომელთანაც ვაისს ხელში მთავარი თამაში წავაგეთ სახში, მოუგეთ შვედეთს, ბულგარეთს კატასტროფული ანგარიშით, რომელთანაც სულ ვაგებდით. მეტი რა ქნას ამ კაცმა ამ ეტაპზე.
მე ვფიქრობ ეს შემთხვევითი არ არის. ალბათ გარკვეულ წრეში ვილის გაშვება უნდათ, ეს ალბატ გამოიყვანეს , ფული გადაუხადეს და მოუსინჯეს კბილი ამ თემას.

რომ ამბობს ხარისხი არ მომწონსო. მაშინ ისიც აღნიშნოს რის ხარჯზე ავიმაღლოტ ხარისხი და რა შევცვალოოთ.
მიანიშნებს რომ უკეთ შეგვიძლია თამაში და სანიოლი ვერ ასრულებს მოვალეობასო. :)
რაც ყავს ამ სანიოლს რესურსი იმას იყენებს. ნაკრებში 2 კაცი არის მე-2 ლიგიდან. დავითაშვილი ლამის ცამდე აიყვანეს. და კაცი მეორე ლიგაში თამაშობს. სხვები ნახეთ, აზერბაიჯანი, სერბეთი, სლოვაკეთი,პოლონეთი, ზოგი მანდაც ვერ ხვდება ძირითადში.
და ამ გუნდით შედეგი დადო ვილიმ :)
las
27 სექტემბერი 2022 15:06
5
რრრ - და შენ ფიქრობ რომ საქართველოს ნაკრებს დღეს უკეთესი შემადგენლობა ყავს ვიდრე ვაისს ყავდა? :)
ან ეს მარჩიელობა რას ნიშნავს ვაისის ადგილას რომ ყოფილიყო რას იზამდაო.
ფაქტი არის ის რომ სანიოლის აქვს შედეგი. თან 100%-იანი. ამ ეტაპზე არ არსებოსბ თამასა რომელზე მეტსაც მოტხოვდი. აბა რას ითხოვ. გიბრალტარს 3 ბურტის სხვაობით რატო არმოუგოო?
შე კაი კაცო 5 გოლი გაუტანა ბულგარეთს გასვლაზე, იმ ბულგარეთს რომელსაც სულ ამოტენილები ვყავდით. და წარმოიდგენდი მაგ შედეგს? :)
las
27 სექტემბერი 2022 16:12
2
სანიოლის გაშვებას რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, მარა იმას, რომ იძახით ვაისმა წააგო მაკედონიასთან და ამან მოიგოო, კი მარა ვაისს, რომ გუნდი ყავდა მაშინ იგივე რომ ყოლოდა სანიოლს მოუგებდა დაფიქრებულხართ ამაზე? თ
რრრ
27 სექტემბერი 2022 15:22
3
კაშიასთან რა გინდათ ბიჭო :დ კარგი კაპიტანია დიახაც.
მონაწილეობდა კამპანიაში, რომელიც გეუბნება რო თუ ადამიანი განსხვავებულია, არ უნდა ურტყა და მოკლა. რა თავს გახვევენ რას იგონებთ, ვინმე გეი გამხდარიყოს მოწოდებით და რეკლამით, ჯერ არ გამიგია.
საბა
27 სექტემბერი 2022 14:55
40
კაშია კარგი კაპიტანი-დიახ,კარგი პიროვნებაა-დიახ,სამკლაურის გაკეთება დაახლოებით ისეთივე საქციელი იყო,როგორც პიონერთა ყელსახვევი,პარტიამ ბრძანა და...
პ.ს. ანატომიის წიგნს გადახედოს ყველამ და გაერკვეს ,რომელ ორგანოს რა დანიშნულება აქვს,თორემ კამომაც აურია
ადამიანი
28 სექტემბერი 2022 10:11
1
მადლობა უფალს ძალიან კარგი თაობა გვყავს.
სანიოლს არ ვუკარგავ მისი შეკრებილია ეს გუნდა, მაგრამ შემდეგ? განვითარება?
ამ გუნდისგან საათივით მექანიზმის აწყობა შეიძლება!!@
თენგო
27 სექტემბერი 2022 14:54
6
ესეც ის ექსპერტია ნაკრების მწვრთნელზე უკეთესად რომ იცის რა სჭირდება ნაკრებს
ნიკა
27 სექტემბერი 2022 14:44
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული