"კვარაცხელიას წარმატებები რუსეთშიც ძალიან უხარიათ, რადგან..." - რუსული პრესა ხვიჩას შესახებ წერს

AutoSharing Option
sportmk.ru იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებიც რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდნენ და შემდეგ კარიერა ევროპაში განაგრძეს.

რა თქმა უნდა, სიაში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლის შესახებაც სტატიაში ვკითხულობთ:

"ნაპოლიმ" სერია A-ს მორიგ ტურში "კრემონეზეს" 4:1 სძლია და ლიდერობა შეინარჩუნა. მორიგი ეფექტური თამაში ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც პენალტი მოინადირა და ბოლოს ირვინგ ლოსანოსაც გაატანინა...

ქართველმა აშკარად მოხიბლა გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, რადგან იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა მხოლოდ ერთ მატჩში დატოვა სათადარიგოთა შორის...

კვარაცხელიას წარმატებები რუსეთშიც ძალიან უხარიათ, რადგან მის მიღწევებში
ნახევარი წვლილი აქვთ შეტანილი. ეს ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში ჩვენ თვალწინ გაიზარდა", - წერს საიტი.

alt"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 16 /
რავიცი ისიც კარგად მახსოვს პირველად რომ გაჟღერდა ევროპაშ უნდა წასვლაო რა კომენტარები იყო: წაეთრიოს სათადარიგო სკამზე მოუწევს ჯდომაო, ევროპული ფეხბურთის დონე ჯერ არის ხვიჩაო, რუბინშიც სათადარიგოზე დასვით რომ ჭკუა ისწავლოსო და ა.შ.
გიო
10:48 12-10-2022
1
რუბინის წაგების მერე ირონიულად კი უწერდნენ, ამას უნდა ევროპაში თამშიო? ვითომ ხვიჩას ბრალი იყო მაგათი ჭ კლასის გუნდი რომ წააგებდა. ხვიჩას აბრალებდნენ ყველაფერს.
ეგრევე როგორ გული უჩუყდებათ ქართველებს რუსების ნათქვამ " გენაცვალე" ზე :)
Thomas
22:08 11-10-2022
7

სიახლეები პოპულარული