ქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევრო 2024-ის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2023 წლის 23 მარტს დაიწყება.

მთლიანობაში ჯგუფები ასე გამოიყურება:

A ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი.

B ჯგუფი: ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი.

C ჯგუფი: იტალია, ინგლისი, უკრაინა, ჩრდ. მაედონია, მალტა.

D ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი,

E ჯგუფი: პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები,

F ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი,

G ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი,

H ჯგუფი:
დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი,

I ჯგუფი: შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო,

J ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლუქსემბურგი,
მკითხველის კომენტარები / 96 /
Dato norvegiastan rogor ar gvitamashia tanac samjer da kvela wavaget...gansakutrebit mwared maxsovs saxlshi 0-4 vagebdit naxevar saatshi mashin stadionze vikavi da koshmari iko pirdapir...solskiaeri da flo kavdat mashin...
Givi
09 ოქტომბერი 2022 15:53
0
ბაალტიის ქვეყნები რატომ არ არიან?
Gurami
09 ოქტომბერი 2022 15:51
4
როგორ ვერ ვიტან, როცა წინასწარ განვეწყობით პესიმისტურად! ბოლოსდაბოლოს არ მოგვბეზრდა, ფარერებთან და ეგეთ დაბალ გუნდებთან თამაში? დროა დავიწყოთ შებრძოლება ნორმალურ გუნდებთან და გამოვცადოთ ჩვენი შესაძლებლობა, ხოდა ტყვილად და შემთხვევით არაფერი ხდება! მჯერა ჩვენი ბიჭების, მაგრად მოემზადებიან და გამოცდასაც მაგრად ჩააბარებენ!
თემო
09 ოქტომბერი 2022 15:50
1
მეც მაგას ვნატრულობ სულ. იქნებ მერე მაინც მიხვდნენ, რომ ასეთ გუნდებთან ერთი კაცის იმედად თამაში არაფერ შედეგს არ მოიტანს. და პროგნოზირებას რატომ გვიშლი? საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა რომ გამორიცხულია თავადაც კარგად იცი. ისე თავის მოტყუება ხანდახან კარგიცაა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში
დავით 67
09 ოქტომბერი 2022 16:39
6
მშვენიერი ჯგუფია ქეცბაიას გამოკლებით, ვის არ მოგწონთ ესპანეთიც კი დაღმასვლას განიცდის რათქმაუნდა არა იმ დონეზე რომ ჯგუფს ვერ მოიგებს მაგრამ ქულაც რომ დავაკარგინოთ წარმატებაა დანარჩენებთან ყველასთან შეიძლება თამაში უბრალოდ საცოდაობა იქნება ქეცბაისთანა პატრიოტმა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა რაღაცით ხელი რომ შეგვიშალოს თბილისში ისედაც არ უყვართ პირდაპირობის გამო და მერე ხომ მთლად გაწირავენ. მიდი მაინც უნდა მოვიგოთ.
კახა
09 ოქტომბერი 2022 15:46
3
Ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ჯგუფია, არა სასურველი მაგრამ საბრძოლველად და გამოცდილებისთვის კარგი ჯგუფია... Კარგია რომ 5 გუნდიან ჯგუფში ვართ, ამხანაგურები ახალი სახეების მოსაძიებლად და გუნდთან შესათამაშებლად მშვენიერი შანსია... Დანარჩენს დრო გამოაჩენს, წარმატებები ჩვენს ბიჭებს, ეურო 2024 ჯგუფში გვენახეთ!
Მახვში
09 ოქტომბერი 2022 15:43
1
თურქეთი და სომხეთი ერთ ჯგუფში???
გიუშა
09 ოქტომბერი 2022 15:40
1
ურთულესი ჯგუფია!!! მაინც არ ვართ უშანსოდ!!! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
tngh
09 ოქტომბერი 2022 15:40
1
აუუ ახლა რა გააჩერებს იმ ცხენკაცა ჰოლანდს)))
გიუშა
09 ოქტომბერი 2022 15:39
1
ნორვეგიაზე ვერაფერს ვიტყვი არასდროს გვითამაშია მაგათთან, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ შოტლანდიასთან თამაში გამოგვდის ხოლმე არც ეს ესპანეთია ძველებურად დამანგრეველი მე ამ ჯგუფში არაფერს გამოვრიცხავ თუ თამაში წაგვივა მეორეზე გასვლის კარგი შანსი გვექნება თუ ბიჭებს თამაში მაგრად წაუვათ შეიძლება პირველზეც გავიდეთ(ოცნება არაა)
დათო
09 ოქტომბერი 2022 15:38
11
გვითამაშია და ორივე თამაში წავაგეთ მათ შორის ერთი 4:1 ევროპის თუ მსოფლიოს შესარჩევი იყო და მემგონი გუცაევი იყო მწვრთნელი
ანტა
09 ოქტომბერი 2022 16:08
0
შევხვედრივართ, 2000 წლის EURO-ს,შესარჩევში თბილისში 1:4 წავაგეთ, ოსლოში 0:1. მაშინაც ასეთი აგდებული დამოკიდებულება გვქონდა, ნორვეგიელები მოთხილამურეებად მიგვაჩნდა და მიუხედავად იმისა რომ ვარსკვლავური შემადგენლობა გვყავდა: აიაქსელი არველაძე, მანჩესტერელი ქინქლაძე და ნიუკასლელი ქეცბაია, ასეთი სამწუხარო შედეგი მივიღეთ
Z
09 ოქტომბერი 2022 16:00
1
ეს ესპანელები და სქოთები ხომ ვერ მოვიშორეთ)იბერია და რამე ჰო მარა სქოთები?!)ეს ალბათ აჭარული ჭიბონის ბრალია)))
გიუშა
09 ოქტომბერი 2022 15:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული