პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი სურვილის მიუხედავად, იტალიის ნაკრებთან დაპირისპირება გამორიცხულია. "სკუადრა აძურამ" ნოემბერი უკვე დაგეგმა. ისინი ალბანეთისა და ავსტრიის ნაკრებებს შეხვდებიან.
თუკი ჩვენი მხრიდან სახელოვან მეტოქესთან შეხვედრის მცდელობა აქტიურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე 3 ასეთი ნაკრებია, რომლებსაც მოახლოებული სპარინგებისთვის
დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს, რათა ვილი სანიოლის გუნდს ისეთი მოწინააღმდეგეები შეურჩიოს, შესარჩევ ეტაპზე (მომავალი წლის მარტში დაიწყება) ჩვენს მეტოქეებთან მეტ-ნაკლებად ახლოს რომ იდგნენ - ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი. რამდენად იქნება ეს გრანდი, ამას ერთად ვნახავთ.
ბოლო დროს "ჯვაროსნების" პროგრესი აშკარაა, გუნდს უკეთესი შედეგები აქვს, ფეხბურთელები კი ბევრად ძლიერ კლუბებში გამოდიან, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა ("ნაპოლი") და გიორგი მამარდაშვილის ("ვალენსია") დასახელება რად ღირს. შესაბამისად, ჩვენთან შეხვედრა ბევრი ნაკრებისთვის სასურველი და სასარგებლო უნდა იყოს.
საკმაოდ ძლიერი ევროპული ნაკრებები, რომელთა სპარინგპარტნიორების ვინაობა ამ დრომდე არ ვიცით: უკრაინა, დანია, სერბეთი, ჩრდ. ირლანდია.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საკლუბო ფეხბურთი 13 ნოემბრის შემდეგ შეისვენებს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატი კი 20-ში დაიწყება. შუალედურ პერიოდში ეროვნულ ნაკრებებს ამხანაგური შეხვედრების ჩატარების უფლება ექნებათ და ეს მომავალი წლის მარტამდე ჩვენთვის უკანასკნელი მატჩები იქნება.
ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის