საქართველოს ნაკრების მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩს 17 ნოემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდება. ამხანაგური თამაში საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მაროკო ფიფას რეიტინგში აფრიკის ზონის ქვვეყნებს შორის მეორე პოზიციას იკავებს, სრულ კლასიფიკაციაში კი 22-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, მომდევნო დღეს კი ჩვენი გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 29 /
მაროკო ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეა. საკმაოდ გამოცდილი და ტექნიკური აფრიკული ნაკრები. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, მიუხედევად ჯგუფიდან ვერგასვლისა მაინც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ირაკლი
03 ნოემბერი 2022 16:24
1
ძლივს არ შობეს! როგორც იქნა დააყენეს თავი!
მწვრთვნელი
03 ნოემბერი 2022 16:51
5
ძალიან კარგი.
მიშა
03 ნოემბერი 2022 15:53
0
თუ ჩადიხართ ამხელა გზაზე და თამხას ხარჯავ, მეორეც უნდა ნახო. თავად ამბობდა, ძვირია და შორიო. თუარა და რატო გაუშვეს ხელიდან ამდენი ევროპული ნაკრები, ვინც ჩამოვიდოდა ბათუმში, იმას ეთამაშა
სანიოლი და ლიზარაზუ
03 ნოემბერი 2022 16:42
2
Meore tamashic unda daegegmat erti ashkarad cotaa arian biwebi romlebic saqmeshi unda inaxos...
Givi
03 ნოემბერი 2022 16:25
2
მეორე მეტოქედ კოტ-დივუარს ამბობენ,რამდენად მართალია,აქვს ვინმეს ინფორმაცია?მაგარი ფედერაცია გვყავს ძაან რაა.უცხოური საიტებიდან ვგებულობთ როდის და ვისთან აქვს ნაკრებს თამაში.ამის თქმაც ეზარებათ
Master
03 ნოემბერი 2022 18:49
5
აბა ორი თამაშს ჩაატარებსოო?!
beqa
03 ნოემბერი 2022 16:20
1
ძალიან კარგი გუნდია,ასეთი ძლიერი ნაკრები შეიძლება ისტორიაში არ ჰყოლიათ,
კაკო
03 ნოემბერი 2022 16:59
25
მუსტაფა ჰაჯის გუნდი არ გახსოვს შენ ალბათ. 1998 წელს ძალიან კარგად ითამაშეს მსოფლიოზე
მუსტაფა ჰაჯი
03 ნოემბერი 2022 18:43
0
კარგად ერკვევით ფეხბურთში;)
გოგა
03 ნოემბერი 2022 17:40
0
კარგია, რომ ეს მაინც გააკეთეს. ისე llcl-ს ვეთანხმები, რატომ არ შეიძლება სპარინგი ჩემპიონატის მსვლელობისას იმ ნაკრებთან, ვინც ყატარში ვერ მოხვდა. ააა, გამახსენდა, ჩვენ ხომ გაჭირვებული ქვეყანა ვართ და მაგის ფინანსები სად გვაქვს? მასე სადაა ბიძია, სამუშაო ადგილებიც გინდათ, ხელფასებიც, ღირსეული ცხოვრებაც და ფეხბურთიც?
კოკო
03 ნოემბერი 2022 20:09
6
ნუ დემაგოგობ ფეხბურთი ყველასია და არაფერ შუაშია სოციალური პირობები ამ შემთხვევაში
Gio9
04 ნოემბერი 2022 15:31
0
იმედი მაქვს გაგნიძეს საზონოვს არაბიძეს და ბერიძეს გამოიძახებს მგონი კარგი იქნება თუ შეხედავს ამ ბიჭებს ეროვნულშიც
ზურა
03 ნოემბერი 2022 16:03
12
Gagnidzes turkettan travmis mere ar utamashia
L.J .
03 ნოემბერი 2022 16:28
0

სიახლეები პოპულარული