საბერძნეთმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
С2 ლიგის დასკვნით ტურში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გუნდების პლეი-ოფში С დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ასე და ამგვარად, დივიზიონის ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი დაუპირისპირდებიან.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების საბოლოო მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
საბერძნეთი - 6 მატჩში 15 ქულა (10:2).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).

ათენი. "გეორგიოს კამარასი"

საბერძნეთი -ჩრდ. ირლანდია 3:1
გოლები: 1:0 პელკასი (14), 1:1 ლეივერი (18), 2:1 მასურასი (55), 3:1 მანტალოსი (80)

მკითხველის კომენტარები / 27 /
შოუ ეხლა იწყებაა. ყაზახეთს დინამოზე ვეჯახებით თავით. იქით ბერძნები და თურქები დაკლავენ ერთმანეთს წარმოუდგენელი ამბავი მოხდება ათენში. ღმერთი ჩვენსკენ. რაღაცნაირად მგონია რო დადგა ეს ისტორიული დრო. გულშემატკივარი მზადვართ და ყაზახეთთან პირველი წამიდანვე ნახავთ 60 ათასს გაგიჟებულ ქართველს. სასწაული ელოდებათ ყაზახებს
ქართველი
28 სექტემბერი 2022 02:25
0
თურქეთი შესარჩევიდანაც შეიძლება გაძვრეს თუ წილისყრამ გაუმართლა ცოტა(9 ოქტომბერი,ფრანქფურტი),ამ შემთხვევაში ლუქსემბურგი ჩაერთვება თურქეთის ნაცვლად
საქართველო
28 სექტემბერი 2022 04:18
0
კარგად დაჯდა მომწონს. ახლა შესარჩევს მივაწვეთ იქედან ვცადოთ გასვლა იმედია ნორმალური ჯგუფი იქნება
რაბუ
28 სექტემბერი 2022 00:47
0
სამწუხაროდ თურქეთიც ძალიან ძლიერი მეტოქე იქნება და საბერძნეთიც ასევე ყაზახეთიც უზომოდ მოტივირებული ჩამოვა ძვენს ნაკრებში არის პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს საქმე 100% დალაგებული დაცვაში დამოკიდებული ვართ კაშოზე რომელიც უკვე 36 წლის არის და აშკარად მოკლებაზეა წასული და კაცმა არ იცის 2024 წელს კაშო გვეყოლება თუ არაა ნაკრებში და შეტევაში კვარაცხელიაზე ვართ დამოკიდებული ერთ კაცზე დღევანდელი მოცემულობა ასეთია ცენტრში გვიჭირს თან ძალიან გვიჭირს გვილიამ მოუკლო საგრძნობლად ასევე კვეკვესკირმაც მოუკლო.
ასევე ვხედავ მე პირადად ძალიან უცნაურ მოვლენას ჩვენს ნაკრებში არიან ფეხბურთელები რომლებიც კლუბებში კარაგად თამაშობენ ლიდერები არიან მაგრამ ნაკრებში არაფერი გამოზდით იგივე მიქაუტაძე ლობჟანიძე ყაზაიშვილი კლუბებში კარგად გამოიყურებიან და ნაკრებში იმის ნახევარს ვერ აჩვენებენ თუმცა 2024 წლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა მე ძალიან მეიმედება იმ ახალგაზრდების ვინც დღეს 17 დან 21 წლამდე არიან იმედი მაქვს რომ 2024 წლისთვის კიდევ გამოჩნდებიან ახალი კვარაცხელიები ჩაკვეტაძები თორემ 1-2 კაცზე დამოკიდებულება მთელი ნაკრების ეს ნამდვილად არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს 2018 ში ჩაკვეტაძესთან ერთად სხვა ნაკრები იყო ჩაკვეს გარეშე სხვა მაშინაც ერთ კაცზე ვიყავით დამოკიდებული კი მივედით ფინალამდე მაგრამ ის 2 კაცი რო დაგვაკლდა კი მივიღეთ ის შედეგი რაც მოსალოდნელი იყო ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე და ზოგადად ამ ევროპის შესარჩევის თამაშები რომელიც დაიწყება მარტში გამოაჩენს რეალურად რა დონეზე ვართ და რა შეგვიძლია.
გელა
28 სექტემბერი 2022 03:22
10
შეიძლება რაც დაწერეთ გარკვეულწილად მართალიც არის,მაგრამ რატომ ესე პესიმისტურად?! მთელ ერთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ და მაინც უარყოფითი დამოკიდებულება და განწყობაა, ევროპაზე რომ გავიდეთ,ალბათ ბევრი დაიწყებს არ გვყავს იმ დონის გუნდი,რომ იქ ვითამაშოთ და ა.შ. მოდი რა შევირგოთ რაც ბიჭებმა გვაჩუქეს და ვუგულშემატკივროთ,მეტი პოზიტივია საჭირო ჩვენს გულებში და ტვინებში
საქართველო
28 სექტემბერი 2022 04:16
1
არ არის საჭირო ეხლა "პროფესორობა" და პესიმიზმი, ბიჭებმა გააკეთონ თავიანთი საქმე, მწრთვნელმა თავისი და ჩვენ ბოლო იოგების "დაწყვეტამდე" ვუბალეშიკოთ! გასაგებია რომ რაღაც რაღაცეებში "მოვიკოჭლებთ", მაგრამ ისიც გაიხსენეთ "გინებ-გინებით" თავდახრილი რომ ვბრუნდებოდით სტადიონებიდან!!! მე მჯერა სანიოლის და ჩვენი ბიჭების, ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ!!!!
ვაჩე!
28 სექტემბერი 2022 08:10
0
კარგია.ისე,საბერძნეთი და თურქეთი და ჭამენ ერთმანეთს.
Giusha3232
28 სექტემბერი 2022 01:05
1
მაგ დროს უკეთესი ნაკრები უნდა გვყავდეს ჩემი აზრით. კვარა სხვა დონეზე ასევე მამარდა, ლოჩოშვილი, მიქაუტაძე, ზურიკო და იმედია მომდევნო სატრანსფეროზე უკეთეს გუნდებში გადავლენ ნაკრების ფეხბურთელები
რაბუ
28 სექტემბერი 2022 10:35
0
ნუ დავიწყებთ ეხლა ტრაბახს და ბაქიბუქს.ყაზახეთს უნდა ვეთამა შოთ,როგორც საფრანგეთს,მაშინ შანსი გვექნება.
ილია
28 სექტემბერი 2022 09:26
0
მახსოვს როგორც ვბაქიბუქობდით მაკედონიასთან და რაც გაგვიჩალიჩეს და როგორც ვითამაშეთ..... ასე,რომ არ გვყვავს ის გუნდი ფინალში,რომ საბერძნეთს ტოლსწორად ეთამაშოს! მთელი გუნდი კვარაცხელია,კაშია და მამარდაშვილია,დანარჩენი ტრიპაჩა ბავშვები არიან! ასე,რომ იმ ბავშვებმაც გონებას უნდა მოუხმონ! აბრეზიჩის გასაგონად:საჯარიმოსთან პასების წუწურაქობას თავი დაანებე,ბევრი გოლი დაიკარგა მაგის გამო,ნუ ეგოისტობ,ხვიჩას მიბაძე მაგაში,ხოლო ხვიჩას დონეს მაშინ მიაღწევ თუ ბევრს ივარჯიშებ და არ იეგოისტებ მინდორზე!!!
ზურა
28 სექტემბერი 2022 10:33
0
კაია
ქუთაისი
28 სექტემბერი 2022 00:55
0
ჩვენ შესარჩევიდან გავალთ.
ლევანი.
28 სექტემბერი 2022 01:24
3
ჩვენი კვარა იყოს ხოდზე და ყველაფერი კარგად იქნება)) მგონია რომ ამჯერად გავალთ ევროპაზე!
შოთა
28 სექტემბერი 2022 09:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული