სანიოლმა ქართველი ფეხბურთელი ფრანგ ფრანკ რიბერისაც შეადარა:
"გულახდილად, რომ გითხრათ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ხვიჩას შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ის ნაკრებში მივიწვიე, 20 წლის იყო. თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში არ გახლდათ, მაგრამ ეტყობოდა, რომ დიდი შესაძლებლობები ჰქონდა.
ხვიჩა უცბად აფეთქდება, ის ყოველთვის წინსვლას ცდილობს. სწორედ ასეთი მოთამაშეა თანამედროვე ფეხბურთში მოთხოვნადი.
ლიგა 1-ის არაერთ კლუბს ვთავაზობდი, რომ ხვიჩა შეეძინათ. ზოგმა მითხრა - ის
ზოგი მეუბნებოდა, ლათინური ზედმეტსახელი შეურჩიე, უკეთ რომ წარადგინოო; ზოგმაც მითხრა, ჩემი გუნდის პრეზიდენტს კვარაცხელიას ტრანსფერი, რომ შევთავაზო, სამსახურიდან დამითხოვსო...
თუ გსურს კარგი მუშაობა, ამისთვის მსოფლიოს მასშტაბით 30-40 სკაუტი უნდა გყავდეს... სამწუხაროდ, საფრანგეთში ამის კულტურა ჯერ არ არის. ფრანგული გუნდები ხელიდან უშვებენ უამრავ შესაძლებლობას, რაც სინამდვილეში ძალიან ადვილად მიღწევადია...
ხვიჩასა და რიბერის შედარება? - რა თქმა უნდა, მათ შორის ბევრი მსგავსებაა. მაგალითად, როდესაც ფრანკი 21 წლის გახლდათ. ბურთს მიიღებდა და მაშინვე წინ გარბოდა. ის ან კარში ურტყამდა, ან ვინმეს პასს მისცემდა და გაამწვავებდა... კვარაცხელიაც ზუსტად ასეა... მან "ნაპოლიში" შედეგიანობაც გააუმჯობესა და ახლა უფრო მეტი გოლი გააქვს", - ამბობს სანიოლი.
"კვარაცხელიას წარმატებები რუსეთშიც ძალიან უხარიათ, რადგან..." - რუსული პრესა ხვიჩას შესახებ წერს
მაგრამ 21 წლის ბიჭმა ყველაფერი დაამტკიცა ჩვენი სიამაყე გახდა.
ეეე.... სამწუხაროდ მაგათ კი არა აქ აღარ ახსოვთ ძველი გენიოსი ფეხბურთელი. მაქვს იმედი და მწამს - კიდევაც დაიზრდებიან საქართველოს გენიალური მეკარეები, მცველები, ნახევარმცველები, ფორვარდები!